რა ფაქტორები ზრდის ინსულტის რისკს
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინსულტი წარმოადგენს მდგომარეობას, რომელიც ვითარდება ტვინისკენ სისხლის მოდინების უეცარი გართულების შედეგად. აღნიშნული დაავადება მთელ მსოფლიოში ადამიანების სიკვდილიანობისა და ინვალიდობის ერთერთი ძირითადი მიზეზია.
მკვლევარებმა გამოარკვიეს, რომ მრისხანება წარმოადგენს ინსულტის პოტენციურ ტრიგერს. სავარაუდოდ, შეტევა ადამიანს უვითარდება ბრაზის აფეთქებიდან ან ემოციური მოშლილობიდან ერთი საათის განმავლობაში. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ყოველი მე-20 პაციენტი ინსულტის განვითარებამდე ასრულებდა მძიმე ფიზიკურ სამუშაოს. მძიმე ფიზიკური დატვირთვა ჰემორაგიული ინსულტის განვითარების რისკს 60%-ით ზრდის.
მეცნიერების განცხადებით, მათ განიხილეს ორი ტრიგერი. კვლევამ აჩვენა, რომ მრისხანება ან ემოციური მოშლილობა დაკავშირებულია ინსულტის რისკის დაახლოებით 30%-ით მატებასთან.