მეხსიერების დაქვეითების აქამდე წარმოუდგენელი მიზეზები
: ტვინის შერყევა, ქირურგიული ჩარევა ან ტვინის სიმსივნე. თუმცა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანმა თუ იცის ზოგი ნაკლებად ცნობილი მიზეზი, თუ რატომ გვიჭირს ამა თუ იმ ფაქტის გახსენება.
საძილე აბები შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად, როდესაც საქმე გვაქვს მეხსიერების დაქვეითებასთან. ცნობილია, რომ ასეთი საშუალებები ზოგ მომხმარებელში იწვევს ხანგრძლივ ზემოქმედებას, რის შედეგადაც ვიღებთ "მძინარე მდგომარეობაში" სიარულს, "მძინარედ" ჭამისა თუ "მძინარედ" მანქანის მართვის ფაქტებს. მეცნიერ კრიკპარსლის თქმით, საძილე აბები იწვევს გარკვეული ტიპის გაუცნობიერებელ მდგომარეობას, რაც შეიძლება კომასთან იყოს ასოცირებული ან თუნდაც ალკოჰოლის მიღების შემდგომ მდგომარეობასთან. ამის გათვალისწინებით, საძილე აბები არა მხოლოდ "ძარცვავენ" ადამიანს ნამდვილი ძილის უნარისგან, მავნე გავლენასაც ახდენენ ასეთი ხელოვნური ძილიდან გამოსვლის შესაძლებლობაზეც.
ფსიქოტროპულ ნივთიერება ბენზოდიაზეპინებს პაციენტებს ხშირად უწერენ სხვადასხვა აშლილობების, შფოთვის, კუნთების სპაზმისა და მღელვარებს დროს. ასეთ მედიკამენტებს შორისაა დიაზეპამიც, ის შეიძლება დაეხმაროს ადამიანს ნერვების დამშვიდებაში, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათი მოქმედება დაფუძნებულია მედიატორების და ჩვენი ტვინის იმ ნაწილების ფუნქციის დათრგუნვაზე, რომლებიც მეხსიერებას აყალიბებენ და მის მოცულობასაც განსაზღვრავენ. ამ უარყოფითი ეფიქტის გამო ფარმაცევტები ბენზოდიაზეპინების მხოლოდ ლიმიტირებული დროით მოხმარებას რეკომენდირებენ.
ასევე, მეხსიერების დაქვეითების მიზეზთა შორისაა ქოლესტეროლის დონის დამწევი მედიკამენტები, რომელიც განაპირობებს მეხსიერების დაქვეითებას, რაც მათი მოქმედების გვერდით ეფექტებში უკვე ოფიციალურად მოიხსენება. ზოგადად, ქოლესტეროლის არსებობა მნიშვნელოვანია დასწავლისა და ფიქრისათვის. რისი რაოდენობის შემცირება საბოლოო ჯამში იწვევს ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის გაქრობას.
ბოლოდროინდელმა კვლევებმა გამოკვეთეს შაკიკის როლი მეხსიერების დაქვეითებაში. შაკიკის მქონე ადამიანებს შეტევიდან ორი დღის განმავლობაში უუარესდებათ მდგომარეობა - ზოგიერთ მათგანს კი შეიძლება რამდენიმე საათიანი ამნეზიაც კი ჰქონდეს. ტაივანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაკიკი დაკავშირებულია დემენციის მაღალ რისკთან - სხვებთან შედარებით, დემენციის საერთო მაჩვენებელი შაკიკით დაავადებულ ადამიანთა შორის იყო 1, 48 %_ით მაღალი.
ბევრი ადამიანისათვის სტრესი დიაბეტისა და გულის დაავადებების გამომწვევი ფაქტორია. სტრესის დროს იმატებს სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის დონე, რაც თავის მხრივ მეხსიერების ხანმოკლე დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს. ეს პრობლემა კი ასაკის მატებასთან ერთად რთულდება.
მეხსიერების ხარისხზე გავლენა აქვს ასევე სისხლის ჯგუფსაც. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს გაცილებით მაღალი რისკი აქვთ მეხსიერების დაქვეითებისა, ვიდრე პირველი ჯგუფის მქონეებს. მიუხედავად ამისა, ნაადრევი და უსაფუძვლოა იმაზე საუბარი, რომ მეოთხე ჯგუფის ადამიანებს დემენციის უფრო მაღალი რისკი აქვთ.
B12 ვიტამინის წარმოება ჩვენს ორგანზმს დამოუკიდებლად არ შეუძლია, თუმცა სჭირდება ის ერითროციტების, ნერვებისა და დნმ-ის წარმოსაქმნელად. თუ ჩვენ საჭიროზე ნაკლები B12-ს მივიღებთ, მოსალოდნელია მეხსიერების დაკარგვა და შესაძლოა - დემენციაც კი. 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს აქვთ ამ ვიტამინის სერიოზული დეფიციტი. სამწუხაროდ, გარკვეულ ეტაპზე დამატებითი B12-ის მიღება ვერ მოქმედებს დემენციის საწინააღმდეგოდ. პრევენციის მიზნით, სასურველია ამ ვიტამინის დონის მუდმივი კონტროლი.
ავტორი თათია მუკბანიანი
იხილეთ აგრეთვე სტატია "როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება"