რას გულისხმობს ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდით მკურნალობა და რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გულისხმობს ტვინის ღრმა სტიმულაციის მეთოდით მკურნალობა და რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება ის

ამ ელექტროდებით მიწოდებული ელექტრული იმპულსები არეგულირებს ტვინში წარმოქმნილ არასწორ იმპულსებს ან პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ტვინის განსაზღვრულ უჯრედებზე ან ტვინში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებზე.

ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს მცირე ზომის, კარდიოსტიმულატორის მსგავსი მოწყობილობის განთავსებას გულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ. მოწყობილობა სტიმულების ძალასა და რაოდენობას აკონტროლებს და ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც იწვევენ მოძრაობის დარღვევას და იძლევა მათი კონტროლის საშუალებას.

ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება ისეთი დარღვევების სამკურნალოს როგორებიცაა: პარკინსონის დაავადება, დისტონია, ეპილეფსია, ესენციური ტრემორი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. მკურნალობა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომელთა სიმპტომები მედიკამეტებით ვერ კონტროლდება, გარდა ამისა, კვლევების თანახმად, DBS სტიმულაციის გამოყენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტს მინიმუმ ოთხი წლის განმავლობაში აქვს პარკინსონის დაავადება და მედიკამენტები ნაკლებად ეფექტურია დაავადების კონტროლისათვის.

მედიკამენტებით მკურნალობისგან განსხვავებით ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) საშუალებას იძლევა აკონტროლოთ ისეთი ყოველდღიური აქტივობები, როგორიცაა - წერა, ჩაცმა, ჭამა, შხაპის მიღება.

deep-brain-stimulation-devices-1671095395.png

ოპერაციის პირველ ეტაპზე მღვიძარე ადამიანს თავის ტვინში უნერგავენ ელექტროდებს. პაციენტის სიფხიზლე სტიმულაციის ეფექტების შესამოწმებლად არის საჭირო. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება მხოლოდ სკალპის დასაბუჟებლად გამოიყენება. მომდევნო ეტაპზე კი გულმკერდის ან მუცლის კანის ქვეშ ნერგავენ სტიმულატორს და ტვინში ჩანერგილ ელექტროდებს უკავშირებენ. პაციენტს შეუძლია მისი ჩართვა და გამორთვა სპეციალური დისტანციური მართვის პულტის საშუალებით. გამომდინარე იქიდან, რომ დაავადების სიმპტომები დროთა განმავლობაში უარესდება და ძლიერდება, საჭიროა პერიოდულად ექიმთან ვიზიტი მოწყობილობის მდგომარეობის შეფასებისთვის და დარეგულირებისთვის.

სტიმულაციის გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს: დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება,წონასწორობის დარღვევა, სახის ან მკლავის კუნთების დაჭიმულობა,მხედველობის გაორება, ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესია.

ტვინის ღრმა სტიმულაცია დაავადებას არ კურნავს, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს ჩივილებს და აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას. სიმპტომები ზოგჯერ მთლიანად არ ქრება და მედიკამენტების მიღება მაინც საჭიროა, თუმცა, ტვინის ღრმა სტიმულაციისას აღარ არის აუცილებელი იგივე რაოდენობის მედიკამენტის მიღება.