როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება
მოადუნებს და აზრებს დაალაგებს). გამოძინება - სრულყოფილი ღამის ძილი (ღამის განმავლობაში სულ მცირე 8 სთ ძილი), სრულფასოვანი კვება (მთავარია იკვებოთ ახალდამზადებული პროდუქტებით და არა კონსერვებით ან ძეხვეულით. მხოლოდ ახლად მომზადებულ ხორცეულსა და თევზეულში არის ტვინისთვის აუცილებელი ნივთიერებები. ხორცი სასურველია ქათმისა და ინდაურის, რძე, არაჟანი, ხაჭო და კვერცხი, თხილი, ლეღვი, გარგარი, ვაშლი, ბანანი და ყურძენი. ტვინის ნორმალური მუშაობისთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ვიტამინების მიღება. უმი ბოსტნეული და ხილი. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ 2,5 ლიტრი სითხე, ეს შეიძლება იყოს წყალი, წვენები, ჩაი, კომპოტი. სითხის ნაკლებობისას ტვინი შრება, იფიტება და კარგავს ნორმალურად მოქმედების უნარს. სადილის წინ სასარგებლოა ვაშლის, კომბოსტოს ან სტაფილოს წვენის დალევა.
აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, მცირედ მაინც. სასურველია, ყოველდღე ივარჯიშოთ. ისწავლეთ და დღეში 10 წუთის განმავლობაში შეასრულეთ რიტმული სუნთქვაა: ჩასუნთქვა გრძელდება 8 წამს, შეკავება - 8 წამს, ამოსუნთქვა - 8 წამს, შემდგომ კვლავ სუნთქვის შეკავება 8 წამით. ეს საკმარისია ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად, თუ მათ ყოველდღიურად შეასრულებთ რამდენიმე თვის განმავლობაში.
იხილეთ აგრეთვე სტატია "მცენარეული წამლები და საკვები მეხსიერების სამსახურში"