/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

როდესაც გულის ტკივილის მიზეზი შეიძლება ნევროზი იყოს

გულმკერდის მიდამოში ტკივილი საყურადღებო სიმპტომია. ამ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

თუმცა ზოგჯერ ტკივილს ორგანული დარღვევა არ ახლავს და სხვა მიზეზით, მაგალითად, ნევროზით შეიძლება იყოს განპირობებული. რა სიმპტომები ახასიათებს კარდიონევროზს და როგორ გავარჩიოთ ის გულის პათოლოგიისაგან, გვესაუბრება „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლია მინდიაშვილი.

– ქალბატონო ლია, რა მდგომარეობასთან გვაქვს საქმე კარდიონევროზის დროს?

– გულის ნევროზი ერთ-ერთი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს გულის არეში ტკივილი ან სხვა დისკომფორტის შეგრძნება. თუმცა, კვლევების შედეგად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში ნორმიდან გადახრა არ ვლინდება. ეს დაკავშირებულია ნევროზის ფსიქო-სომატურ წარმომავლობასთან, ანუ პრობლემა 100%-ით ფსიქოლოგიურია. გულის მკურნალობის ჩვენებების არარსებობის მიუხედავად, აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია და შესაძლებელია საჭირო გახდეს ფსიქიატრის ჩართვაც.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– რომელი კატეგორიის ადამიანებს უვლინდებათ ყველაზე ხშირად კარდიონევროზი?

– გულის ნევროზის განვითარების ძირითადი მიზეზი ორგანიზმზე სტრესული სიტუაციის გავლენაა. როდესაც გულის ნევროზზეა საუბარი, პაციენტისთვის დასმული პირველი შეკითხვა ეხება ცხოვრებისეულ პრობლემებს და უახლოეს პერიოდში გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმებს (ახლობლის გარდაცვალება ან ავადმყოფობა, სამსახურებრივი პრობლემები, მატერიალური სირთულეები).

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

ზოგჯერ გულის ნევროზი შეიძლება აღინიშნოს მოზარდობის ასაკში ჰორმონული ცვლილებებისა და უარყოფითი სტრესული გარემოს შედეგად. უმრავლეს შემთხვევაში აღნიშნული დარღვევა უვლინდებათ ქალებსა და გოგონებს.

ნევროზის პრობლემა ის არის, რომ ადამიანი თავს ნამდვილ ავადმყოფად თვლის და სწორი დიაგნოზის დასადგენად ძალიან ბევრ დროს, ძალებს და მატერიალურ სახსრებს ხარჯავს ექიმებთან სიარულში. თუმცა პრობლემის გადაჭრის გზა, სწორად შერჩეულ პრეპარატებთან ერთად, ფსიქოლოგიური დახმარებაცაა.

– როგორი შეიძლება იყოს ამ დროს განვითარებული სიმპტომები?

– კარდიონევროზის შეტევისას აღინიშნება:

  • უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი გულის არეში;
  • მოუსვენრობის შეგრძნება, რომელიც გადადის პანიკაში;
  • აკვიატებული აზრები მოახლოებულ სიკვდილზე;
  • გულის რიტმის დარღვევა (გაძლიერებული გულისცემა, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია);
  • ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება;
  • ჟანგბადის უკმარისობა, ხშირი ზედაპირული სუნთქვა;
  • მცირე დატვირთვის დროსაც კი დაღლილობის შეგრძნება;
  • ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა;
  • თავის ტკივილი;
  • გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, მთელ სხეულზე სიცხისა და სიცივის მონაცვლეობითი შეგრძნება;
  • გულის წასვლა;
  • უძილობა.

გულის არეში ტკივილის ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს გამოვლინების ხასიათის მიხედვით. ერთ მომენტში ეს შეიძლება იყოს ზეწოლისა და მოჭერის, ხოლო მეორეში – სხეულის მარცხენა ნახევარში მწვავე ტკივილის შეგრძნება. ხშირად, გულის ნევროზის დროს, ადამიანები ამბობენ, რომ გარკვეული დროით გულის გაჩერებას გრძნობენ. ცხადია, ეს სომატური შეგრძნებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს.

მსგავსი სიმპტომების აღმოცენება ან გაძლიერება დაკავშირებულია მიკროსტრესებთან, მწვავე სტრესულ სიტუაციებთან ან ჰორმონული გარდაქმნების პერიოდთან (ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი და ა.შ.).

შეტევის შემდეგ ადამიანი განიცდის დაღლილობას და ძილიანობას.

აღნიშნული კლინიკური გამოვლინებები უნდა განიხილებოდეს არა იზოლირებულად, არამედ წამყვანი ფსიქიკური მოშლილობის ფარგლებში.

კარდიონევროზის მქონე პაციენტების მესამედში შეიძლება გამოვლინდეს გულის თანდაყოლილი სუბკლინიკური მორფოლოგიური ანომალიები, მაგალითად, მიტრალური სარქვლის პროლაფსი.

პაციენტების მესამედში კარდიონევროზის დასაწყისი და გამწვავება უკავშირდება აქტუალურ სომატურ საფუძველს: გულის იშემიურ დაავადებას, ჰიპერტონიულ დაავადებას.

– როგორ განვასხვაოთ კარდიონევროზი გულის შეტევისაგან?

– კარდიონევროზის შეტევას გულის დაავადებისაგან განასხვავებს ისეთი ნიუანსი, როგორიცაა პაციენტის ქცევა: გულის ნევროზის სიმპტომების აღწერისას პაციენტი ცდილობს მის შელამაზებას. კარდიონევროზის შეტევა ადამიანში იწვევს მოახლოებულ სიკვდილსა და გულის პათოლოგიის სიმძიმეზე აკვიატებულ აზრს. შეტევისას ზედმეტად აფორიაქებულია, აქტიურად ჟესტიკულირებს.

– როგორ შეიძლება მკურნალობა?

– გულის ნევროზისაგან თავდასაღწევად საჭიროა გარკვეული კატეგორიის სამკურნალო საშუალებები:

  • ანტიდეპრესანტები;
  • ტრანკვილიზატორები;
  • ბეტა-ბლოკერები;
  • ნეიროლეპტიკები.

დიაგნოსტირებული ნევროზისას, ორგანული ცვლილების შემთხვევაშიც კი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატებს გულის არეში ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება ისეთი ეფექტი არ ჰქონდეთ, როგორც ტკივილგამაყუჩებლებს.

ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები ადუნებენ ნერვულ სისტემას, აუმჯობესებენ განწყობას, აწესრიგებენ ძილს და ანეიტრალებენ ქვეცნობიერ პანიკურ შიშს.

ბეტა-ბლოკერები მიმართულია გულის ნევროზისათვის დამახასიათებელი სიმპტომების კუპირებისაკენ.

კარდიონევროზთან გამკლავება უწევთ კარდიოლოგებს, თერაპევტებს, რომლებიც პაციენტს უხსნიან, რომ ორგანული დაზიანება არ არის გამოვლენილი და აძლევენ ფსიქოთერაპევტთან კონსულტაციის რეკომენდაციას.

– რა რჩევებს მისცემდით პაციენტებს, რომელთაც კარდიონევროზი აღენიშნებათ?

– მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის კორექცია, მაქსიმალურად, რამდენადაც შესაძლებელია, სტრესული სიტუაციების არიდება, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება, ძილის, დასვენებისა და მუშაობის რეჟიმის მოწესრიგება. არ გადაიღალოთ ფიზიკურად და გონებრივად, ყოველდღიურად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე 1-2 საათი, ივარჯიშეთ, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, იკვებეთ ჯანსაღად.

კარდიონევროზის სრული განკურნებისთვის აუცილებელია ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზება ფსიქოლოგის ან ფსიქოთერაპევტის დახმარებით.

– როგორია პროგნოზი ამ მდგომარეობისას?

– კარდიონევროზთან გამკლავება წარმატებით შესაძლებელია ნაადრევ სტადიებზე. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციის გათვალისწინებით და კომპლექსური მკურნალობით, ნარჩენი მოვლენები და რეციდივები არ უნდა აღინიშნოს.

კომენტარები (5)
გიო
გამარჯობა გულზე გადავიღე კატეკორონოგრაფია არაფერი მჭირს მაგრამ ტახიკარდია მაწუხებს ტკოვილებიც და როგორ მოვიქცე 29 წლის ვარ
თარიღი : 05-10-2023
გრიგოლ
მაქვს შულტირება გაკეთებული რა ტკივილებიც მქონდა ისევ იგივეა ტკივილი გულმკერდის უკანხერხემლის არეში მარცხენა მხარის ძალის დაქვეითება ვმკურნალობ შედეგი 0 ლი
თარიღი : 02-10-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როდესაც გულის ტკივილის მიზეზი შეიძლება ნევროზი იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები