საინტერესო სამუშაო მოხუცებულობითი დემენციისაგან გვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო სამუშაო მოხუცებულობითი დემენციისაგან გვიცავს

ახალი კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ჰობისგან განსხვავებით, მუშაობის დროს კოგნიტიური ფუნქციების სტიმულაცია უფრო ხანგრძლივად, რეგულარულად და სისტემატურად ხდება. ამიტომ, დიდი ალბათობით, შეიძლება მოქმედებდეს დემენციის რისკზე ხანდაზმულ ასაკში.

მეცნიერებმა გაანალიზეს ასი ათასი ადამიანის მონაცემები, რომლებიც ავსებდნენ კითხვარს საკუთარ სამუშაოსთან დაკავშირებით როდესაც მათი ასაკი იყო საშუალოდ, 45 წელი. ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობდა საშუალოდ 17 წელი.

მკვლევარებმა კვლევის მონაწილეების სამუშაო გაყვეს ორ ჯგუფად: აქტიური და პასიური. აქტიური შრომითი საქმიანობა გულისხმობდა, იმას რომ ადამიანს სამუშაო ადგილზე მუდმივად ესაჭიროებოდა საკუთარი ინტელექტუალური უნარების დაძაბვა - რთული გადაწყვეტილებების მიღება და მასზე პასუხისმგებლობა. ასეთ ტიპს მიეკუთვნება მაგალითად ადვოკატად, ექიმად, ფირმის ან საწარმოოს დირექტორად და ა.შ. მუშაობა. აქტიურად მომუშავე მონაწილეები, როგორც წესი საკუთარ სამუშაოს საინტერესოდ მიიჩნევდნენ.

პასიური სამუშაო გულისხმობდა ინტელექტის დაბალ სტიმულაციას - ადამიანი ასრულებს ერთსადაიმავე მოვალეობებს, მას არ უწევს გადაწყვეტილებების მიღება და მასზე პასუხისმგებლობაც არ აკისრია. პასიური სამუშაოს მქონე მონაწილეები საკუთარ სამსახურს მოსაწყენად აღიქვამდნენ.

მრავალი წლის განმავლობაში შეკრებილმა ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ მთელი ცხოვრება რთული, საინტერესო სამუშაოს შესრულებისას, ადამიანებს ხანდაზმულ ასაკში დემენციის განვითარების რისკი უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ ვინც ცხოვრება შეალია მარტივ, მაგრამ მომაბეზრებელ სამუშაოს. ამასთან ამ მდგომარეობაზე გავლენა არ ჰქონია ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სქესი, ასაკი, განათლების დონე, ცხოვრების წესი და კარდიომეტაბოლური დაავადებების არსებობა.

სამსახურში ინტელექტუალური დატვირთვა დემენციის დაწყებას დაახლოებით ორი წლით გადაავადებს.

კვლევისას ასევე გამოირკვა, რომ იმ ადამიანების სისხლში, რომლებიც მთელი ცხოვრება იყენებდნენ საკუთარ ინტელექტს, სპეციფიკური ცილების კონცენტრაცია, რომლებიც პოტენციურად თრგუნავენ თავის ტვინში ახალი ნეირონული კავშირების ფორმირების პროცესს, უფრო დაბალი აქვთ. მკვლევარების აზრით, ეს ეფექტი შეიძლება იყოს ერთერთი შესაძლო ბიოლოგიური ახსნა იმისა, რომ რთული სამუშაო იცავს დემენციისგან.