ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნება სხეულში - გაფანტული სკლეროზის ადრეული ნიშნები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ელექტროშოკის მსგავსი შეგრძნება სხეულში - გაფანტული სკლეროზის ადრეული ნიშნები

ეს არის ტვინი, ზურგის ტვინი და მხედველობის ნერვები. დაავადებამ შესაძლოა სხვადასხვა სიმპტომი გამოიწვიოს მთელ სხეულში.

შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება გაფანტული სკლეროზი (MS) ადამიანში.

ზოგიერთ ადამიანს აქვს მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა, დაბუჟება ან/ და ჩხვლეტა კიდურებში. მძიმე შემთხვევებში კი, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს დამბლა, მხედველობის დაკარგვა და მოძრაობის პრობლემები. თუმცა, ასეთი გამოვლინებები, საბედნიეროდ, არ არის ხშირი.

ძნელია, ზუსტად განისაზღვროს, რამდენ ადამიანს აქვს MS-გაფანტული სკლეროზი. ნევროლოგიური აშლილობისა და ინსულტის ეროვნული ინსტიტუტის (NINDS) მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 250,000–350,000 ადამიანი ცხოვრობს MS–ით. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა, რომ ეს რიცხვი 1 მილიონს მიუახლოვდეს.

რა იწვევს გაფანტულ სკლეროზს

მეცნიერებმა ზუსტად არ იციან, თუ რა იწვევს MS-ს, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის აუტოიმუნური დარღვევა, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს). როდესაც ადამიანს აქვს აუტოიმუნური დაავადება, იმუნური სისტემა თავს ესხმის ჯანსაღ ქსოვილს.

MS-ის შემთხვევაში, იმუნური სისტემა უტევს მიელინის გარსს, რომელიც აკრავს და იცავს ნერვულ ბოჭკოებს, რაც იწვევს ანთებას. მიელინი ნერვებს აძლევს ელექტრო სიგნალების სწრაფად და ეფექტურად გატარების საშუალებას.

როდესაც მიელინის გარსი ქრება ან ზიანდება ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში, ვითარდება სკლეროზი.

ის ძირითადად გავლენას ახდენს:

  • ტვინის ღეროზე
  • ნათხემზე, რომელიც კოორდინაციას უწევს მოძრაობას და აკონტროლებს წონასწორობას
  • ზურგის ტვინზე
  • მხედველობის ნერვებზე

ადრეული ნიშნები და სიმპტომები

იმის გამო, რომ MS გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს სხეულის ყველა მოქმედებას, სიმპტომებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე.

MS-ის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

კუნთების სისუსტე: ნერვული დაზიანების გამო ადამიანს შეიძლება განუვითარდეს კუნთების სისუსტე

დაბუჟება და ჩხვლეტა: ქინძისთავის ტიპის შეგრძნება MS-ის ერთ-ერთი ადრეული სიმპტომია და შეიძლება გავლენა იქონიოს სახეზე, სხეულზე ან ხელებსა და ფეხებზე.

ლერმიტის ნიშანი: ადამიანმა შეიძლება განიცადოს ისეთი შეგრძნება, როგორიცაა ელექტროშოკი, რომელიც ცნობილია როგორც ლერმიტის ნიშანი.

შარდის ბუშტის პრობლემები: ადამიანს შეიძლება გაუჭირდეს მოშარდვა. შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა MS-ის ადრეული ნიშანია.

ნაწლავის პრობლემები

დაღლილობა: ამან შეიძლება ადამიანი შრომისუუნარო გახადოს, დაღლილობა MS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.

თავბრუსხვევა

სექსუალური დისფუნქცია: მამაკაცებმაც და ქალებმაც შეიძლება დაკარგონ ინტერესი სექსის მიმართ.

ტრემორი: MS-ის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უნებლიე კანკალი.

მხედველობის პრობლემები: ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მხედველობის ორმხრივი, ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. მხედველობის ნერვის ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი თვალის მოძრაობისას. მხედველობის პრობლემები MS-ის ადრეული ნიშანია.

სიარულის მანერის ცვლილება: MS-ს შეუძლია შეცვალოს ადამიანების სიარულის მანერა კუნთების სისუსტის, წონასწორობის პრობლემების, თავბრუსხვევისა და დაღლილობის გამო.

ემოციური ცვლილებები და დეპრესია: თავის ტვინში დემიელინიზაციამ და ნერვული ბოჭკოების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ემოციური ცვლილებები.

სწავლისა და მეხსიერების პრობლემები: ამან შეიძლება გაართულოს ყურადღების კონცენტრირება, დაგეგმვა, სწავლა, პრიორიტეტების გამოყოფის შესაძლებლობა და სხვა.

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომებია:

თავის ტკივილი

სმენის დაკარგვა

ქავილი

სუნთქვის პრობლემები

კრუნჩხვები

მეტყველების დარღვევები

ყლაპვის პრობლემები

მოგვიანებით ეტაპებზე ადამიანებმა შეიძლება განიცადონ ცვლილებები აღქმასა და აზროვნებაში

მიზეზები და რისკის ფაქტორები

მეცნიერებმა დანამდვილებით არ იციან, თუ რა იწვევს MS-ს, მაგრამ გამოყოფენ რისკ ფაქტორებს:

ასაკი: ადამიანების უმეტესობა დიაგნოზირებულია 20-დან 40 წლამდე.

სქესი: MS-ის ფორმების უმეტესობა ორჯერ უფრო ხშირად ვლინდება ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

გენეტიკური ფაქტორები

მოწევა: მწეველ ადამიანებს უფრო მეტად უვითარდებათ MS. მათ აქვთ უფრო მეტი დაზიანება, ვიდრე არამწეველებს.

ინფექციები

D ვიტამინის დეფიციტი: MS უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც D ვიტამინის ნაკლებობა აქვთ. ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ D ვიტამინის დაბალმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმუნური სისტემის მუშაობაზე.

ავტორი ია რომანაძე