10 რჩევა ტვინის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

10 რჩევა ტვინის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ბედნიერი სიბერისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სხეულის სიჯანსაღე, არამედ გონებისაც. ეს კი არც ისე მარტივი საქმეა: პროფესორის, ნევროლოგიის ექსპერტის, დოქტორ დერი ულდუდიუზის თქმით, ჩვენი ტვინი ზოგჯერ უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე გული, თირკმელები, ფილტვები და ღვიძლი. თუმცა მეხსიერებისა და შემეცნებითი შესაძლებლობების შესანარჩუნებლად შეიძლება გარკვეული ღონისძიებების გატარება. ტვინის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ექსპერტი რამდენიმე რჩევას იძლევა.

1) მომარაგდით D ვიტამინით!

ამ ვიტამინის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბადების) შეძენამდე უმჯობესია, ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი. D ვიტამინის მინიმალური ნორმული მაჩვენელია – 30 ნგ/მლ, თუმცა ექიმები გვირჩევენ 50 ნგ/მლ-ის დონეზე მის შენარჩუნებას. გახსოვდეთ, რომ ჩვენს ორგანიზმს თავად შეუძლია ამ ვიტამინის სინთეზირება მზის ზემოქმედების გავლენით. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ზაფხულში უფრო ხშირად იყოთ სუფთა ჰაერზე – და აბები არც დაგჭირდებათ.

D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის: ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ათვისებას, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ხსნის დეპრესიის სიმპტომებს. D ვიტამინის დეფიციტისას გაფანტული სკლეროზის, ჰიპერტონიისა და ინსულტის რისკი იზრდება.

2) გახსოვდეთ B ჯგუფის ვიტამინები!

სწორედ ეს ვიტამინებია ერთგვარი სამშენებლო მასალა ჩვენი ნერვული სისტემისთვის და გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. თუ გსურთ მეხსიერების გაძლიერება, ყურადღება უნდა მიაქციოთ B ჯგუფის ვიტამინების შემცველობას.

ეს ვიტამინები უხვადაა შემდეგ პროდუქტებში:

  • ხორცი;
  • ლობიო და ოსპი;
  • რძის პროდუქტები;
  • კვერცხი;
  • ავოკადო;
  • ბანანი.

3) შეინარჩუნეთ თხელი წელი!

მოხდენილი ტანი არა მხოლოდ სილამაზის, არამედ ჯანმრთელობის ნიშანია. ექსპერტების აზრით, 94 სანტიმეტრზე მეტი წელის გარშემოწერილობა – მამაკაცებისა და 80 სანტიმეტრზე მეტი – ქალების ზრდის მრავალი ქრონიკული დაავადების რისკს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიის და ათეროსკლეროზის. ყველა ეს დაავადება ზიანს აყენებს გულსა და სისხლძარღვებს, ასევე ზრდის ინსულტის ალბათობას. შესაბამისად, ჭარბმა წონამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ტვინი გრძელვადიან პერსპექტივაში.

4) ნუ შეწყვეტთ ტვინის ვარჯიშს!

თუ გსურთ სიბერეში კარგი მეხსიერება და ნათელი გონება შეინარჩუნოთ, მიეჩვიეთ მუდმივად რაიმე ახლის სწავლას. იკითხეთ, ამოხსენით კროსვორდები, ისწავლეთ ენები – ერთი სიტყვით, დატვირთეთ თქვენი ტვინი და შეუნარჩუნეთ მას ტონუსი.

5) მიხედეთ საკუთარ თავს!

არ დაგავიწყდეთ არტერიული წნევის პერიოდულად გაზომვა, შაქრისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლძარღვთა ნაადრევ დაბერებამდე მიიყვანთ ორგანიზმს. რაც უფრო ცუდ მდგომარეობაშია სისხლძარღვები, მით ნაკლები ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიეწოდება ტვინს.

6) იკვებეთ სწორად!

რჩევა ბანალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. შეეცადეთ გადახვიდეთ ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე: ჭამეთ, სულ მცირე, სამი ულუფა სრულმარცვლოვანი პროდუქტები ყოველდღიურად, სულ მცირე, ექვსი ულუფა მწვანე ბოსტნეული ყოველ კვირას. ასევე წესად დანერგეთ ხილის ჭამა ყოველდღე და თევზის დღეების მოწყობა კვირაში ორჯერ მაინც. წითელი ხორცი მიიღეთ ზომიერად – არა უმეტეს კვირაში ორჯერ. კვირაში ერთხელ შეგიძლიათ შეიძინოთ ყველი და ჩაროზი. ასევე გადაერთეთ ზეითუნის ზეთზე და შემდეგ თქვენი მენიუ უფრო სასარგებლო გახდება ტვინისთვის.

7) მიაქციეთ ყურადღება ძილის რეჟიმს!

რეგულარული და ჯანსაღი ძილი აძლიერებს იმუნურ სისტემას და „აახალგაზრდავებს“ ტვინს. მათ, ვინც ძილის დეფიციტს არ განიცდის, ინსულტისა და გულის შეტევის რისკი უფრო დაბალი აქვთ. სრულფასოვანი ძილი გვინარჩუნებს მეხსიერებას და კონცენტრაციას.

8) შეეცადეთ გააკონტროლოთ სტრესი

სტრესი ძალიან საზიანოა ჩვენი ტვინისთვის, იწვევს მის ატროფიას და შემცირებას. რა თქმა უნდა, სტრესის ყველა წყაროსგან თავდაცვა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია უარყოფითი ემოციების კონტროლი. სცადეთ ღრმად ამოისუნთქოთ სტრესულ სიტუაციაში, შეიკავოთ სუნთქვა ცოტა ხნით და ამოისუნთქოთ პირით – იგრძნობთ, რომ უკეთესად გახდით.

9) ივარჯიშეთ სუფთა ჰაერზე

ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხოლო სუფთა ჰაერი უზრუნველყოფს ნერვული უჯრედების უკეთ მომარაგებას ჟანგბადითა და საკვებით. განსაკუთრებით სასარგებლოა ტანვარჯიში ღია ცის ქვეშ. ასეთი ჩვევა ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს და ეხმარება ტვინის სისტემებს მობილიზებაში.

10) უკუაგდეთ მავნე ჩვევები

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა. სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები – ეს ყველაფერი ფაქტობრივად კლავს ჩვენს ტვინს. ასე რომ, ტვინის და საზოგადოდ, მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის ნებისყოფის გამოვლენა და დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა მოგიწევთ.