რა არის დეპრესიის ძირითადი მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის დეპრესიის ძირითადი მიზეზები

დეპრესია, შფოთვა და პოსტტრავმული სტრესული მოშლილობა შეძლება გახდეს გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების მიზეზი.

მათი განცხადებით, დღეისათვის დეპრესიის ძირითადი მიზეზების ბოლომდე გაშიფვრა შეუძლებელია. მკვლევარები ფიქრობენ, რომ დათრგუნული მდგომარეობა შეიძლება გამოვლინდეს ბიოლოგიური, ეკოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორების გამო.

ფსიქიატრმა მარკ პოლაკმა (Mark Pollack) დეპრესიის ძირითად სიმპტომები დაასახელა: ნაღვლიანობა ან ღელვა, იმ საქმიანობაზე უარის თქმა, რომელიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანს, უძილობა, მადის დაკარგვა ან პირიქით ჭარბი მადა, კუჭის არეში ტკივილი, ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, კონცენტრაციის, მეხსიერების პრობლემები, გადაწყვეტილების მიღების გართულება, მუდმივად დაღლილობის, უსუსურობის, დანაშაულის შეგრძნება.

ფსიქიატრის განცხადებით, ადამიანები მიდრეკილები არიან დეპრესიისადმი მთელი რიგი ფაქტორების გამო, რომელთაგანაც საყურადღებოა: ტვინის ფუნქცია, ოჯახური ანამნეზი, სტრესული ცხოვრებისეული მოვლენები, არასახარბიელო სოციალური პრობლემები, როგორიცაა სიღარიბე, სამედიცინო პრობლემები.