კოვიდ19 და ნევროლოგიური დარღვევები - დიაგნოზის დასმიდან პირველ 30 დღეს კოვიდთან ასოცირებული ინსულტის განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდ19 და ნევროლოგიური დარღვევები - დიაგნოზის დასმიდან პირველ 30 დღეს კოვიდთან ასოცირებული ინსულტის განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია

- რამდენად ხშირია კოვიდ19-ის შემდგომ ნევროლოგიური ჩივილები?

- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, კოვიდ -19-ის შემდგომ ნევროლოგიური გართულებების რიცხვი მერყეობს 69-80%-ის ფარგლებში, რაც საკმაოდ დიდი ციფრია. განსაკუთრებით საშიშ პერიოდად ითვლება დიაგნოზის დასმიდან პირველი 3 თვე.

- რა სახის ნევროლოგიურმა გართულებებმა შეიძლება იჩინოს თავი კოვიდის შემდგომ?

- შეიძლება დაფიქსირდეს ისეთი ნევროლოგიური დიაგნოზები, როგორიცაა:

  • ინსულტი, როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული;
  • პოლი და მონონეიროპათიები (ერთი ან მრავლობითი ნერვების დაზიანება);
  • ძილის დარღვევები;
  • სხვადასხვა ტიპის შფოთვითი აშლილობები;
  • დეპრესია და სხვა.
  • აღარ ვსაუბრობ ძირითად გართულებებზე როგორიცაა: თავის ტკივილი, ანოსმია - ყნოსვის დაკარგვა და აგევზია - გემოვნების დაკარგვა.

-კიდურების სისუსტე და დაბუჟება თუ შეიძლება დაგვიტოვოს კორონავირუსულმა ინფექციამ და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, რას მოიაზრებს მკურნალობა?

- კორონავირუსის შემდეგ აღნიშნული ჩივილი შეიძლება უკავშირდებოდეს რამდენიმე მიზეზს, უშუალოდ ვირუსის შემდგომ პოლინეიროპათიას ან სტაციონარში ხანგრძლივი წოლით გამოწვეულ კუნთთა მეორად სისუსტეს. ყველა შემთხვევაში პაციენტი უნდა იქნას შეფასებული ნევროლოგის მიერ, საჭიროებისას დაენიშნოს მედიკამენტური მკურნალობა და დაიწყოს სარეაბილიტაციო თერაპია, ფუნქციური აღდგენისათვის.

- რამდენად გავრცელებულია კოვიდთან ასოცირებული ინსულტი?

-მწვავე პერიოდში, ანუ დიაგნოზის დასმიდან პირველ 30 დღეში, აღნიშნული მდგომაროების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმატებს კოაგულოგრამაში გამოხატული ცვლილებების შემთხვევაში, ან თანმხლები დაავადებებისას, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი , სიმსუქნე, გ.ი.დ.

sofo-1638181067.jpg

-ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პოსტკოვიდური სიმპტომია - რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნორმალური ყნოსვა და გემოვნება დავიბრუნოთ?

- აღდგენის პერიოდი ინდივიდუალურია და მერყეობს 2 კვირიდან -6თვემდე და მეტი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი სტატისტიკური მონაცემებით ვირუსის ყველა გამოვლინებასთან დაკავშირებით).

აქაც ერთვება სარეაბილიტაციო თერაპია, რაც გულისხმობს ყნოსვისა და გემოვნების რე-ტრენირებას, პირველ ეტაპზე ვიწყებთ ყნოსვით.

  • გამოიყენება სხვადასხვა ტიპის არომატები ხანმოკლე ექსპოზიციით, ისეთი, როგორიცაა მაგ. ვარდის სურნელოვანი ზეთი, ლიმონი ( თუ არ გაქვსთ ალერგია ციტრუსებზე), ჩაი და სხვა.
  • ვარჯიში მოიცავს დღეში 2-3 ეპიზოდს, ხანგრძლივობით 15-წამიანი დაყნოსვა თითო ნესტოს დახურვით ერთი რომელიმე არომატის, შემდეგ შესვენება 10-15 წამი და შემდეგი არომატის დაყნოსვა.
  • ერთ ვარჯიშზე შეიძლება გამოიყენოთ 3-5 არომატი. არ შეგეშინდეთ თუ პირველ ეტაპზე სურნელს ვერ იგრძნობთ, ეს ნორმალურია, დასწავლა ხდება თანდათანობით.

-პოსტკოვიდური თავის ტკივილი რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს და როგორ უნდა ვმართოთ შემაწუხებელი ჩივილი?

- შესაძლო საკმაოდ ხანგრძლივად გაგრძელდეს, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, დაუკავშირდით დროულად ექიმს, რადგანაც ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების ხშირმა მიღებამ თავად შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის გახშირება.

აუცილებელია სითხის სათანადო რაოდენობის მიღება, ძილის რეჟიმის დაცვა, ნორმირებული ფიზიკური დატვირთვა ( ვირუსის გადატანიდან პირველ პერიოდში დატვირთვა უნდა იყოს მინიმალური და თანდათანობით, როგორც ფიზიკური ასევე გონებრივი).

-რაც შეეხება მეხსიერებას, თუ ახდენს კოვიდი მასზე ზეგავლენას?

- დიახ, საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით პაციენტებში პოსტ-კოვიდური შფოთვითი აშლილობით.

- დღესდღეობით როგორ ხდება პოსტკოვიდური სიმპტომების მკურანლობა და რამდენად არის სპეციალისტის ჩართულობა მნიშვნელოვანი?

– ნებისმიერი მსგავსი გართულების შემთხვევაში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა განისაზღვროს სათანადო მედიკამენტური დანიშნულება, ასევე მნიშნელოვანია დროულად ჩავრთოთ სარეაბილიტაციო თერაპია დაკარგული ფუნქციის აღდგენისათვის.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსულმა ინფექციამ უსიამოვნო ჩივილები დაგვიტოვა?

–დროულად მიმართეთ ექიმს, რათა არ დაგვიანდეს არსებული სიმპტომების მკურნალობა, დაიწყეთ სარეაბილიტაციო თერაპია სპეციალისტის მეთვალყურეობით.

რადგანაც, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, პოსტ-კოვიდური პერიოდისას საჭიროა სიფრთხილე ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას.