ნევროლოგი ირაკლი ტუღუში: ბავშვთა ონანიზმი სექსუალური ქცევა არ არის – რა უნდა იცოდნენ მშობლებმა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვთა ონანიზმი: განვითარების ეტაპი თუ საყურადღებო სიმპტომი? – რჩევები ნევროლოგისგან

ჩემს შვილს ეს არ დაემართებოდა“ - რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბავშვთა თვითსტიმულაციამ?

მშობლების უმეტესობისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე უხერხული და დამაბნეველი აღმოჩენაა: ბავშვი, რომელიც საკუთარი სხეულის შესწავლას და თვითსტიმულაციას იწყებს. პირველი რეაქცია ხშირად შიში, სირცხვილი ან სიმკაცრეა, თუმცა რეალობა ბევრად მარტივი და ბუნებრივია.

რა იმალება ამ ქცევის მიღმა – ნევროლოგიური თავისებურება, სტრესთან გამკლავების მექანიზმი თუ უბრალოდ განვითარების ნორმალური ეტაპი? სად გადის ზღვარი ჩვეულებრივ ინტერესსა და საყურადღებო სიმპტომს შორის?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე ბავშვთა ნევროლოგმა ირაკლი ტუღუშმა გვიპასუხა. სტატიაში შეიტყობთ, რატომ არ შეიძლება ბავშვის დასჯა, როგორ ავუხსნათ მას „პირადი სივრცის“ მნიშვნელობა და როდის არის აუცილებელი სპეციალისტის ჩართვა.“

- ბატონო ირაკლი, რა არის ბავშვთა ასაკში ონანიზმი? არის თუ არა ეს პათოლოგია, თუ განვითარების ნორმალური ეტაპი?

- ბავშვებში ონანიზმი, პედიატრიულ პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებული და უმეტეს შემთხვევაში განვითარების ნორმალური ეტაპია. როგორც ბავშვთა ნევროლოგი, გეტყვით, რომ ეს ქცევა ხშირად არ წარმოადგენს პათოლოგიას.

top-my-8-year-old-has-been-masturbating-the-wrong-way-1772384086.-Now-What_.webp

ეს არის საკუთარი სხეულის, განსაკუთრებით გენიტალური არეს თვითსტიმულაცია, რომელიც ბავშვში დაკავშირებულია სენსორულ ინტერესთან და სიამოვნების განცდასთან.

ჩვილსა და ადრეულ ბავშვობაში ეს ქცევა არ არის სექსუალური შინაარსის, როგორც მოზრდილებში - იგი უფრო ჰგავს თითის წოვას ან ქანაობას: სენსორული თვითრეგულაციის ფორმაა. ამ დროს ძირითადად ბავშვებს ახასიათებს, ფეხის დაჭიმვით ერთმანეთზე გასმის მსგავსი მოძრაობები, ან დაჭიმვით ფეხების გადაჯვარედინება, ასევე შესაძლებელია იყოს რიტმული თეძოს მოძრაობები, როგორც დამჯდარ პოზიციაში, ასევე მუცელზე დაწოლილ პოზიციაში. რაც მნიშვნელოვანია, ამ დროს ცნობიერება არ აქვთ შეცვლილი, შესაძლებელია გაუხშირდეთ სუნთქვა და გულისცემა, ასევე აღენიშნოთ ოფლიანობა, გაუფართოვდეთ გუგები. ზოგჯერ მშობლებს ეს გულყრის ეპიზოდიც კი ჰგონიათ.

- რა ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს ეს ქცევა? ხშირად მშობლებს უკვირთ, როცა ამას ჩვილ ასაკში ან ადრეულ ბავშვობაში ამჩნევენ.

- შესაძლოა გამოვლინდეს 6–12 თვის ასაკიდან. უფრო ხშირად გვხვდება 2–5 წლის ასაკში სკოლამდელ პერიოდში პიკი ფიქსირდება 3–4 წლისთვის.

- რა იწვევს ამ ქცევას?

- სხეულის შეცნობა, სენსორული სიამოვნება, თვითდამშვიდების მცდელობა. ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს სტრესის და შფოთვის დროს, თვითდამშვიდების მიზნით, ყველაზე ხშირად ვლინდება ძილის წინ ასევე თვით ჩაძინების და თვითდამშვიდების მიზნით.

ამ მეთოდის მიგნება ბავშვებში შეიძლება მოხდეს, ქავილი დროს როდესაც არის რაიმე დერმატოლოგიური მიზეზით გამოწვეული, ან უროგენიტალური გაღიზიანება როდესაც არის ზოგადად არასათანადო ჰიგიენა

უმეტესად ნევროლოგიური პათოლოგია არ არის მიზეზი, თუმცა დიფერენცირება საჭიროა ეპილეფსიური შეტევებთან, სტერეოტიპული მოძრაობები, ტიკის მსგავსი ქცევებთან.

თამაში საკუთარ სხეულთან: როგორ ვუპასუხოთ სწორად ბავშვის ქცევას? - რას გვირჩევს ნევროლოგი

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ბავშვს ამ პროცესშიწაასწრებს“? როგორია პირველი სწორი რეაქცია?

- პირველი სწორი რეაქციაა: შეინარჩუნოთ სიმშვიდე, შეარჩიოთ ნეიტრალური ტონი, არ უნდა გაამახვილოთ ზედმეტი ყურადღების, რადგანაც ამან შეიძლება ზედმეტად გააღვივოს ინტერესი და განმეორების სურვილი.

დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს: სირცხვილის პათოლოგიური განცდა, ასევე ზოგადად სხეულის უარყოფა, შესაძლებელია გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობები და რაც მნიშვნელოვანია ზრდასრულობაში სექსუალური ფუნქციის დარღვევები.

ზოგადად ნევროლოგიურად, ძლიერი სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს და ამცირებს თვითრეგულაციის უნარს რამაც, პარადოქსულად, შეიძლება ქცევა უფრო გააძლიეროს და გაახანგრძლივოს. თვითდამშვიდების მიზნით.

- როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ ესსაჯაროქმედება არ არის, ისე, რომ მასში სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა არ გამოვიწვიოთ?

- ზოგადად რთულია ამ საკითხზე ბავშვთან საუბარი, მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ სიტყვები, ფსიქოლოგიურ ტრავმებისგან დავიცვათ, 3 წლამდე ასაკის ბავშვთან ვცდილობთ რომ მსუბუქად ყურადღება გადავატანინოთ, 3- 6 წლამდე ასაკამდე საუკეთესო მიდგომა: გამოიყენეთ სიტყვა „პირადი“ და არა „ცუდი“, არ გამოიყენოთ სირცხვილის ტონი, ახსენით სივრცის კონტექსტი (სახლში, მარტოობაში) მაგალითად:

„ზოგი რამ არის პირადი - როგორც ტანსაცმლის გამოცვლა. ამასაც მარტო აკეთებენ.“

masturbacja-dziecieca-e1574249224470-1772384105.jpg

- როდის ხდება ეს ქცევა პრობლემური? რა ინტენსივობა ან ფორმა მიანიშნებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ბუნებრივ ინტერესთან, არამედ ნევროლოგიურ ან ფსიქოლოგიურ გადახრასთან?

- პრობლემა ხდება და განგაშის ნიშნებია თუ, ქცევა ხდება ძალიან ხშირი და კომპულსიური, ხელს უშლის თამაშს ან სწავლას, ბავშვი ვერ წყვეტს მოქმედებას მოთხოვნით, ან გიჭირთ ყურადღების გადატანა, რასაც თან ახლავს აგრესია ან ძლიერი შფოთვა, აღენიშნება სხეულის განსაკუთრებით გენიტალიის დაზიანება ან გაღიზიანება. ასევე როდესაც, ჩნდება უეცრად და ინტენსიურად. ამ შემთხვევაში საჭიროა შეფასება პედიატრის, ნევროლოგის ან ბავშვთა ფსიქოლოგის

- შეიძლება თუ არა ონანიზმი იყოს სხვა პრობლემის სიმპტომი? მაგალითად, ჰიპერაქტივობის, ყურადღების დეფიციტის ან სხვა ნევროლოგიური მდგომარეობის?

- ზოგჯერ შეიძლება თანხვედრილი იყოს: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომთან (ADHD), აუტისტურ სპექტრთან, შფოთვით აშლილობასთან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს დამოუკიდებელი, ნორმალური ქცევაა.

- ახდენს თუ არა გავლენას გაჯეტების ჭარბი მოხმარება და ინფორმაციული გადატვირთვა ამ ქცევის გააქტიურებაზე?

- გაჯეტების ჭარბი მოხმარება: ზრდის სენსორულ გადატვირთვას, ამცირებს ფიზიკურ აქტივობას. ასეთმა მდგომარეობამ თვითდამშვიდების მიზნით, შეიძლება გაზარდოს თვითსტიმულაციური ქცევები, თუმცა პირდაპირი კავშირი ონანიზმთან მცირე ასაკში იშვიათია.

- რა როლი აქვს ჰიგიენას? ზოგჯერ ქავილი ან არასწორი ჰიგიენა ხომ არ ხდება სტიმული ამ ქცევის დასაწყებად?

- თუ ქცევას ახლავს ქავილი, წვა, გამონადენი - პირველ რიგში სომატური მიზეზი უნდა შეფასდეს. და აუცილებლად უნდა გამოვრიცხოთ: ვულვოვაგინიტი, ენტერობიოზი ასევე სხვა ქავილის გამომწვევი მიზეზები, ამ შემთხვევაში საჭიროებს პედიატრის მიერ კარგ შეფასებას.

- როგორ გადავრთოთ ბავშვის ყურადღება სხვა აქტივობაზე ისე, რომ ეს არ აღიქმებოდეს როგორც აკრძალვა?

- გადართვა უნდა იყოს რბილი და არა ბრძანებითი:

მაგალითად „მოდი, ერთად ვითამაშოთ“ ჩართოთ ისეთ თამაშებში სადაც ხელით უწევს დატვირთვა, - და არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ „შეწყვიტე ახლავე!“

- თქვენი მთავარი რჩევა მშობლებს: როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჯანსაღი გარემო ოჯახში ამ დროს?

ყველაზე რთული ნაწილია მშობელს ავუხსნათ, ქმედებაზე რომელსაც ბავშვი აკეთებს ეს ნორმალურია და განვითარების ერთ ერთი ნაწილია, ხშირ შემთხვევაში ბრაზდებიან და მიუღებლობა აქვთ, (თითქოს თავისი შვილი ამას არ გააკეთებს) სირცხვილის განცდაც უჩნდებათ, ასეთ დროს ურჩევნიათ სხვა მდგომარეობა იყოს თუნდაც უფრო მძიმეც. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ბავშვთა ასაკში ონანიზმი საკმაოდ ხშირად ვლინდება, ეს არ ნიშნავს პირდაპირი გაგებით სექსუალურ ქცევას, ძირითადად ეს ქცევა თვითლიმიტირებადია ასაკთან ერთად მცირდება და სასკოლო ასაკის ბავშვებში ქრება ჩარევების და მედიკამენტების გარეშე, შემდე უკვე გარდატეხის ასაკში ვლინდება, როდესაც სქესობრივად მომწიფება ხდება.