გულმკერდის რადიკულიტი - ტკივილი ძლიერდება ხველისა და ცხვირცემინებისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულმკერდის რადიკულიტი - ტკივილი ძლიერდება ხველისა და ცხვირცემინებისას

რომელიც ძლიერდება მოძრაობის ან ღრმა ჩასუნთქვის დროს, უპირატესად გულმკერდის გვერდითა ნაწილებს მოიცავს და ვრცელდება ნეკნთაშუა არეებზე, სადაც ნეკნთაშუა ნერვები გადის. ამის გამო გულმკერდის რადიკულიტს ნეკნთაშუა ნევრალგიასაც უწოდებენ. ამ დაავადების დროს, განსაკუთრებით - მის ადრეულ სტადიებში, შეინიშნება კანის მომატებული მგრძნობელობა: ტანსაცმლისა და საბნის შეხებაც კი არასასიამოვნო, შემაწუხებელ შეგრძნებებს იწვევს.

ტკივილი ზოგჯერ შეტევითია, ზოგჯერ კი მუდმივი, ძლიერდება ხველისა და ცხვირცემინების, მოხრისა და მკვეთრი მოძრაობის, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვის დროს.

გულმკერდის რადიკულიტის მთავარი მიზეზი ოსტეოქონდროზია, ანუ მალათაშუა დისკოების დეგენერაციული პროცესი, რის შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესისა და მალათაშუა თიაქრის გამოც აღმოცენდება მეორეული რადიკულიტი - ზურგის ტვინის ნერვთა ფესვების ანთება. აღნიშნული პათოლოგიური პროცესი უმთავრესად იმას ემუქრება, ვისაც ნახევრად მოხრილს ან პოზის შეუცვლელად უწევს მუშაობა, ხანგრძლივად განიცდის დიდ სტატიკურ დატვირთვას ან პროფესიული საქმიანობის გამო მუდამ რყევასა და ჯანჯღარშია.

ბევრს ჰგონია, რომ გულმკერდის რადიკულიტის მიზეზი სიმძიმის აწევა და გაციებაა. ეს მთლად ასე არ არის. გაციება, ჩვეულებრივ, არ იწვევს გულმკერდის რადიკულიტს (დაავადების საფუძველი, როგორც უკვე ითქვა, ხერხემლის გულმკერდის მალებში მიმდინარე დეგენერაციული პროცესი და მათი ანატომიური სტრუქტურის რღვევაა), თუმცა პათოლოგიურ პროცესს აღრმავებს და ტკივილს აძლიერებს. საქმე ის გახლავთ, რომ გაციებისას რეფლექსურად ვითარდება კუნთების სპაზმი. სწორედ ამის ბრალია დაზიანებულ მხარეს ტკივილის გამძაფრება. კუნთების დაჭიმულობა-დაძაბულობას ასეთ დროს სითბო აქრობს. შალის ქსოვილით ან შემთბარი ქვიშით სავსე ტომრით ჩათბუნება ტკივილს ამცირებს და ადამიანს შვებას ჰგვრის.

დიაგნოსტიკა

აუცილებელია ნევროლოგთან მისვლა. გულმკერდის არეში ტკივილი, გარდა რადიკულიტისა, ზოგიერთი შინაგანი დაავადების სიმპტომიც არის. მაგალითად, ამგვარი ტკივილი ახასიათებს პლევრიტს, ფილტვების ანთებასა და გულის დაავადებებს. ამიტომ სანამ თვითმკურნალობას დაიწყებდეთ, კონსულტაციის მიზნით უნდა მიმართოთ ექიმს, თორემ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მიიღოთ.