ტვინის რუხი ნივთიერების სიმკვრივე ასაკთან ერთად იმატებს
"ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ რუხი ნივთიერება ასაკის მატებასთან ერთად მოცულობაში იკლებს, თუმცა, მისი სიმკვრივის მატება ჩვენთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. ეს ცვლილება ახლახან აღმოვაჩინეთ სპეციალური კვლევის საფუძველზე", - აცხადებენ პენსილვანიის უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომლებმაც საინტერესო კვლევა ჩაატარეს. მათ 1000-ზე მეტი მოხალისის ტვინი შეისწავლეს არაინვაზიური მეთოდებით, მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა მამაკაცისა და ქალის ტვინის რუხ ნივთიერებებს შორის ფიზიკური განსხვავებაც იპოვეს. როგორც გაირკვა, ქალების თავის ტვინის რუხი ნივთიერება თავიდანვე რამდენადმე მცირე მოცულობისაა, თუმცა, გაცილებით მკვრივი, ვიდრე მამაკაცებისა. მეცნიერთა განცხადებით, მაღალი სიმკვრივე გარკვეულწილად აკომპენსირებს მცირე მოცულობას.
თინათინ გოცაძე