კომპიუტერის ეკრანზე მიჯაჭვულობა და ბავშვთა ნევროლოგიური პრობლემები პანდემიის პირობებში - რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპიუტერის ეკრანზე მიჯაჭვულობა და ბავშვთა ნევროლოგიური პრობლემები პანდემიის პირობებში - რჩევები მშობლებს

- რამდენად აისახა პანდემია და მასთან დაკავშირებული ცხოვრების წესი ბავშვთა ჯანმრთელობაზე?

- რა თქმა უნდა, პანდემია და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები აისახა ბავშვების ცხოვრების წესზე და შესაბამისად, მათ ჯანმრთელობაზეც.

ხანმოკლე, პატარ-პატარა სტრესული გადახვევები ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრების წესიდან ტიპიურად განვითარებადი ორგანიზმისთვის შესაძლებელია, პირიქით, რაღაც ეტაპზე სასარგებლოც იყოს.

თუმცა, პანდემია მეტისმეტად უხეშად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და მეტისმეტად გახანგრძლივდა დროში

-კონკრეტულად რომელი ტიპის შეზღუდვა აღმოჩნდა ყველაზე მეტად ზიანის მომტანი ბავებისთვის?

-ეს არის მობილობის შეზღუდვა, ანუ მოტორიკის, მოძრაობის თვალსაზრისით, ბავშვებს არეალი მეტ-ნაკლებად შეეზღუდათ, ასევე - სოციალიზაციის შეზღუდვა, ანუ „გამარტოებულები“დავრჩით ყველა, მათ შორის ბავშვებიც.

- რამდენად გაიზარდა გაჯეტების მოხმარება და ზოგადად ეკრანზე მიჯაჭვულობა ამ პირობებში?

-რა თქმა უნდა, გაიზარდა. გაჯეტების გართობის მიზნით გამოყენებას, დაემატა სასკოლო ასაკის ბავშვებში მათი დამატებითი სავალდებულო მოხმარებაც, ვინაიდან საგანმანათლებლო პროცესი მთლიანად გაჯეტების მოხმარებაზე გახდა დამოკიდებული.

  • ვირტუალური სამყარო გარკვეულ ილუზიას ქმნის, რეალობიდან გაქცევის, შენთვის სასურველ გარემოში გადაშვების, ბედნიერების ილუზიას. რეალურ სამყაროში იგივე ხარისხის ბედნიერების მოსაპოვებლად გვჭირდება გაცილებით მეტი შრომის და ბრძოლის ჩადება, ვიდრე ვირტუალურად, ეკრანის რამდენიმე ჩამოსქროლვამ შეიძლება მოგვანიჭოს.

შესაბამისად, მიჯაჭვულობა გაიზარდა. ვიღლებით და შვებას ვეძებთ ისევ გაჯეტებში.

-როგორ უნდა ამოვიცნოთ ჯანმრთელობის პრობლემასთან გვაქვს თუ არა საქმე? რა სიმპტომზე უნდა გაამხავილოს მშობელმა ყურადღება?

- ერთ-ერთი სიმპტომია უკვე არსებული ჩვევების, პრიორიტეტების, ღირებულებების მეტისმეტად მკვეთრად, სტაბილურად შეცვლა. ასევე საყურადღებოა, როდესაც ბავშვი იწყებს გაპროტესტებას - ის, რაც ადრე მოსწონდა, ახლა აღარ მოსწონს. ადრე უფრო მონდომებული იყო, ახლა - აღარ და მთლიანად გადაერთო ძალიან ადინამიურ, პასიურ გართობასა და თამაშზე.

საყურადღებოა, არასპეციფიკური სინდრომი - ადრეც შეიძლება დაუწუწუნია თავის ტკივილზე, თუმცა ახლა მოუხშირა. თავის ტკივილის ფონზე ადრე გავახალისებდით, გადავატანინებდით ყურადღებას, რაც ბოლო დროს ვეღარ ხერხდება. ადრე აქტიური დასვენებისკენ უფრო იყო მომართული, ახლა ესეც ეზარება.

მაგიდასთან ჯდომით დაიღალა, მაგრამ მაინც არ უნდა ადგომა. ადრე უფრო გვთხოვდა დროის ერთად გატარებას, მაგრამ ახლა - აღარ. შეიცვალა ძილის ჩვევა, გაჩნა კვებასთან დაკშირებული პრობლემები, მაგალითად ულუფა მეტისმეტად გაიზარდა, ან შემცირდა.

როდესაც მსგავსი სიმპტომები იჩენს თავს და გახანგრძლივდება, სტაბილურ ხასიათს მიიღებს, უკვე საჭიროა სპეციალისტს მიმართოთ.

-როგორ დავიცვათ ბავშვები, როგორ ავარიდოთ საფრთხეები?

- ასაკობრივი ჭრილი გასათვალისწინებელია. თუმცა, რომ შევაჯამოთ, აუცილებელია, როგორმე დავაბალანსოთ ბავშვების უმოძრაო და მოძრავი ცხოვრების წესი.

გადავთვალოთ დაახლოებით რა დროის გატარება უწევთ უძრავ პოზიციაში (მაგ: გაკვეთილები) და როგორმე ეს დრო დავაბალანსოთ აქტიური თამაშებით. გაკვეთილებს შორის დასვენებები გამოვიყენოთ, რომ როგორმე მოტორული აქტიობებით დავტვირთოთ (წყალი ადგილზე კი არ დავუდგათ, ვაიძულოთ, რომ გავიდეს სამზარეულოში. ყველაფერი ახლოს კომფორტულად არ უნდა ჰქონდეს, ცოტა მოშორებით სჯობს. ეს დაგვეხმარება, ვაიძულოთ, რომ ადგეს, ცოტა მხრებში გაიშალოს.)

რაც შეეხება წამოწოლილ მეცადინეობას, ეს მეორე უკიდურესობაა. ეს ჩვევა უნდა დავივიწყოთ და ჩავანაცვლოთ მოტორული აქტივობებით. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მეტისმეტი აქტიობის განხორცილებისთვის არც გონება და არც ორგანიზმი არ არის მზად.

ძვალ-სახსართა სისტემა და თვალები უნდა დავიცვათ. გონება წვალობს, როდესაც სამიზნეც მოძრაობს და თვალებიც, ამიტომ ტელეფონი დაფიქსირებული უნდა იყოს და ბავშვს ის ხელში არ უნდა ეკავოს.

ვეცადოთ სამეცადინო კუთხე არ იყოს კედელთან. იდეალურია, თუ მაგიდა ფანჯარასთან დგას, ან ოთახის სივრცისკენ, რადგან მონიტორიდან წამიერი თვალის მორიდებაც კი სასარგებლოა.

ბავშვმა უნდა გააკეთოს თვალის სავარჯიშოები: პერიოდულად დახუჭოს-გაახილოს, შორს გაიხედოს და აშ.

სასურველია გაკვეთილების შუალედებში სასუსნავი, წასახემსებელი იყოს ხილი ან ბოსტნეული. შევზღუდოთ ცომეული და ტკბილეული.