აუტისტ ბავშვებს თავისებური ინტელექტი აქვთ, რომელიც ავტომატურ დამახსოვრებას და აღქმას მოიცავს - აუტიზმი და ინტელექტი
მათ იგნორირებას უწევენ როგორც, ერთი მხრივ, "უნარშეზღუდულებს", მეორე მხრივ კი გონებრივად ჩამორჩენილებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ კარგად არ აქვთ განვითარებული მეტყველება, რაც ასე ხშირია აუტისტებში. აუტისტები ხშირად იგნორირებას უწევენ მათ ირგვლივ არსებულ ზოგად სურათს, რამდენადაც მათ ყურადღებას სურათის დეტალები უფრო იპყრობს.
საზოგადოდ, გამეფებული აზრი იმის თაობაზე, რომ აუტისტებს არ შესწევთ აბსტრაქტული აზროვნების უნარი, ინტეგრაცია და უმაღლესი დონის სხვა სახის აზროვნება, რა გასაოცარიც უნდა იყოს, არც ერთი სამეცნიერო კვლევით არ შემოწმებულა. სწორედ ამის გაკეთება განიზრახეს კანადელმა მეცნიერებმა და აუტისტ ბავშვთა ინტელექტი ორი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით გადაამოწმეს. ეს სკოლებში ხშირად გამოყენებული, ერთმანეთისგან შინაარსობრივ-თვისობრივი თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ტესტებია. პირველი ე.წ. ამ ტესტის წარმატებული შესრულებისთვის აუცილებელია კარგი მეხსიერება, ყურადღების კონცენტრაცია და სხვა უნარ-ჩვევები, ტესტირების შედეგების შემოწმებისას ყოველ მესამე ბავშვს ინტელექტის უმაღლესი მაჩვენებელი აღმოაჩნდა.
აუტისტ ბავშვებს თავისებური ტიპის ინტელექტი აქვთ, განსხვავებული ბუნებისა; მათ ახასიათებთ განსაცვიფრებელი უნარ-ჩვევები, შეუძლიათ გამოიყენონ უნიკალური კოგნიტური გზები პრობლემების გადაჭრისას; მათი ინტელექტი მოიცავს ავტომატურ დამახსოვრებას და აღქმას, აქვთ საკმაოდ რთული, მათთვის დამახასიათებელი განსჯის უნარი.
შედეგებმა ყველა გააკვირვა, გარდა ექსპერიმენტის მონაწილე ერთი მეცნიერისა. ეს ქალბატონი მიშელ დიუსონი გახლდათ, რომელიც ბავშვობაში თავად იყო აუტისტი. WISC ტესტია, რომელიც უპირატესად ენის ცოდნაზეა დაფუძნებული, ამიტომ ფსიქოლოგები მას ეჭვით შეხვდნენ, მეორეს, რავენის პროგრესულ მატრიცას კი აუტისტ ბავშვთა ინტელექტის შემოწმება ანდეს. ეს მოძრავი ინტელექტის აღმოსაჩენი ძირითადი ტესტია. მისი საშუალებით ადგენენ ბავშვის უნარს, განსაზღვროს წესები, დაადგინოს მიზანი და მოახდინოს მისი რეალიზება, გადაჭრას აბსტრაქტული ამოცანები. ტესტის დავალებები რთული ვიზუალური სქემებისგან შედგება, რომლებსაც ზოგადი კანონზომიერება აერთიანებს. მათ ერთი სქემა აკლიათ.
ბავშვმაც სწორედ ის ერთი უნდა აირჩიოს, რომელიც ლოგიკურად შეესაბამება სქემათა არსებულ თანამიმდევრობას. WISC ტესტისგან განსხვავებით, იგი არ უკავშირდება მეტყველების უნარს. ამით აუტისტ ბავშვებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ თავიანთი ჭეშმარიტი ინტელექტი ენობრივი დეფიციტის გვერდის ავლით.