მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობა ყოველთვის პათოლოგიის მაჩვენებელია და უმთავრესად თავის ტვინში სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობა ყოველთვის პათოლოგიის მაჩვენებელია და უმთავრესად თავის ტვინში სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს

მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობა ყოველთვის პათოლოგიის მაჩვენებელია და უმთავრესად თავის ტვინში სიმსივნის არსებობაზე მიუთითებს, თუმცა ტერმინი "მოცულობითი წარმონაქმნი" შესაძლოა გამოყენებულ იქნეს თავის ტვინის აბსცესის (ჩირქგროვის) და ჰემატომის აღსანიშნავადაც.

- რომელი კლინიკური ნიშნები ავლენს თავის ტვინში მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობას?

- თავის ტვინში მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობა, ბუნებრივია, განსაზღვრული სიმპტომებით ვლინდება. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, მომატებული ქალასშიდა წნევის ნიშნები უნდა დავასახელოთ. მოგეხსენებათ, თავის ტვინი დახურულ სივრცეში - თავის ქალაშია მოთავსებული. ტვინში იმ წარმონაქმნის აღმოცენება, რომელსაც გარკვეული მოცულობა უჭირავს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს წნევის მატებას. ქალასშიგა წნევის მომატებას ანუ ინტრაკრანიულ ჰიპერტენზიას, უპირველეს ყოვლისა, ახასიათებს თავის ტკივილი, რომელსაც ერწყმის გულისრევის შეგრძნება და პირღებინება.

ამ სიმპტომების ერთობლივი არსებობა ნიშანია იმისა, რომ დავიწყოთ პაციენტის გამოკვლევა, რათა დროულად დავადგინოთ მათი აღმოცენების მიზეზი. მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის თვალის ფსკერის დათვალიერებაც, რასაც ოფთალმოლოგი აკეთებს. ინტრაკრანიული ჰიპერტენზია აუცილებლად აისახება თვალის ფსკერზე და ვლინდება მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპების ნიშნებით.

დაავადების საწყის ეტაპზე, ვიდრე ახალწარმონაქმნი ქალასშიგა წნევის მომატებას გამოიწვევს, თავს იჩენს თავის ტვინის დაზიანების ან კომპრესიის (ზეწოლის) სიმპტომები. საზოგადოდ, თავის ტვინის ყოველ უბანს და სტრუქტურას კონკრეტული ფუნქცია აქვს. დაზიანების ან კომპრესიის გამო შესაბამისი ფუნქცია ან გამოვარდება, ან ანომალიურ ხასიათს იღებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, თავის ტვინის განსაზღვრული უბნები განაგებენ მოძრაობის, მგრძნობელობის, წონასწორობის, მეხსიერების, ემოციური სფეროს, ქცევის ფუნქციებს. შესაბამისად, ტვინის განსაზღვრული უბნის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის დარღვევა (მაგალითად, სისუსტე და ძალის დაქვეითება კიდურებში), მგრძნობელობის მოშლა (პაციენტი ვეღარ გრძნობს განსაზღვრულ უბანზე შეხებას ან აქვს დაბუჟების შეგრძნება), წონასწორობის დარღვევა (ბარბაცი, სიარულის გაძნელება).

რიგ შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ზეწოლა თავის ტვინის ნერვებზე, რაც მათი ფუნქციის დაზიანებით გამოვლინდება. მაგალითად, შესაძლოა დაქვეითდეს ყნოსვა, მხედველობა, სმენა და ასე შემდეგ. თავის ტვინის მოცულობითმა წარმონაქმნმა შესაძლოა გამოიწვიოს გულყრების განვითარება.

მოცულობითი ახალწარმონაქმნის არსებობისას ხშირია თავის ტვინის გარსების გაღიზიანების ნიშნებიც. თავის ტვინის გარსებზე ზეწოლა იწვევს თავის ტკივილს, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია. სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ მოცულობითი ახალწარმონაქმნების არსებობისას თავის ტკივილის უშუალო მიზეზი სწორედ ტვინის გარსების გაღიზიანებაა.

როცა მოცულობითი წარმონაქმნი საკმაოდ დიდია და ინტრაკრანიული ჰიპერტენზია ანუ ქალასშიგა წნევის მომატება ვითარდება, თავის ტკივილი შესაძლოა მცირე ინტენსივობისა იყოს, მაგრამ ტვინის გარსების გაღიზიანება ძლიერ ტკივილს იწვევს.