საინტერესო ფაქტები დეპრესიაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო ფაქტები დეპრესიაზე

დეპრესიას ქალები უკეთ იცნობენ

ქალები მამაკაცებზე ორჯერ ხშირად ავადმყოფობენ დეპრესიით. ამაში ქალის სასქესო ჰორმონებს - ესტროგენების ჯგუფის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - მიუძღვით ბრალი. გარდა ამისა, ისინი პროვოცირებას უწევენ სხვა იმ ტიპის ფსიქოლოგიურ პრობლემებსაც, რომლებიც მამაკაცებს, ჩვეულებრივ, ნაკლებად აღელვებთ. ზოგჯერ ქალებთან დეპრესია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია, თუმცა ქრონიკული ფსიქოლოგიური პრობლემების ფონზე იგი აქტიურდება და მრავალ უსიამოვნებას უდებს სათავეს.

მარაზმი - მამაკაცური დეპრესია

ხანში შესული მამაკაცის ორგანიზმი ჰორმონულ ძვრებს განიცდის, რასაც მოჰყვება დეპრესია და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებსაც ხალხში მარაზმის სახელწოდებით მოიხსენიებენ. მამაკაცებთან დეპრესია ქალებისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. ქალები ამ მდგომარეობაში აპათიასა და უიმედობას, უსუსურობას გრძნობენ, მამაკაცები, პირიქით, აგრესიულნი და ზედმეტად გაღიზიანებულნი არიან.

ჰოსპიტალიზმი - ბავშვთა დეპრესია

ბავშვთა სპეციალურ დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა სახლებში აღსაზრდელებს ზოგჯერ ჰოსპიტალიზმად წოდებული დეპრესიული მდგომარეობა ეუფლებათ. იდეალურ პირობებშიც კი მშობლიური ალერსის, სითბოსა და მზრუნველობის დეფიციტის გამო მათ აპათია რევთ ხელს, საკუთარ თავში იკეტებიან, ირიყებიან. ცნობილია ბავშვთა დეპრესიის განსაკუთრებული ფორმა, რომლის არსებობის შესახებაც სულ 20 წლის წინათ გახდა ცნობილი. პატარა ბავშვებს არ შეუძლიათ სიტყვიერად გამოხატონ დეპრესია, რომელიც მათში შეგრძნებებისა და განწყობილების ცვლილების შედეგად ჩნდება. შესაძლოა განიცდიდნენ დაღლილობას, გაღიზიანებას, დანაშაულის გრძნობას, იზოლაციას, მაგრამ უჭირთ, თავიანთი განწყობა უფროსებს ამცნონ. ამიტომ მშობლები უნდა ყურადღებით მოეკიდონ დეპრესიის ფიზიკურ გამოვლენას: სხვადასხვა ტიპის ტკივილს, მუდმივ დაღლილობას, მოწყენილ მზერას, უსიხარულო გამომეტყველებას, რეაქციათა შენელებას და ა.შ. ასეთი რამ დამახასიათებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვთა საშუალოდ 4, სკოლის მოსწავლეთა 5 და მოზარდების 11 პროცენტისთვის. ბავშვთა დეპრესია შესაძლოა 2-3 წლის ასაკშიც კი განვითარდეს. ბავშვთა დეპრესიის დროს მკურნალობა ათიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში ინიშნება. დანარჩენ რვაში პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თამაშით, ოჯახური და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიით.


ქრონიკული დეპრესია და სიმსუქნე ბავშვობაში იწყება

ბავშვების 80%-ს, რომლებიც სკოლამდელ ასაკში აღმოჩნდნენ დეპრესიულ მდგომარეობაში, ზრდასრულობისას ქრონიკული დეპრესია ემუქრებათ. გარდა ამისა, ბავშვობაში გადატანილი ხანგრძლივი და ქრონიკული სტრესი ზრდასრულ ასაკში ჭარბი წონის დაგროვებას აპროვოცირებს.

მარიხუანა დეპრესიას იწვევს

მარიხუანას ხანგრძლივი მოხმარება, სამკურნალო მიზნითაც კი, 90%-ში დეპრესიის ან რომელიმე სხვა ტიპის ფსიქოლოგიური აშლილობით სრულდება.

ახალგაზრდა მამების დეპრესია

ახალშობილთა მამების 4%-ს ბავშვის დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში დეპრესია ეწყება. ასეთი რამ დამახასიათებელია მოზარდების მამებისთვისაც, თანაც გაცილებით ხშირად - ათიდან 2 შემთხვევაში. მამების დეპრესია უმთავრესად დაბალი შემოსავლის მქონე ახალგაზრდებისთვის არის დამახასიათებელი.

სამსახურებრივი დეპრესია

არსებობს პროფესიები, რომლებიც დეპრესიის განვითარებას უწევს პროვოცირებას. რისკის ჯგუფში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მოხუცებულთა თავშესაფრებში, მცირე ასაკის ბავშვთა სახლებში და ა.შ. მათ 11%-ს დეპრესიის შეტევა წელიწადში ერთხელ მაინც აქვს. იგივე ემუქრებათ ძალადობის მსხვერპლ მცირეწლოვნებთან ან ოჯახებთან მომუშავე სოციალურ მუშაკებს. საკმაოდ მაღალია რისკი მედიკოსებს შორისაც. დეპრესიის განვითარების ყველაზე მცირე ალბათობა აქვთ ინჟინრებს, არქიტექტორებს და მეცნიერებს, რადგან ამ სფეროში დაძაბულობის ხარისხი გაცილებით დაბალია.

დეპრესია სისხლის ანალიზით ვლინდება

ამერიკელი მეცნიერები ამუშავებენ სპეციალურ მეთოდიკას, რომელიც შესაძლებელს გახდის სისხლის ანალიზით დეპრესიის დიაგნოსტიკას. ექსპერიმენტის დროს იმ ბავშვებისა და მოზარდების სისხლში, რომელთაც დეპრესიის საწყისი ნიშნები ჰქონდათ, აღმოაჩინეს 11 ახალი მარკერი, რომლებიც დეპრესიის არმქონე პირთა სისხლში არ აღმოჩნდა.

ცხოვრება ნაცრისფერია

ნუ გაგიკვირდებათ - დეპრესიაში მყოფი ადამიანები ნამდვილად გაცილებით რუხ ფერებში ხედავენ სამყაროს, ვიდრე სინამდვილეშია. დეპრესიულ მდგომარეობაში ირღვევა თვალის ბადურას კონტრასტული ჩრდილების აღმქმელი ნეირონების მგრძნობელობა. განურჩევლად იმისა, იღებს თუ არა ადამიანი ანტიდეპრესანტებს, მას დარღვეული აქვს ბადურას რეაქცია კონტრასტულ სურათებზე. ცნობილია ამის ბიოქიმიური საფუძველიც: კონტრასტულ მხედველობას განაპირობებს ბადურაში ნეირონების შემაერთებელი ამაკრინული უჯრედები, რომელთა მუშაობასაც, თავის მხრივ, ნეირომედიატორი დოპამინი არეგულირებს, დეპრესიის დროს კი სწორედ ამ ჰორმონის დონე იკლებს. ასე რომ, თუ ვინმეს სამყარო ნაცრისფერი ეჩვნება და კონტრასტული რეაქციებიც დაქვეითებული აქვს, უმჯობესია, დეპრესიის დროული დიაგნოსტიკისთვის სპეციალისტს მიმართოს.