როგორ გავარჩიოთ გულის ტკივილისგან ნეკნთაშუა ნევრალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავარჩიოთ გულის ტკივილისგან ნეკნთაშუა ნევრალგია

ამ შეგრძნების გულის ტკივილისგან გარჩევა ადვილია:

ნევრალგია ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლისას, ასევე - გულმკერდის მოძრაობისას. გულის ტკივილი არც ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას იცვლება, არც გულმკერდის მოძრაობისა თუ პოზის შეცვლისას. მას შეიძლება ახლდეს გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება ან დაცემა.

როგორც წესი, გულის ტკივილს ხსნის ნირტოგლიცერინი. ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტის ან გაღიზიანების მიზეზი ნეკნთაშუა სივრცის დეფორმაციაა. ის შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის არის ტრავმამ (ძველმაც კი), კუნთების მეტისმეტმა დაჭიმვამ, ხერხემლის გამრუდებამ, გულმკერდის არეში ხერხემლის თიაქარმა.

ნეკნთაშუა ნევრალგია წარმატებით იკურნება. მკურნალობის ამოცანაა კუნთების, ნეკნების, მალათაშუა დისკის მხრიდან ნერვზე ზეწოლის მოხსნა. მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მანუალური თერაპია. ტკივილის ჩაცხრობის მიზნით გაღიზიანებული ან მიჭყლეტილი ნერვის არეში შეჰყავთ ანტიბიოტიკი (ინექცია ან ელექტროფორეზი).

ექიმი წინასწარ ადგენს ადგილს, სადაც ნერვია მიჭყლეტილი და იქ შეჰყავს წამალი. ეფექტი ინექციიდან რამდენიმე წუთში ხდება აშკარა და სამ კვირას გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვარჯიშებითა და მანუალური თერაპიით ნერვის მიჭყლეტის მიზეზის მკურნალობა მიმდინარეობს.