როგორ ამოვიცნოთ დემენცია ძილის მიხედვით
ძილის ინვერსია, როდესაც ხანდაზმულ ადამიანს დღის განმავლობაში სძინავს და ღამით უძილობა აღენიშნება, შეიძლება დემენციის განვითარებაზე მიუთითებდეს.
თუ ადამიანს დღის განმავლობაში ნახევარ საათზე მეტხანს სძინავს (ყოველდღე - ერთი ან საათ-ნახევარი), მუდმივად აღენიშნება ძილიანობა დღის განმავლობაში, ტელევიზორის ყურებისას ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში იძინებს - ეს ყველაფერი გამაფრთხილებელი ნიშნებია და მიზეზის დასადგენად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ორგანიზმი კომპენსირებას უკეთებს ძირითად პრობლემებს.
ისეთი ფენომენები, როგორიცაა მუდმივი ძილიანობა, შეიძლება თან ახლდეს ტიპი 2 შაქრიან დიაბეტს, გულის ქრონიკულ უკმარისობას და სხვა მძიმე სომატურ დაავადებებს.
გარდა ამისა, დემენციით დაავადებულ ადამიანს შეიძლება აღენიშნოს სიმპტომი, რომელსაც ძილის ინვერსია ეწოდება. მას შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული რუტინა: დღის განმავლობაში ძილი და ღამით ფხიზლად ყოფნა, შუქის ჩართვა და ოჯახის წევრების გაღვიძება. ამას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. რადგან ამ სიტუაციაში ძილის ინვერსია შეიძლება იყოს ძირითადი დაავადების გამოვლინება, აუცილებელია პაციენტის კონსულტაცია ექიმთან. სპეციალისტი გააანალიზებს სიტუაციას და გასცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს.
არსებობს სიმპტომების „კვარტეტი“:
- დეპრესია,
- შფოთვა,
- ძილის დარღვევები,
- კოგნიტური დარღვევები.
ეს ოთხი თითქმის ყოველთვის ერთად ვითარდება: თუ ერთი განვითარდება, ის ზრდის მეორის განვითარების რისკს. პირიქით, თუ ამ ოთხიდან ერთ-ერთს, მაგალითად ძილს მოვაწესრიგებთ, სხვა მაჩვენებლებიც გაუმჯობესდება.
ხარისხიანი ძილი ამცირებს კოგნიტური, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური დარღვევების განვითარების რისკს და ანელებს მათ პროგრესირებას. ადამიანი მთელი დღის განმავლობაში უნდა იყოს დაკავებული სასარგებლო აქტივობებით, რაც ხელს შეუწყობს ძილის პრობლემების გამოსწორებას.