გარდატეხის ასაკის ნევროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გარდატეხის ასაკის ნევროზი

ამ ასაკში მოზარდი ყველაზე მწვავედ განიცდის, როცა მისი მისწრაფებები ჰარმონიულად ვერ ერწყმის რეალობას. დაუძლეველი წინააღმდეგობა გარდატეხის ასაკის ნევროზის წინაპირობას ქმნის.

ფსიქოემოციური ძვრები განსაკუთრებული სიმწვავით მიმდინარეობს დედისერთა ბავშვებში, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ ოჯახში ერთადერთნი და განუმეორებელნი მეგობართა შორის ასეთივე ადგილს ვერ იმკვიდრებენ.

დამახასიათებელი ნიშნები

ყველაზე ხშირად ეს არის ზოგადი სისუსტე, ანუ ასთენიური სინდრომი, რომელიც გონებრივი და ფიზიკური შრომისას მომეტებული დაღლილობით, ფიზიკური და ფსიქიკური დისკომფორტის მუდმივი შეგრძნებით გამოიხატება.

  • ასთენიური სინდრომი. მოზარდებს ხშირად და უმიზეზოდ ეცვლებათ გუნება, ტირილის სურვილი ეუფლებათ, უქვეითდებათ შრომის უნარი და ყურადღების კონცენტრაცია. ზოგი მეხსიერების დაქვეითებას უჩივის. შესაბამისად, იკლებს აკადემიური მოსწრების დონეც, რაც თვითდამკვიდრების მოსურნე მოზარდს კიდევ უფრო უმძიმებს მდგომარეობას, უჩენს პესიმიზმს, არასრულფასოვნების შეგრძნებას, ურთულებს ურთიერთობას თანატოლებსა და ახლობლებთან.
  • თავის ტკივილი - მრავალი მოზარდი უჩივის თავის მუდმივ ტკივილს, რომელსაც აქვს სხვადასხვა ლოკალიზაცია - შესაძლოა, მოიცვას შუბლი, წარბი, კეფა, მთელი თავი, - ხასიათით კი წნევითი, მოპულსირე ან მქაჩავია. გარეგანი გამღიზიანებლებისადმი მომატებული მგრძნობელობა - მოზარდები ძნელად იტანენ ხმაურს, სკოლის ზარი მათში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ზედმეტად მგრძნობიარენი არიან სინათლის, სუნის, შეხების მიმართ. ამ ფაქტორთა გავლენით უძლიერდებათ თავის ტკივილი, ოფლიანდებიან, უვითარდებათ სისხლძარღვოვანი რეაქციები.
  • ძილის დარღვევა - ძილი ხანმოკლე და მშფოთვარე ხდება. ერთნი სწრაფად იძინებენ, მაგრამ მალევე იღვიძებენ და ხელახლა ჩაძინება უჭირთ, მეორენი კი ძნელად იძინებენ, გამოუძინებლები დგებიან, დღის პირველ ნახევარში მოთენთილები არიან და მხოლოდ მეორე ნახევარში ახერხებენ მობილიზებას. ბევრი ძილში ლაპარაკობს, თუმცა გამოღვიძების შემდეგ არ ახსოვს, რას ამბობდა. ხშირია ძილში სიარული. ზოგი დგება, მაგიდაზე ნივთებს ალაგებს, ჩანთაში აწყობს, რთულ მოძრაობებს ასრულებს. ზოგიერთს აღენიშნება ღამით შარდის შეუკავებლობა, რაც განსაკუთრებით ამძიმებს ისედაც არცთუ სახარბიელი მდგომარეობას.
  • გულ-სისხლძარღვოვანი მოშლილობანი. გარდატეხის ასაკში ხშირია გულის არეში ტკივილი, არცთუ იშვიათად ტკივილს გულის ფუნქციური ცვლილებებიც ახლავს თან. ხშირდება მაჯისცემა, გულში იმატებს ფუნქციური ხმაური, არტერიული წნევა ხშირად იცვლება, ეს ყოველივე იწვევს განგაშის შეგრძნებას და ქმნის საიმისო ნიადაგს, რომ მოზარდს სიკვდილის ან სხვა სახის ფობია გაუჩნდეს.

ამ დროს მშობლები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, მოზარდის თანდასწრებით არ ისაუბრონ გულის დაავადებებზე და ამ მიზეზით გამოწვეულ სიკვდილზე.

  • საჭმლის მომნელებელ სისტემაში აღმოცენებული ცვლილებები - ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, რაც ვლინდება მუცლის ტკივილით, მადის დაქვეითებით, დეფეკაციის დარღვევით. თავს იჩენს გარდატეხის ასაკის ანორექსია, რომელიც განსაკუთრებით ხშირია გოგონებში - ისინი თავს მსუქან და არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევენ და საკვებზე უარს ამბობენ, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ ჭამა საერთოდ აღარ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჭამის სურვილი უკვე აქვთ - ასეთებს სპეციალური მკურნალობა ესაჭიროებათ.

ნევროზის დროს ხელსაყრელი გარემოს შექმნით მოზარდები ყოველგვარი ჩარევის გარეშე გამოდიან მდგომარეობიდან, მაგრამ თუ ეს ცვლილებები გარდატეხის ასაკის დასრულების შემდეგაც (18-20 წელი) შენარჩუნდა, აუცილებელია კვალიფიციური სამედიცინო ჩარევა.

ისტერია და აკვიატებული აზრები

მოზარდებში ხშირია ისტერიკის შეტევები, რომელთა მიზეზად სპეციალისტებს ყურადღების მიპყრობის სურვილი მიაჩნიათ. მოზარდი ყვირის, ტანსაცმელს იხევს, იგლეჯს თმას, ამტვრევს ჭურჭელს, იკბენს ხელებს, იფურთხება, თავს ესხმის უდანაშაულოს... შეტევის ხანგრძლივობა მაყურებელთა რაოდენობასა და რეაქციაზეა დამოკიდებული: რაც უფრო მეტია მაყურებელი და მეტ თანაგრძნობას გრძნობს მათგან მოზარდი, მით უფრო ხანგრძლივია შეტევა. ბევრი შეტევის შემდეგ აღარ იძინებს, იწყებს ჩივილსა და მოთქმა-გოდებას. ზოგიერთი შეტევის დროს რიტმულ განმეორებად მოძრაობებს ასრულებს.

ისტერიული მოზარდებისთვის დამახასიათებელია დამბლები, კონტრაქტურები, მაგალითად, საწოლში ფეხებს თავისუფლად ამოძრავებენ, მაგრამ ვერ დგებიან, ვერ დადიან. თავს იჩენს ვეგეტატიური მოშლილობაც - ბრონქოსპაზმი, რომლის დროსაც არ შეუძლიათ ლაპარაკი, ყლაპვა, აქვთ კრუნჩხვითი ხველა, ისტერიული ღებინება, ჰაერის უკმარისობა, ასთმური შეტევა, სხეულის ტემპერატურის მატება და სხვა. ირღვევა მეტყველებაც. კერძოდ, ხშირია ისტერიული ენის ბორძიკი, რომელიც განსხვავდება ენაბრგვილობის სხვა ფორმებისგან, ისტერიული მუტიზმი - მეტყველების სრული ან ნაწილობრივი უქონლობა (მოზარდი მუნჯდება ან შერჩევითად ლაპარაკობს).

ხშირია აკვიატებული აზრებით გამოწვეული პრობლემებიც - მოზარდი აიკვიატებს ხოლმე არარეალურ, აუსრულებელ სურვილს, რომლის შეუსრულებლობა მასში ძლიერ ფსიქოემოციურ განცდას იწვევს.

გარდატეხის ასაკის ნევროზი ხშირად არასწორი აღზრდის შედეგია. მას ზოგჯერ თავად მოზრდილები - მშობლები, მასწავლებლები, ოჯახის სხვა წევრები ასტიმულებენ, რომლებიც იგნორირებას უწევენ მოზარდის თავისებურებებს, ანგარიშს არ უწევენ მის პიროვნებას. ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი სწორედ ამ ასაკის ფსიქოფიზიოლოგიურ თავისებურებათა ცოდნა და გათვალისწინებაა.