როგორ ავირიდოთ ტვინის დაბერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავირიდოთ ტვინის დაბერება

თავის ტვინის დაბერების შენელება ან სრულად შეწყვეტა მარადიული ახალგაზრდობის მიღწევის იდეალური ელექსირი იქნებოდა.

ადამიანის ტვინს (დაახლოებით 1 კგ მასისას) 100 მილიარდამდე ნეირონი (ნერვული უჯრედი) აქვს, რომლებიც ერთმანეთთან ტრილიონი სინაფსითაა დაკავშირებული. ცხოვრების მანძილზე ჩვენი ტვინი უფრო მეტად იცვლება, ვიდრე ჩვენი სხეულის სხვა რომელიმე ნაწილი.

იმ მომენტიდან, როდესაც ტვინი იწყებს განვითარებას (ორსულობის მესამე კვირიდან), დაბერებამდე მისი რთული სტრუქტურა და ფუნქციები მუდმივად იცვლება.

სიცოცხლის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვის ტვინი ერთ მილიონამდე ახალი ნეირონული კავშირის ფორმირებას ახდენს ყოველ წამში! თავის ტვინის ზომა 4-ჯერ იზრდება სკოლამდელ პერიოდში და 6 წლის ასაკისთვის ზრდასრული მოცულობის 90%-ს აღწევს.

ფრონტალური (შუბლის) წილები პასუხისმგებელია შემსრულებელ ფუნქციებზე, ისეთებზე, როგორებიცაა დაგეგმვა, ოპერატიული მეხსიერება, იმპულსური კონტროლი და სხვა. ფრონტალური წილები არის, ფაქტობრივად, ტვინის ის უბნები, რომლებიც ყველაზე ხანგრძლივად ვითარდება. აღნიშნული პროცესი შესაძლოა 35 წლამდე გაგრძელდეს.

ასაკთან ერთად, ორგანიზმის ყველა სისტემა თანდათანობით ბერდება და სულ უფრო ცუდად ფუნქციობს. ბუნერივია, ეს ტვინსაც ეხება.

საყურადღებოა, რომ ბევრი ადამიანი მეხსიერებასთან დაკავშირებულ გარკვეულ პრობლემებს ადრეულ ეტაპზე, 20 წლის ასაკიდანვე უჩივის, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევს, მაშინ როცა ასაკოვნები ყოველთვის შფოთავენ და ნერვიულობენ მეხსიერების პრობლემებზე, რადგანაც შიშობენ ამ პრობლემის ალცჰაიმერის დაავადებასთან კავშირის გამო.

აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის დაავადება და დემენცია არ წარმოადგენს დაბერების ფიზიოლოგიური პროცესის ნაწილს.

მეხსიერების საერთო ცვლილებები, დაკავშირებული ფიზიოლოგიური დაბერების პროცესთან, მოიცავს:

  • ახალი ინფორმაციის დასწავლის სირთულეს (მეხსიერებაში ახალი ინფორმაციის დაფიქსირებამ შესაძლოა დიდი დრო წაიღოს);
  • მცირე ამოცანობრიობას (ინფორმაციის შენელებულმა დამუშავებამ შესაძლოა გაართულოს პარალელურ ამოცანათა დაგეგმვა);
  • სახელებისა და ნომრების დამახსოვრების პრობლემებს (სახელებისა და ნომრების დამახსოვრება გარკვეულწილად 20 წლის ასაკიდან ქვეითდება);
  • მოვლენებზე მოგონებებს (ინფორმაციის გამოძახება-ამოღებისათვის დამატებითი სასიგნალო სისტემების გარეშე მოგონებანი შესაძლოა დაიკარგოს).

გარკვეული კვლევებით დადგენილია, რომ ასაკოვანი ადამიანების 1/3 უჩივის დეკლარაციული მეხსიერების (ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მოგონებები) პრობლემებს, ამავდროულად, სხვა კვლევები ადასტურებს, რომ 70 წლის ასაკის პირთა 1/5 კოგნიტურ ტესტებს ასრულებს ისევე კარგად, როგორც 20 წლისები.

სადღეისოდ ნეირომეცნიერები ეძებენ პასუხს კითხვაზე, რა განაპირობებს ასეთ განსხვავება-თავისებურებებს და როგორ უნდა აღვუდგეთ ტვინის ასაკობრივ ცვლილებებს.

დადგენილია ტვინის დაბერების დამაჩქარებელი ფაქტორებიც, მაგალითად, საშუალო ასაკში გაცხიმოვნებამ შეიძლება 10 წლით დააჩქაროს ტვინის დაბერების პროცესი. შაქრის ჭარბად მოხმარება და დიეტური სასმელებით გატაცებაც კორელირებს ტვინის სწრაფდაბერებასთან.

სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ასაკთან ერთად თავის ტვინის ფუნქციის შედარებით ნაკლები დაქვეითება ახასიათებთ იმ პირებს, რომლებიც გამოირჩევიან:

  • ნ რეგულარული ფიზიკური აქტივობით;
  • ნ მასტიმულირებელი ინტელექტუალური ღონისძიებების ჩატარებით;
  • ნ სოციალური აქტივობით;
  • ნ სტრესთან კარგად გამკლავებით;
  • ნ ჯანსაღი კვებით;ნ კარგი ძილით.

თანამედროვე ნეირომეცნიერული კვლევებით დემონსტრირებულია ბევრი მეთოდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია თავის ტვინის დაბერების გადავადება. არაერთი საინტერესო კვლევით დადასტურებულია, რომ ამ მეთოდებს შორის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. უფრო კონკრეტულად, საშუალო ინტენსივობის აერობული და რეზისტენტული (ძალისმიერი ვარჯიშები ტრენაჟორების გამოყენებით) ვარჯიშების კომბინაცია, სულ მცირე, 45 წუთის ხანგრძლივობით, კვირაში რაც შეიძლება მეტი დღის განმავლობაში, აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციას 50 წლის და უფროსი ასაკის პირებთან.

მაიამის უნივერსიტეტში (University of Miami) ჩატარებული სხვა კვლევები აჩვენებს, რომ ფიზიკური აქტივობა აფერხებს თავის ტვინის დაბერებას 10 წლით.

ნეიროდეგენერაციულ დაავადებათა გერმანულმა ცენტრმა (მაგდებურგი, გერმანია, German Center for Neurodegenerative Diseases) აჩვენა, რომ მართალია, რეგულარული ვარჯიში ამცირებს თავის ტვინის დაბერების გამოვლინებებს, მაგრამ განსაკუთრებულად ეფექტურია ტვინის დაბერების შეფერხება მოცეკვავეებთან.

თავის ტვინისათვის მეტად სასარგებლოა და მისი დაბერების პროცესს აფერხებს რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრაც. კანადელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ამა თუ იმ მუსიკალურ ინსტუმენტზე დაკვრა ასაკოვნებს ეხმარება კოგნიტურ ცვლილებათა არიდებაში, ასევე სმენის შენარჩუნებაში. კვლევის ფარგლებში დადასტურდა, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის დასწავლა ცვლის ტვინის ტალღებს იმგვარად, რომ უმჯობესდება სმენა და ბგერათა აღქმა. თავის ტვინის აქტივობის ცვლილება მიანიშნებს იმაზე, რომ ტვინი ერთგვარ „გადაწყობას“ განიცდის, რათა დააკომპენსიროს დაავადება და ტრავმები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ხელს უშლის დასახული ამოცანების გადაწყვეტას.

ტვინის სიჯანსაღის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი კომპონენტია დიეტაც. ტვინის დაბერებას აფერხებს ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტების რეგულარულად მიღება.

ისიც ნაჩვენებია, რომ ის ასაკოვნები, რომლებიც იცავენ ხმელთაშუა ზღვის დიეტას, ნაკლებად აწყდებიან მეხსიერების პრობლემებს.

საყურადღებოა ილინოისის შტა­ტის უნივერსიტეტის (University ofIllinois, Sampeini, აშშ) კვლევაც, რომლითაც ნაჩვენებია, რომ საშუალო ასაკის პირებს, რომლებსაც აღენიშნებათ ლუთეინის (ნივთიერება, რომელსაც შეიცავს მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მაგალითად, კომბოსტო, ისპანახი, ასევე კვერცხი, ავოკადო) შედარებით მა­ღ­ალი დონე, ისეთივე ნეირონული რეაქციები აქვთ, როგორიც ახალგაზრდებს.