როგორ შეიძლება ადამიანის მესიერების გაუმჯობესება
აუმჯობესებს ხანმოკლე ვერბალურ მეხსიერებას.
გლაზგოს, ბირმინგემისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა გაანალიზეს 40 სტუდენტის კვლევის მონაცემები. სტუდენტებს სიტყვების დამახსოვრებას თხოვდნენ. მათ ნახევარს უკეთებდნენ მარცხენა დორსოლატერალური პრეფრონტალური ქერქის ნელ, განმეორებით ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას. საკონტროლი ჯგუფის მონაწილეები ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას ღებულობდნენ კთხემის არეში.
აღმოჩნდა, რომ სიტყვებს უკეთ იმახსოვრებდნენ ექსპერიმენტის ის მონაწილეები, რომლებსაც უკეთდებოდათ პრეფრონტალური ქერქის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია. მათი ელექტროენცეფალოგრამის ანალიზმა აჩვენა, რომ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია ამცირებდა ტვინის თხემის მიდამოში ბეტა-ტალღების სიმძლავრეს. ეს უკანასკნელი მონაწილეობს ინფორმაციის აღქმაში. მკვლევარების აზრით, განმეორებითი ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციით პრეფრონტალური ქერქი თრგუნავს თხემის მიდამოს აქტივობას, რაც იწვევს მეხსიერების გაუმჯობესებას.