პოზიტიური განწყობა ასაკის მატების მიმართ ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას
გამოჯანმრთელდნენ, როდესაც მათ აქვთ ოპტიმისტური შეხედულება დაბერების შესახებ.
ახალი კვლევის მიხედვით, მსუბუქი კოგნიტური უკმარისობის მქონე ადამიანებს 30 პროცენტით მეტი შანსი აქვთ აღიდგინონ დაკარგული მეხსიერება, როცა დადებითი დამოკიდებულება აქვთ დაბერების მიმართ, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ აქვთ ნეგატიური გრძნობები სიბერის მიმართ.
ახალი კვლევა მიზნად ისახავდა გამოეკვლია, თუ რატომ უმჯობესდება ზოგიერთ ადამიანში მსუბუქი კოგნიტური უკმარისობა, ზოგში კი არა.
მკვლევარებმა გამოიკვლიეს მონაცემები დაახლოებით 1700 ადამიანის შესახებ, რომლებიც საშუალოდ 78 წლის იყვნენ ნორმალური კოგნიტური ფუნქციით ან მსუბუქი კოგნიტური უკმარისობით. ყველა მონაწილის მეხსიერება შეფასდა პერიოდულად.
ზომიერი კოგნიტური უკმარისობის მქონე ადამიანებმა პოზიტიური დამოკიდებულებით საგრძნობლად სწრაფად აღიდგინეს მეხსიერება.
გარდა ამისა, ნორმალური კოგნიტური ფუქნციებისა და პოზიტიური დამოკიდებულების მქონე მონაწილეებს კვლევის დასაწყისში მნიშვნელოვნად ნაკლები ჰქონდათ სუსტი კოგნიტური უკმარისობის განვითარების ალბათობა.
დეპრესიამ და სოციალურმა იზოლაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს კოგნიტურ დაქვეითებას
დეპრესია ასოცირდება სისტემურ ანთებასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური დაქვეითება.
ადამიანები, რომლებსაც დადებითი დამოკიდებულება აქვთ დაბერების მიმართ, უფრო სოციალურები არიან და უფრო მეტად ზრუნავენ საკუთარ თავზე რეგულარული ვარჯიშით, ჯანსაღი კვებით, ვიდრე ისინი, ვისაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვს დაბერების მიმართ. ეს აქტივობები - სოციალიზაცია, ვარჯიში და ჯანსაღი კვება - მნიშვნელოვანი დამცავი რგოლია კოგნიტური დაქვეითებისგან.
ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ გონების სიმახვილე ასაკის მატებასთან ერთად.
კვლევის შედეგებს ემატება მტკიცებულება, რომ აქტივობის შენარჩუნება, კარგად კვება და საზოგადოებასთან სოციალური კავშირების შენარჩუნება ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას წლების განმავლობაში.
ამ ტიპის ატივობები და ჩვევები უფრო ადრეულ და საშუალო ასაკში, ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ადამიანები, რომლებიც სწავლობენ ცხოვრების წესის მოდიფიკაციის უპირატესობებს ტვინის ფუნქციების გასაუმჯობესებლად შუახნის ასაკში, უფრო მეტად ინარჩუნებენ სხეულის და გონების სიჯანსაღეს ასაკის მატებასთან ერთად.