რა იწვევს ნევროზს და როგორ უნდა უმკურნალოთ მას – ნევროლოგი მამუკა მაკარიძე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ნევროზს და როგორ უნდა უმკურნალოთ მას – ნევროლოგი მამუკა მაკარიძე

კოვიდ19–ით ინფიცირების შემდეგ ადამიანები ნევროზული სიმპტომების გახშირებას განსაკუთრებით უჩივიან. კლინიკა „ენმედიცის“ ნევროლოგი მამუკა (მათე) მაკარიძე აღნიშნავს, რომ ნევროზი უამრავი, სხვადასხვა სახის სიმპტომებით ვლინდება. კლინიკა ონლაინ მკურნალის საშუალებით გთავაზობთ სპეციალურ შეთავაზებას როგორც ნევროლოგის კონსულტაციაზე, ისე კონსულტაციაზე ლაბორატორიულ კვლევებთან ერთად. ახლა კი თავად მამუკა მაკარიძე გვესაუბრება ზოგადად ნევროზსა და პოსტკოვიდურ ნევროზულ გართულებებზე.

რა ტიპის დაავადებაა ნევროზი?

ეს არის პოლიფუნქციური, პოლისისტემური დაავადება, რომელიც ყველა ორგანოს, ყველა სისტემას შეიძლება შეეხოს. ნევროზი აერთიანებს ბევრნაირ გამოვლინებას, მათ შორის, შფოთვით აშლილობას, ობსესიურ და ობსესიურ–კომპულსურ აშლილობას, დეპრესიას... მისთვის დამახასიათებელია აღგზნებადობის მომატება, უხასიათობა, შიში - სიკვდილის ან ცუდად გახდომის, ასევე შეიძლება იყოს აბსტრაქტული შიში, როდესაც არ იცი, რისი გეშინია. ხშირია პანიკური შეტევები, შემცივნება, წამოხურება, წნევისა და პულსის თამაში, ძილის დარღვევები, აკვიატებული აზრები და ა. შ.

ზოგადად, ნევროზს შეიძლება ახასიათებდეს ნებისმიერი სიმპტომი, რაც კი არსებობს მედიცინაში, თუმცა არასწორია მიდგომა, როდესაც ერთი კონკრეტული სისტემის ნევროზზე საუბრობენ. მაგალითად, ხშირად გაიგებთ გულის ან კუჭის ნევროზს. ასეთი რამ მედიცინაში არ არსებობს. უბრალოდ, სიმტომების პრევალირებით არ შეიძლება გამოიყოს ერთი რომელიმე ორგანო ან სისტემა, ნევროზი მთელი ორგანიზმის დაავადებაა.

რა არის ნევროზის გამომწვევი მიზეზები?

ძველად, უპირატესად საბჭოთა კავშირის მედიცინაში, ნევროზს უკავშირებდნენ ქალატვინის ტრავმას, ინფექციას, ინტოქსიკაციას და ა.შ. თანამედროვე მედიცინა კი ამ პრობლემას სულ სხვაგვარად განიხილავს. დღეს მიღებულია, რომ ნევროზს იწვევს მხოლოდ და მხოლოდ სტრესი. მაპროვოცირებელი ძირითადად გახლავთ ფსიქო-ემოციური ლაბილობა, სექსუალური ჰორმონალური დარღვევები, კონფლიქტები ოჯახში, სამსახურში და ა.შ.

როგორია დაავადების გენდერული თავისებურებები?

ყოველთვის ვამბობდი, რომ ნევროზი ქალებს უფრო ემართებათ და ამის გამო კრიტიკის ობიექტიც ხშირად გავმხდარვარ. თუმცა დღეს ასეთია სტატისტიკა, რომელსაც ვერსად წაუვალთ.

ამერიკის ნაციონალური მენტალური ცენტრის მონაცემებით, ნევროზი რვაჯერ უფრო ხშირად ემართებათ ქალებს, ვიდრე კაცებს. ამას თავისი ახსნა აქვს. ქალები სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერმე განიცდიან ჰორმონალურ ცვლილებებს -ესენია პუბერტატული პერიოდი, ორსულობა, მშობიარობა, კლიმაქსი და ა.შ.

როგორია ნევროზის მკურნალობის საშუალებები?

მკურნალობის ძირითადი საშუალება ნეიროტრანსმიტერებით მკურნალობაა. თავის ტვინში არსებობს სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერი. მათი, მაგალითად, დოფამინის, ნორადრენალინის, სერატონინის და სხვა ნეიროტრანსმიტერების დისბალანსი უნდა გამოსწორდეს. რეგულირება, როგორც წესი, ხდება ანტიდეპრესანტების, ტრაკვილიზატორებისა და იშვიათად, მსუბუქი ნეიროლეპტიკების დახმარებით.

როგორია პოსტკოვიდური ნევროზული გამოვლინებები?

ხშირად გაიგებთ, რომ კოვიდის შემდგომ ნევროზულმა ჩივილებმა მოიმატა. მართლაც მომატებულია ნევროზული წრის ფუნქციური დარღვევები. თუმცა ეს არ ეხება ორგანულ დაზიანებებს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის თრომბოემბოლიური პრობლემები ხშირია, ჩვენს ექიმებს კარგად ხელეწიფებათ ამ პრობლემის მოგვარება. უფრო ხშირად გვაქვს ნევროზული ხასიათის სიმპტომები: სისუსტე, დეპრესია. ძილის პრობლემები, ასევე ფიქსირდება კიდურების დაბუჟებები, სუნისა და გემოს დაკარგვა. ეს ყველაფერი უმეტესად თავისთავად აღდგენადია. თუმცა, თუ სიმპტომები თავისით არ ქრება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.