/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ADHD საქართველოში

ADHD საქართველოში
გთავაზობთ საიტის მკითხველის მიერ გამოგზვანილ წერილს, რომელიც მეტად აქტუალურ პრობლემას ეხება.

ამ პრობლემას წერილის ავტორი თავად შეეჩეხა და გადაწყვიტა, აღნიშნული პუბლიკაციით მიეტანა სათქმელი ადრესატამდე.

ვთხოვთ შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებს, გამოეხმაურონ სტატიას და გამოხატონ თავიანთი აზრი ამ თემაზე.

  • ვერ კონცენტრირდები საქმეზე;
  • არ შეგიძლია ადამიანებთან წყნარად საუბარი;
  • მუდმივად წელავ შენი პასუხისმგებლობების შესრულებას;
  • ვერასდროს კითხულობ იმ წიგნს, რომელიც ასე ძალიან გაინტერესებს;
  • სერიალის ყურების დროსაც კი დიდ სირთულეს აწყდები, რადგან ყოველ რამდენიმე წუთში უნდა დააპაუზო და სხვა სტიმულებს დასჯერდე;
  • მუდმივად ადგილს იცვლი, რადგან ერთ ადგილზე მშვიდად ყოფნა შენთვის შეუძლებელია;
  • გამუდმებით ბევრს საუბრობ და ერთდროულად აკეთებ ყველაფერს.

ამ სიმპტომებით თუ იტანჯები, ეს არ არის შენი პიროვნების განუყოფელი თვისებები, რომლებითაც ხალხი უნდა გიცნობდეს, ან რომელთა გამოც მოუსვენარს, გაფანტულს, ბოთეს და სხვა მსგავს ეპითეტებს უნდა იმსახურებდეთ.

საქმე გვაქვს ADHD - თან[1], რომელიც არამხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც ტანჯავს და მათი ცხოვრების ყველა სფეროში უშლის ხელს. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის აშლილობა, რომელიც სამწუხაროდ ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საქართველო, სომხეთი და რუსეთი არ მიიღება სერიოზულად, ნეიროგენეტიკურ დაავადებას წარმოადგენს და მას ამერიკელი ნეირომეცნიერი და მკვლევარი რასელ ბერკლი თავის ტვინის დიაბეტს უწოდებს[2].

თუმცა, ეს პრობლემა, როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულ ადამიანებში, მკურნალობას ექვემდებარება თითქმის ყველა განვითარებულ სახელმწიფოში. მკურნალობის პირველად ფორმას კი ფსიქოსტიმულატორები წარმოადგენს, რომელთა მიზანი ამ შემთხვევაში იმ ნეიროქიმიური დისბალანსის გამოსწორებას ემსახურება[3], რომელიც ADHD-ის სიმპტომებზეა პასუხისმგებელი.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში გონებასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმატებით თუ წარუმატებლად ფსიქოთერაპიით მკურნალობდნენ და ამ პერიოდში გაბატონებული სტიგმა, რომ ადამიანს მენტალური დაავადებები, ფიზიკურისგან განსხვავებით, მხოლოდ ნების ძალით შეუძლია მოაგვაროს, დღემდე ცოცხალია - განსაკუთრებით საქართველოში. თუმცა, ფროიდი მსგავსი მიდგომის ნაკლოვანებას დასაწყისშივე აღნიშნავდა - „ჩვენი (ფსიქოანლიზური) მიდგომის ნაკლოვანებები ალბათ აღმოიფხვრება თუ ჩვენ გვექნება ფსიქოლოგიური ტერმინების/განსაზღვრებების ჩანაცვლების შესაძლებლობა ფიზიოლოგიურით ან ქიმიურით“.[4]

21-ე საუკუნეში მენტალური დაავადებების ნეირობიოლოგიურ საფუძვლებს მეცნიერები დეტალურად იკვლევენ და ამის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ რიგ შემთხვევებში ფარმაკოლოგიური ჩარევა მკურნალობის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. როგორც დიაბეტის მქონე ადამიანი ვერ უბრძანებს პანკრეასს ინსულინის გამოყოფას, ისე ADHD-ით დაავადებული ადამიანი ვერ უკარნახებს ლიმბურ სისტემას - გამოყოს დოფამინი, რადგან ადამიანების გარკვეულ რიცხვში მას გენეტიკური საფუძველი გააჩნია[5][6].

ამას ADHD-ით დაავადებული ხალხი მაშინ ხვდება, როდესაც ყველა იმ პრობლემას მოაგვარებენ, რაც ზოგადად მიჩნეულია უყურადღებობის და პათოლოგიურად დაბალი პროდუქტიულობის მიზეზებად. ესენია: დისციპლინის არქონა, ძილ-ღვიძილის რეჟიმის არევა, სმარტფონებთან დიდი დროის გატარება და ა.შ. თუმცა, მიუხედავად მათი აღმოფხვრისა ადამიანს მაინც რჩება ყველა ის სიმპტომი რომელიც აქამდე ტანჯავდა და მზად არის წიგნის მეხუთე გვერდზე რამდენიმე საათი დაჰყოს.

არაერთი ფართომასშტაბიანი კვლევა სხვადასხვა ქვეყანაში ადასტურებს და ცხადყოფს ფსიქოსტიმულატორების ეფექტურობასა და აუცილებლობას, როგორც პირველადი მკურნალობის საშუალებას ADHD-ის მენეჯმენტში[7][8]. სამწუხაროდ, ფსიქოსტიმულატორთა არც ერთ სახეობას საქართველოში არ არეგისტრირებენ და ექიმებს არ ეძლევათ საშუალება, გამოწერონ აღნიშნული მედიკამენტი. ამის გამო, ქართველებს, რომლებმაც ეს პრობლემა თავისით აღმოაჩინეს, უწევთ მედიკამენტის სხვა ქვეყანაში შეძენა, რაც შესაძლებელია, როგორც თურქეთში, ისევე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში ბელორუსიის გამოკლებით. ეს კი დიდ ხარჯებთან არის ასოცირებული. ამასთან, აღნიშნული მედიკამენტები, რომლებიც აბსოლუტურად ირაციონალური მიზეზებით არ არის რეგისტრირებული ქვეყანაში, ასევე გამოიყენება სხვა პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა დისლექსია ან ნარკოლეფსია. სამწუხაროდ, ადამიანებს, რომელბსაც ჩამოთვლილი პრობლემები აწუხებთ მედიკამენტების მოძიება ქვეყნის გარეთ უწევთ.

არსებობს შეხედულება, რომ აღნიშნული მედიკამენტების აკრძალვა დაკავშირებულია მათ მიერ დამოკიდებულების გამოწვევის საშიშროებასთან. ეს არგუმენტი გაუმართლებელია ორი ფუნდამენტური მიზეზის გამო. პირველი, დამოკიდებულების გამოწვევის პოტენციალი სხვა მედიკამენტებსაც შეიძლება ჰქონდეს, რომლებიც ქვეყანაში იყიდება, მაგრამ ეს ვერ გახდება აკრძალვის მიზეზი, როდესაც ის მკურნალობისთვის არის საჭირო. ამასთან, დამოკიდებულება ან მედიკამენტის ბოროტად მოხმარება დაკავშირებულია მის ექიმის მეთვალყუეროების გარეშე მოპოვებასთან. აღნიშნული მედიკამენტები კი რეცეპტით იყიდება ყველა განვითარებულ სახელმწიფოში. თუმცა, საქმე ბევრად უფრო მძიმედაა, რადგან არსებობს ფსიქოსტიმულატორების ანალოგები, რომლებიც ისეთი მექანიზმებითაა დამზადებული, რაც მათ ნელ მოქმედებას იწვევს მთელი დღის განმავლობაში, რათა არიდებული იქნას დამოკიდებულების საშიშროება. სამწუხაროდ, საქართველოში ამ ანალოგებსაც არ არეგისტრერენ, ისევე, როგორც რუსეთში. გარდა ამისა, ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ვინმე აღნიშნულ მედიკამენტს რეკრეაციული მიზნებით გამოიყენებს, აზრს მოკლებულია, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყანაში, სადაც არაერთი მძიმე ფსიქოტროპული წამალი იყიდება და ქვეყანაში, რომელმაც საბოლოოდ მიაღწია კანაფის დეკრიმინალიზაციას.

მეორე არგუმენტი, რომელიც ამ მედიკამენტების დარეგისტრირების წინააღმდეგ შეიძლება იქნას წაყენებული იუწყება, რომ ქართველ ექიმებს ფსიქოსტიმულატორების გამოწერის და დანიშვნის გამოცდილება არ აქვთ. წარმოდგენა არ მაქვს, ეს არგუმენტად როგორ უნდა ჩაითვალოს, რადგან თუ მედიკამენტი არასდროს არ დარეგისტრირდა, მაშინ გამოცდილებაც ვერ დაგროვდება მის გამოყენებასთან დაკავშირებით. მესამე კონტრარგუმენტი კი მდგომარეობს ქართულ სააფთიაქო სისტემაში არსებულ მედიკამენტში (ატომოქსეტინი), რომელიც წესით და რიგით ADHD-ის სამკურნალოდ გამოიყენება. თუმცა, აღნიშნული მედიკამენტის ეფექტურობა ან მინიმალურია ან საერთოდ არარსებული. ატომოქსეტინის მოხმარება კი მისი აბსოლუტური არაეფექტურობის გარდა, დაკავშირებულია გულის დაავადებების რისკთან; განვითარებულ ქვეყნებში ის მხოლოდ მაშინ გამოიყენება, როდესაც პაციენტს პირველადი ხაზის მედიკამენტებზე, ანუ ფსიქოსტიმულატორებზე, უარყოფითი რეაქცია ექნებათ.

სამწუხაროდ, მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ რეგისტრირდება ეს მედიკამენტები არცერთ ჩამოთვლილ არგუმენტში არ მდგომარეობს, არამედ საქმე გვაქვს მენტალური ჯანმრთელობის მოძველებულ გაგებასთან, რომელიც არ ითვალისწინებს ნეირობიოლოგიურ საფუძვლებს. მიდგომა, რომ ყურადღების დეფიციტი შეიძლება იქნას დაძლეული ნებისყოფით, ისეთივე ცინიკურია, როგორც უსინათლო ადამიანს ურჩიო, რომ ცხოვრების წესის ცვლილებით დანახვა შეძლოს. როდესაც გენეტიკური მუტაციის საფუძველზე თავის ტვინში დოფამინური ნეირონების აქტივობა პათოლოგიურად დაბალია[9] (კონცენტრაციაზე, მოტივაციაზე და მიზანმიმართლ ქცევაზე პასუხისმგებელი ნეიროტრანსმიტერი) ადამიანს უჭირს აღასრულოს ის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რასაც მას სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური და პირადი ცხოვრება სთხოვს. ჩვენ ვებრძოდით და ვაპროტესტებდით სახლმეწიფოს მიერ იმ ადამიანების დასჯას, რომელბიც რეკრეაციული მიზნებით მსუბუქ სუბსტანციებს მოიხმარდნენ, თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე, სამწუხაროდ, ბევრად მძიმედაა, რადგან გამოდის, რომ ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება ეკრძალებათ.

[1] Symptoms of ADHD

[2] Barkley, ADHD, 330.

[3] Stimulants

[4] Freud, Beyond the pleasure principle, 45.

[5] Genetics of ADHD

[6] ADHD-Genetics

[7] Efficacy of Ritalin

[8] Efficacy of LDX

[9] Dopamine - ADHD

ავტორი: ნიკოლოზ აბაშიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი, ბიოლოგიის მიმართულებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Barkley, R. A. (Ed.). (2015). (4th ed.). The Guilford Press

2. Freud, Sigmund, and James Strachey. Beyond the Pleasure Principle. New York: Norton, 1989. Print. Page 48

3. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/11875167/

4. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/15737659/

5. https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK441838/#:~:text=The%20symptoms%20begin%20at%20a,being%20forgetful%2C%20and%20losing%20things.

6. https://jamanetwork.com/journals/jamapediatrics/fullarticle/348224

7. https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK539896/

8. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/10802980/

9. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/12165576/

10. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2958516/#:~:text=Evidence%20from%20brain%20imaging%20studies,of%20inattention8%20and%20impulsivity.&text=There%20is%20also%20increased%20awareness,have%20reward%20and%20motivation%20deficits.

11. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4074363/

12. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6477889/#:~:text=Decades%20of%20research%20show%20that,search%20for%20ADHD%20susceptibility%20genes.

13. https://www.nhs.uk/conditions/attention-deficit-hyperactivity-disorder-adhd/causes/#:~:text=Genetics,likely%20to%20have%20ADHD%20themselves.

14. https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/14709943/

კომენტარები (4)
Suko
ძალიან საჭირო ნაშრომია
თარიღი : 27-06-2022
გ. ზაუტაშვილი
მეტად რელევანტური, თუმცა ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, სრულიად უყურადღებოდ მიტოვებულო საკითხი. ძალიან საინტერესო სტატიაა. იმედია ახლო მომავალში ამ საკითხს სერიოზულად მოჰკოდებენ ხელს.
თარიღი : 27-06-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ADHD საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები