Covid-დაავადების შემდგომი, ე.წ. პოსტკოვიდური ასთენია და ნოოფენის როლი მისი მკურნალობისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Covid-დაავადების შემდგომი, ე.წ. პოსტკოვიდური ასთენია და ნოოფენის როლი მისი მკურნალობისას

პაციენტთა დიდი ნაწილი დაავადების მიმდინარეობისა და მისი გადატანის შემდეგაც სასიცოცხლო ძალთა (უპირველესად, ფიზიკურ ძალთა) განლევას, სისუსტეს, მოდუნებულობას უჩივის. ადამიანს შესაძლოა აღენიშნებოდეს ხშირი თავის ტკივილი, დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილის დარღვევა, ყურადღებისა და მეხსიერების გაუარესება, მომატებული გაღიზიანება, გუნება-განწყობის ცვალებადობა, მომატებული მგრძნობელობა ხმაურისა და კაშკაშა სინათლისადმი.

ყოველივე ეს ასთენიური სინდრომის გამოვლინებებია. სწორედ ამ სინდრომის თავისებურებებსა და ჩოვიდ-გადატანილ პაციენტებთან გამოხატულ სიმპტომებზე გვესაუბრება აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ია რუხაძე:

- ქალბატონო ია, რას გვეტყვით ე.წ. პოსტკოვიდურ ასთენიაზე, რა სინდრომია ეს და როგორ გამოიხატება?

- ახალი კორონავირუსის მოქმედების დიაპაზონი ჯერ კიდევ ამოუცნობია. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით პანდემიის შუაგულში. ჩატარებული და მიმდინარე კვლევები, ასევე გამოქვეყნებული კლინიკური შემთხვევების ანალიზი ცხადყოფს, რომ ვირუსი იწვევს მულტისისტემურ დაზიანებას. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოვლენილ ნევროლოგიურ სინდრომებს, როგორც ინფექციის მწვავე ფაზაში, ასევე ე.წ. პოსტკოვიდურ პერიოდში.

პოსტკოვიდური დაზიანებები იმდენად ხშირია, რომ რიგ ქვეყნებში უკვე შექმნილია და იქმნება ამ სინდრომების მართვის კლინიკები. დადებულია კვლევებისა და მართვის პროტოკოლები გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად. რაც შეეხება ასთენიურ სინდრომს, Asthenia – ბერძნული სიტყვაა და სისუსტეს, უძლურებას ნიშნავს. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სინდრომია როგორც ვირუსის მწვავე მიმდინარეობის დროს, ასევე პოსტკოვიდურ პერიოდში.

ეს სინდრომი, საზოგადოდ, ბევრ ვირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ ახალი კორონავირუსის შემთხვევაში განსაკუთრებულ სიმძაფრეს და აქტუალობას იძენს. ის შეიძლება ჩაითვალოს ვირუსის ტოქსიკური ეფექტის გამოვლენად და ხასიათდება ზოგადი საერთო სისუსტით, გუნება-განწყობის დაქვეითებით, დაღლილობით, გამოფიტვით, მომატებული გაღიზიანებით. ამ დროს გამოფიტვის ან ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობის დაქვეითების შეგრძნება, პრაქტიკულად, პერმანენტულია.

- როგორ შეაფასებდით, ეს გართულება უფროა თუ ნარჩენი მოვლენა?

- ასთენიური სინდრომი შეიძლება განვითარდეს კორონავირუსული ინფექციის მწვავე ფაზაშიც და გაგრძელდეს ან ჩამოყალიბდეს მწვავე პერიოდის დასრულების შემდეგაც. ამიტომ, შესაძლოა განვიხილოთ როგორც ნარჩენ მოვლენად, ისე - გართულებად.

- Covid 19-ით დაავადებულ ყველა პაციენტს უვლინდება ასთენია?

- ასთენიური სინდრომის გამოვლენა ძალზე ხშირია, შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა პაციენტთან გვხვდება, განსაკუთრებით მაღალია მისი სიხშირე საშუალო და მძიმე ფორმების დროს, თუმცა ხშირად, მსუბუქად მიმდინარე კოვიდინფექციის დროსაც, შესაძლოა, ერთადერთი გამოვლენილი სინდრომი იყოს._ რა განასხვავებს პოსტკოვიდურ ასთენიას, საზოგადოდ, ასთენიისგან, არის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშნები?

- საზოგადოდ, ასთენია შეიძლება იყოს ფუნქციური (მწვავე ინფექციური დაავადების, სტრესის, ტრავმის შემდგომ) შემთხვევათა 55%-ში, დანარჩენ დროს ის ორგანულია და უკავშირდება რომელიმე ქრონიკულ დაავადებას. კოვიდინფექციის დროს განვითარებული ასთენიური სინდრომი ძირითადად არ განსხვავდება სხვა ვირუსული ინფექციებისას განვითარებული ასთენიური სინდრომებისგან. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არსებული სტრესული გარემო კიდევ უფრო ამძაფრებს და ახანგრძლივებს კოვიდინფექციასთან ასოცირებულ ასთენიურ სინდრომს. ახალი ვირუსი გამოირჩევა არაპროგნოზირებადი კლინიკური ეფექტებით და მისი დღევანდელი შეფასება მხოლოდ უკვე არსებული კვლევის შედეგებს ან ცალკეული კლინიკური შემთხვევების ანალიზს ეყრდნობა.

- რას ურჩევთ მოსახლეობას მკურნალობისა და პრევენციისთვის?

- ცნობილია, რომ, როგორც დაავადება, ასთენია არ არის სერიოზული დარღვევა. ასთენიის მართვა მოიცავს რამდენიმე აუცილებელ რგოლს. ესენია:

  • ძირითადი დაავადების მკურნალობა;
  • ძილ-ღვიძილის რეჟიმის რეგულაცია;
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა (რაც განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით);
  • კვების რაციონის შერჩევა;
  • მედიკამენტური მკურნალობა (ადაპტოგენები, ნოოტროპები, სედაციური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები, B ჯგუფის ვიტამინები, ამინმჟავები და მიკროელემენტები).

download-1637146262.jpg

ნოოტროპების ჯგუფიდან სწორედ ასეთი პრეპარატია ნოოფენი. ნოოფენი მონაწილეობს მოტორული აქტივობის რეგულაციაში, ემოციური ქცევის ფორმირებაში, თავის ტვინის უმაღლესი ინტეგრაციული ფუნქციების განხორციელებაში, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა მედიატორებთან ურთიერთქმედებაში.

როგორც თავის ტვინის ქსოვილის პროდუქტი, გამა-ამინოერბოს მჟავა ზეგავლენას ახდენს გლუკოზის ტრანსპორტირებასა და უტილიზაციაზე, სუნთქვასა და ჟანგვით ფოსფორილირებაზე, ენერგიის მთავარი წყაროების მეტაბოლიზმზე, მონაწილეობს ოსმოსური პროცესების რეგულაციაში.

ამდენად, ნოოფენს აქვს შემდეგი თერაპიული ეფექტები: ანტიასთენიური, ვეგეტომასტიმულირებელი, ნოოტროპული, ანქსიოლიტური და რაც მნიშვნელოვანია, ასთენიურ და ემოციურად ლაბილურ პაციენტებთან თერაპიის პირველივე დღეებიდანვე აუმჯობესებს სუბიექტურ თვითშეგრძნებას, ინტერესების გამოხატვას და ინიციატივას, ზრდის ფიზიკურ აქტივობას სედაციის ან აგზნების გარეშე. ინიშნება 250-500 მგ/დღე-ღამეში, 2-3 კვირიდან 4-6 კვირამდე.