მიზეზი ნევროზია, არადა პაციენტი ისე წარმოგვიდგენს ჩივილებს, რომ შეიძლება მართლაც ვივარაუდოთ ამა თუ იმ ორგანოს დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიზეზი ნევროზია, არადა პაციენტი ისე წარმოგვიდგენს ჩივილებს, რომ შეიძლება მართლაც ვივარაუდოთ ამა თუ იმ ორგანოს დაავადება

მას ახასიათებს ვეგეტატიური ანუ ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქცია და ორგანიზმის თითქმის ყველა ორგანოს, უმთავრესად კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური დარღვევები. ფუნქციური დარღვევა არის მდგომარეობა, როდესაც, მიუხედავად მრავალფეროვანი ჩივილებისა, ორგანო დაზიანებული არ არის.

სრულიად სხვადასხვა პროფილის ექიმები - თერაპევტები, ნევროლოგები, გინეკოლოგები, ქირურგები და სხვა პეციალისტები - ყოველდღიურად ხვდებიან პაციენტებს, რომელთა ჩივილებიც არა ამა თუ იმ ორგანოს დაავადებასთან, არამედ ვეგეტოსისხლძარღვოვან დისტონიასთან არის დაკავშირებული.

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქცია

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის მქონე პაციენტები ჩივილების მიხედვით პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომელთაც აქვთ ვეგეტატიური ნერვული სისტემის გაღიზიანებით გამოწვეული ზოგადი ნევროზული ჩივილები - გულის ფრიალი, გაძლიერებული გულისცემა, მომატებული ოფლიანობა, კანის სიწითლე, ხელების კანკალი, შიში, შფოთვა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ კონკრეტულად არაფერს უჩივიან.

მეორე ჯგუფს შეადგენენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ არასპეციფიკური, ცვალებადი ჩივილები მთელი სხეულის ტკივილზე ("ყველაფერი მტკივა"), სიცხის შეგრძნებაზე, მომატებულ დაღლილობაზე, მუცლის შებერვაზე. ჩვეულებრივ, ეს ჩივილები ამა თუ იმ დაავადების სიმპტომებს შეესაბამება. სწორედ ასეთი პაციენტების მიმართ იყენებენ ტერმინებს "კარდიონევროზს" ანუ "გულის ნევროზს", და კოსტას სინდრომს, კუჭის ნევროზს, ვაზომოტორულ ნევროზს, გულის რიტმის ფსიქოგენურ დარღვევას და ასე შემდეგ.

სომატოფორმული ავტონომიური დისფუნქციის დროს პაციენტი ისე წარმოგვიდგენს ჩივილებს, რომ შეიძლება მართლაც ვივარაუდოთ ამა თუ იმ ორგანოს დაავადება. ჩვეულებრივ, ეს ეხება იმ სისტემებს, რომელთა ფუნქციობა მნიშვნელოვანწილად ნენერვული სისტემის მიერ კონტროლდება.

ასეთებია გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი და ნაწილობრივ შარდსასქესო სისტემები. დაავადების კლინიკურ სურათს ახასიათებს სიმპტომების ხანგრძლივი, უწყვეტი არსებობა ან მათი შესუსტება-გაძლიერება. სომატოფორმული ავტონომიური დისფუქციის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ჩივილების არსებობისას შესაძლოა დაისვას გულის ნევროზის, და კოსტას სინდრომის, ნეიროცირკულატორული დისტონიის დიაგნოზი.

წაიკითხეთ სრულად