კისრის მალების პათოლოგია და მალთაშუა თიაქარი თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების მიზეზი შეიძლება გახდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

კისრის მალების პათოლოგია და მალთაშუა თიაქარი თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების მიზეზი შეიძლება გახდეს

კისრის მალების პათოლოგია და მალთაშუა თიაქარი თავბრუსხვევის, გულისრევის და ღებინების მიზეზი შეიძლება გახდეს
რამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა? - ვერტიგო ოსტეოქონდროზისას, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია და სტრესული თავბრუხვევა.
ვერტიგო ოსტეოქონდროზისას

კისრის მალების პათოლოგიისას შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუხვევა, გულისრევა და ღებინება. თავის გვერდზე მობრუნებისას სიმპტომების ინტენსივობა იზრდება. დაავადების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს მალათაშუა თიაქრის ჩამოყალიბებამ, რომელიც ძირითადი არტერიების ზეწოლის გამო იწვევს ტვინის სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რითაც ზიანდება ვესტიბულური აპარატი.

კისრის არეში ტკივილის დროს, რომელსაც ახლავს ზოგადი მდგომარეობის გაურესება, ღებინება, თავბრუხვევა და გულისრევა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.


თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის სტიმულაცია

ვერტიგოს სინდრომის აღმოცენება შეიძლება უკავშირდებოდეს სისხლძარღვების
ცვლილებებს, ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნას, სისხლის მიმოქცევის დარღვევას ხერხემლის ან ბაზილარულ არტერიებში და სხვა. ამგვარი პროცესების შედეგი ტვინის ჟანგბადით შიმშილია, რომელიც სისხლძარღვების სპაზმის პროვოცირებას და თავბრუხვევის შეგრძნებას იწვევს. სისხლძარღვების გამაფართოებელ საშუალებებთან ერთად, მკურნალობა გულისხმობს კალციუმის არხების ბლოკატორების, სპაზმოლიზებისა და ალფა-ადრენობლოკატორების გამოყენებასაც.


სტრესული თავბრუხვევა

უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად
გახშირდა დაავადებები, რომელთა აღმოცენებაც გადაჭარბებულ ნერვულ განცდებსა და დისკომფორტს უკავშირდება. თავბრუხვევა, წონასწორობის დარღვევა, გულისრევა შეიძლება სტრესის შედეგად განვითარდეს. ასეთ შემთხვევაში წამალი კომპლექსურად უნდა მოქმედებდეს - როგორც თავის ტვინის სისხლძარღვებზე, ისე ნერვულ სისტემაზე უნდა ახდენდეს სედაციურ ეფექტს, ხსნიდეს დაძაბულობასა და შფოთვას.

გონების დაბინდვის შეგრძნება, შფოთვის სიმპტომები, ხელების ტრემორი, პანიკის შეტევები შეიძლება განვითარებული ნევროზის, ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის, ასევე ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების მაჩვენებელი იყოს.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მეცნიერები წლების განმავლობაში იკვლევდნენ სტრესის ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე.
16-09-2021
სტრესი სამსახურში XXI საუკუნის ნამდვილი ეპიდემიაა. საოფისე ტიპის სამსახურების თანამშრომელთა მესამედზე მეტი პერმანენტულ
30-09-2019
ფრაზები - გული მატკინა, გული გამიტეხა, გული მომიკლა - მხოლოდ ემოციათა გამოხატულება როდია, სტრესი მართლაც
13-08-2019
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
არსებობს დაავადება – აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი. ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მაგრამ, უმეტესად,
გულმკერდის მიდამოში ტკივილი საყურადღებო სიმპტომია. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ნარკოლეფსია ძილის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება მოჭარბებული ძილიანობით დღისით ან ღვიძილის საათებში დროდადრო ჩაძინებით,
რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ინტელექტუალური ჰობი (კროსვორდების, თავსატეხების ამოხსნა, პაზლის აწყობა და ა.შ.) დემენციის რისკს არ აქვეითებს.
ანტიდეპრესანტების ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად