/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები

ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები
ტერმინი “ქალაშიდა წნევა” ალბათ ყველას გაუგონია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ ეცოდინებათ, რას ნიშნავს ის.

ბევრს ჰგონია, რომ ქალაშიდა წნევა იგივეა, რაც არტერიული წნევა, მაგრამ ასე არ არის.

თავისა და ზურგის ტვინი ერთგვაროვანი სტრუქტურები არ გახლავთ. არა მარტო თავის, არამედ ზურგის ტვინშიც არის თავისუფალი სივრცეები ან ღრუები, რომლებიც ამოვსებულია თხევადი ნივთიერებით. ამ სითხეს უწოდებენ თავზურგტვინის სითხეს ანუ ლიქვორს.

რით შეიძლება იყოს გამოწვეული ქალაშიდა წნევის მატება, როგორ ხდება დიაგნოსტიკა, რამდენად კეთილსაიმედოა პროგნოზი და რა სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მდგომარეობის მოსაწესრიგებლად, ამის შესახებ გვესაუბრება “ამტელ ჰოსპიტალი I კლინიკურის” ექიმი ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი თამთა კოპაძე.

  • ქალბატონო თამთა, რას გულისხმობს ტერმინი “ქალაშიდა წნევა”?

- ქალაშიდა წნევა - ეს არის ქალას ღრუში (თავის ტვინი, თავზურგტვინის სითხე, ტვინის პარკუჭები, მაგარი გარსის სინუსები, ეპიდურალური და სუბარაქნოიდული სივრცეები) არსებული წნევა. ორგანიზმს აქვს მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც არეგულირებს და ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს ქალაშიდა წნევას.

საზოგადოდ, ქალაშიდა წნევა დაკავშირებულია არტერიულ და ვენურ, ინტრათორაკალურ და ინტრააბდომინალურ წნევასთან. იგი იცვლება დგომის, წოლის, სიმაღლეზე ასვლის, ყვინთვის დროს.

  • როდის არის საყურადღებო ქალასშიდა წნევის ცვლილება?

- ქალაშიდა წნევის ცვლილება საშიშია, თუ ნორმიდან გადახრა დიდი და ხანგრძლივია.

  • რამ შეიძლება გამოიწვიოს ქალაშიდა წნევის მატება?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. მაწუხებს თავის ტკივილი,რომელიც გრძელდება მაქსიმუმ 5-6 წამი, ძირითადად მარცხენა მხარეს(კეფის და სხვა ნაწილის გამოკლებით). ხანდახან კვირაში რამოდენიმეჯერ,ხანდახან რამოდენიმე თვეში ერთხელ. არაა ეს ყოველდღიური სახის და არ ახლავს არც ღებინების შეგრძნება ან რამე სხვა სიმპტომი. უბრალოდ მეხის გავარდნასავითაა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?</p>

- ქალაშიდა წნევის მატება ყველაზე ხშირია:

  • ქალა-ტვინის ტრავმის;
  • ქალაშიდა ჰემატომის;
  • სიმსივნის;
  • თავ-ზურგტვინის სითხის გამოყოფისა და რეზორბციის დარღვევის;
  • მენინგოენცეფალიტის;
  • ვენოზური სინუსების თრომბოზის;
  • თირკმლის უკმარისობის;
  • ჰიპერთირეოიდიზმის;
  • წითელი მგლურას და სხვა სომატური პათოლოგიების დროს.

გარდა ამისა, მის მომატებას იწვევს ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის - ვიტამინები (ჭარბი მიღების შემთხვევაში), ანტიბიოტიკები, ანაბოლური სტეროიდები, ესტროგენები, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების მოხსნა.

ქალაშიდა წნევის მატების სინდრომი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე ანუ ქალაშიდა წნევის მატების იდიოპათიური სინდრომი უვლინდებათ უპირატესად ჭარბწონიან ქალებს 20-დან 50 წლამდე ასაკში.

  • რა სიმპტომები ავლენს ქალაშიდა წნევის მატებას?

- ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომია თავის ტკივილი, რომელიც იმატებს ღამით, უფრო - დილისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავის ტკივილსა და ქალაშიდა წნევის მომატებას შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს - ქალაშიდა წნევის მატება იწვევს თავის ტკივილს, თუმცა თავის ტკივილი ყოველთვის არ არის ქალაშიდა წნევის მომატების ნიშანი.

ქალაშიდა წნევის მომატების კიდევ ერთი სიმპტომი პირღებინების შეგრძნებაა, უპირატესად - ღებინების გარეშე. გამორიცხული არ არის მხედველობის დვრილის შეშუპება.

ქალაშიდა წნევის მატებას ახასიათებს ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოვლენები: ოფლიანობა, სისუსტე, ქვედა ქუთუთოების ჩამუქება და სხვა. შეიძლება მიმდინარეობდეს შეუმჩნევლადაც.

  • სადიაგნოზოდ რომელი გამოკვლევებია ამ დროს მნიშვნელოვანი?

- პრობლემის გამოვლენა ხდება როგორც კლინიკური, ასევე სადიაგნოსტიკო გამოკვლევებით:

  • ულტრასონოგრაფიით, უპირატესად - ბავშვებში;
  • თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიით;
  • მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით;
  • თვალის ფსკერის გამოკვლევით.

წესისამებრ, დიაგნოზი დაისმის ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე ნიშნის ერთობლიობის საფუძველზე.

  • როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას და როგორია პროგნოზი?

- მკურნალობაც და პროგნოზიც ეტიოლოგიურ ფაქტორზეა დამოკიდებული.

საჭიროებისამებრ ინიშნება:

  • ოქსიგენოთერაპია;
  • მედიკამენტური მკურნალობა;
  • ორთოპედიული და ქირურგიული მანიპულაციები.

ქალაშიდა წნევის იდიოპათიური მომატებისას პერიოდულად ინიშნება შარდმდენები, სამკურნალო ფიზკულტურა, შედეგიანია მკურნალობა წონის კორექციასთან ერთად.

კომენტარები (24)
ხათუნა
გამარჯობათ დილით წამოვდექი უცებ დამეხვა თავბრუ და და უცებ დავწექი საწოლზე მის მერე სულ მაქვს თავბრუსხვევა თვალების შეშუპება ქვემოთ და წნევას ვერ ვარეგულირებ რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს
თარიღი : 12-01-2025
მარი
მოგესალმებით მაქვს თავბრუს ხვევა დაბალი წნევა ვერაფრით ავიწიე წნევა ჩემი წნევა არის 110-ი 60-თან და ეხლა მაქვს 90 ი 60თან რომ ვწევარ და გვერდულად გავიხედავ მაშინაც კი მაქვს თავბრუსხვევა რა შეიხლება იყოს
თარიღი : 12-05-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ულტრასონოგრაფია მეანობაში
ულტრასონოგრაფია მეანობაში
თანამედროვე მეანობაში ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას დიდი, ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქალაშიდა წნევის მომატების მიზეზები და ნიშნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები