რას მოიცავს უძილობის დიაგნოსტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას მოიცავს უძილობის დიაგნოსტიკა

ძილს ახასიათებს სიფხიზლის დონის დაქვეითება და გარესამყაროსთან კავშირების შეწყვეტა, ან მნიშვნელოვანი შესუსტება. ძილი რთული ციკლური პროცესია ნელი და სწრაფი ძილის მონაცვლეობით. ღამის განმავლობაში სულ 4-6 ასეთი ციკლი აღირიცხება.

ძილის დარღვევების საერთაშორისო კლასიფიკაციის 2014 წლის მე-3 გადახედვის (ICDS-3) განმარტების მიხედვით, ინსომნია (უძილობა) არის კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ღამის ძილის აშლილობის ჩივილებით (ინიციაციის სირთულის სახით, ძილის შენარჩუნების და/ან სასურველ დროზე ადრე გაღვიძების სახით) და მასთან დაკავშირებული დარღვევებით დღის სიფხიზლის დროს, რაც ძილისთვის საკმარისი დროისა და პირობების დამაკმაყოფილების მიუხედავად ვითარდება.

უძილობა ზოგად პოპულაციაში 5.7-19%-ს აწუხებს. ძილის დარღვევების გარდამავალი სიმპტომები გვხვდება ადამიანთა 30-35%-თან. უძილობა 1,5-ჯერ უფრო ხშირია ქალებს შორის, ასაკთან ერთად მისი სიხშირე ყოველ 10 წელიწადში 10%-ით იზრდება და 60-94 წლის ასაკში 32,4%-ს აღწევს.

უძილობა განისაზღვრება ძილის დარღვევად (არადამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობის ან ძილის ხარისხის სახით), რომელიც სიხშირით კვირაში, სულ მცირე, 3-ჯერ ხდება და გრძელდება, ასევე სულ მცირე, 1 თვე.

უძილობის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მახასიათებელია ძილის დარღვევები რეალური მიზეზების არარსებობის მიუხედავად (ასეთი მიზეზებია – მუდმივი ხმაური, კაშკაშა განათების არსებობა, არასასიამოვნო საწოლი, ძილის მიზანმიმართული შეზღუდვა და ა. შ.) – ადამიანს აქვს ყველა პირობა, რომ კარგად დაიძინოს, მაგრამ არ შეუძლია.

ძილის ხანგრძლივობის შემცირების გარდა, უძილობას ახასიათებს დღისით ფუნქციონირების გაუარესება, რაც გამოიხატება მოცემული სიმპტომებიდან ერთის სახით მაინც:

  • კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება;
  • დღისით ძილიანობა,
  • გაღიზიანება, ქცევითი დარღვევები (იმპულსურობა, აგრესია და ა.შ.),
  • დაღლილობა, ზოგადი სისუსტე;
  • განწყობის დარღვევები;
  • სოციალური კომუნიკაციებისა და ოჯახური ურთიერთობების გაუარესება;
  • სირთულეები სამსახურში ან სწავლაში;
  • დაქვეითებული მოტივაცია, ენერგია, ინიციატივა;
  • შეცდომების, უბედური შემთხვევების ზემოქმედება;
  • უკმაყოფილება და შფოთვა ძილის გამო.

ძილის დარღვევა და ზემოთ აღწერილი დღის სიმპტომები კლინიკურ სურათში უნდა აღინიშნებოდეს კვირაში, სულ მცირე, 3-ჯერ.

უძილობის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა გამოირიცხოს ძილის სხვა დარღვევები, რომლებიც მოიცავს:

  • ჰიპერსომნიას (გამოიხატება გადაჭარბებული ძილით დღის განმავლობაში, რის შედეგადაც შეიძლება გაუარესდეს ღამის ძილის ხარისხი);
  • პარასომნიებს (ღამის შიშები და კოშმარები, ჰალუცინაციები დაძინებისას და გაღვიძებისას, ძილის დროს სიარული, ძილის დამბლა, ძილის დროს ჭამის სინდრომი, ენურეზი და სხვა. მათ შორის სამკურნალო საშუალებების მიღებით პროვოცირებული კოშმარები და სხვა მოშლილობები);
  • სუნთქვის დარღვევას (ძილის აპნოეს სინდრომი, გამოწვეული სასუნთქი გზების ობსტრუქციული ცვლილებებით ან სუნთქვის ცენტრის პათოლოგიით);
  • მოტორული დარღვევები ძილის დროს (მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ბრუქსიზმი ძილის დროს, კიდურების პერიოდული მოძრაობის სინდრომი);
  • ძილ-ღვიძილის რიტმის დარღვევა (ძილის ფაზის ადრეული ან დაგვიანებული დაწყება, ძილ-ღვიძილის არარეგულარული რიტმი, ყველაზე ხშირად ასოცირებული ცვლის სამუშაო გრაფიკთან, დროის სარტყლის ცვლილებებთან).

ძილის კვლევის ევროპული საზოგადოების რეკომენდაციით (2017), უძილობისა და მისი თანმხლები მდგომარეობების დიაგნოსტიკის პროცედურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინდიკატორებს:

  • სომატური გამოკვლევა (სავალდებულო პარამეტრი): ანამნეზური ინფორმაციის ფრთხილად შეგროვება, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის პატრონისგან: სომატური დაავადებების არსებობა წარსულსა და აწმყოში (მათ შორის, ტკივილის დარღვევები); მედიკამენტების მიღება, ასევე კოფეინის, ნიკოტინის, ალკოჰოლისა და არალეგალური ფსიქო-აქტიური ნივთიერებების მიღება; პაციენტის სომატური მდგომარეობა; საჭიროების შემთხვევაში ტარდება ლაბორატორიული ტესტები, მათ შორის, სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონის, C-რეაქტიული ცილის, ვიტამინი B12-ის, ფერიტინის დონის გაზომვა, EEG, ECG, CT/MRI; იზომება ცირკადული მარკერები: მელატონინი, სხეულის ბაზალური ტემპერატურა.
  • ფსიქიატრიული/ფსიქოლოგიური ისტორიის საფუძვლიანი შეკრება (სავალდებულო პარამეტრი): ფსიქიკური აშლილობა წარსულში და/ან აწმყოში; პიროვნული მახასიათებლები, სამუშაო და ურთიერთობა პარტნიორებთან; ინტრაპერსონალური კონფლიქტის არსებობა.
  • ძილის ისტორია (საჭირო პარამეტრები): ინფორმაცია ძილის დარღვევის ხასიათის, გამომწვევი ფაქტორების შესახებ; ინფორმაცია პარტნიორისგან (ძილის აპნოე, კიდურების პერიოდული მოძრაობა ძილის დროს; სამუშაო დრო/ ცირკადული ფაქტორები: ცვლაში და ღამის სამუშაო გრაფიკი, ნაადრევი ძილი, ძილის შეკავება; ძილი-ღვიძილის ფაქტორები დღის ძილის გათვალისწინებით (ძილის დღიურის შენახვა, გამოიყენება ძილის კითხვარები).
  • აქტიგრაფია რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საეჭვოა არარეგულარული ძილ-ღვიძილის რიტმი ან ცირკადული რითმის დარღვევა.

პოლისომნოგრაფია (ძილის დროს სხეულის სხვადასხვა ფიზიოლოგიური პარამეტრების ჩაწერა, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია სხეულის სხვადასხვა სისტემის ფუნქციონირების შესახებ ძილის დარღვევის მიზეზების დასადგენად) აუცილებლად რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  • ძილის სხვა დარღვევების ეჭვის შემთხვევაში, როგორიცაა კიდურების პერიოდული მოძრაობა, ძილის აპნოე ან ნარკოლეფსია;
  • მკურნალობისადმი რეზისტენტული უძილობის სამკურნალოდ;
  • უძილობის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების (მაგალითად, პროფესიონალი მძღოლების) გამოკვლევისას;
  • პაციენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასა და რეალურ სიტუაციას შორის საეჭვო შეუსაბამობის შემთხვევაში.