ბრიტანელმა მედიკოსებმა 40 წლის ასაკის პირებში ჭკუასუსტობის ადრეული ნიშნები დაასახელეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრიტანელმა მედიკოსებმა 40 წლის ასაკის პირებში ჭკუასუსტობის ადრეული ნიშნები დაასახელეს

პირველი სახიფათო სიმპტომი არის მხედველობასთან დაკავშირებული სიმპტომები, რომლის გამოც პაციენტს აღენიშნება ობიექტების შეცნობის სირთულეები. განვითარებადი ჭკუასუსტობის კიდევ ერთ სიმპტომს წარმოადგენს აფაზია, მდგომარეობა, როდესაც ადამიანს არ შეუძლია სწორი სიტყვების შერჩევა აზრის გადმოსაცემად.

პიროვნების და ქცევის ცვლილება ასევე წარმოადგენს ალცჰაიმერის დაავადების ადრეულ სიმპტომებს, თუმცა მათი შემჩნევა ძალიან რთულია. ხშირად ასეთი ადამიანები უხასიათოდ, გაღიზიანებულები არიან, კარგავენ ინტერესს იმ საქმიანობისადმი, რომელიც ადრე უყვარდათ.

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ დემენციის ნაადრევი გამოვლინების მიზეზები წარმოადგენს ცხოვრების წესისა და გენეტიკური ფაქტორების ერთობლიობას. სიგარეტის, ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება, ცხოვრების მჯდომარე წესი, არაჯანსაღი საკვები, ქოლესტერინის მაღალი დონე - წარმოადგენს ჭკუასუსტობის გამოვლინების მაპროვოცირებელ ფაქტორებს.