დღეების და კვირების განმავლობაში ჩნდება ახალი სიმპტომები, რასაც მოსდევს მათი ნაწილობრივი ან სრული უკუგანვითარება - გაფანტული სკლეროზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დღეების და კვირების განმავლობაში ჩნდება ახალი სიმპტომები, რასაც მოსდევს მათი ნაწილობრივი ან სრული უკუგანვითარება - გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის - თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებით მიმდინარე დაავადება. ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ნერვული ბოჭკოების მფარავ გარსთან - მიელინთან, რაც არღვევს კავშირს ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის. საბოლოოდ, დაავადება იწვევს ნერვთა მდგომარეობის გაუარესებას, მათ შეუქცევად დაზიანებას.

გაფანტული სკლეროზის გამოვლინება შესაძლოა სხვადასხვა პაციენტის შემთვევაში ძალზე განსხვავებული იყოს. ის იცვლება დაავადების მიმდინარეობის დროსაც. კლინიკური მრავალფეროვნება დამოკიდებულია დაზიანებული ნერვული ბოჭკოების მდებარეობაზე.

დამახასიათებელ ნიშანთაგან აღსანიშნავია:

ერთი ან მეტი კიდურის დაბუჟება ან სისუსტე, რაც, ჩვეულებრივ, ერთდროულად სხეულის ერთ მხარეს აღმოცენდება;

მხედველობის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა, ჩვეულებრივ, ერთი ეპიზოდისას მხოლოდ ერთ თვალში, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილი თვალის მოძრაობისას;

მხედველობის გაორმაგება, რაც ხანგრძლივია;

სხეულის გარკვეულ ნაწილში ჩხვლეტა ან ტკივილი;

დენის გავლის შეგრძნება კისრის მოძრაობისას, განსაკუთრებით წინ დახრისას;

კანკალი, კოორდინაციის დარღვევა, არამყარი სიარული;

დაუნაწევრებელი მეტყველება;

სისუსტე;

თავბრუ.

ამ სიმპტომების უმიზეზოდ აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი.

mkurnali.ge

გაფანტული სკლეროზით დაავადებულთა უდიდეს ნაწილს აქვს სიმპტომთა მკვეთრი გამოვლინებისა და მათი უკუგანვითარების (რემისიის) მონაცვლეობა. დღეების და კვირების განმავლობაში ჩნდება ახალი სიმპტომები, რასაც მოსდევს მათი ნაწილობრივი ან სრული უკუგანვითარება. დაავადების რემისია, ეგრეთ წოდებული „წყნარი“ პერიოდი, შეიძლება თვეები და წლებიც კი გაგრძელდეს.

სხეულის ტემპერატურის მცირე მატებას შეიძლება მოჰყვეს სიმპტომების დროებითი გაუარესება, თუმცა ეს არ არის დაავადების გამწვავება.

პაციენტთა 60-70 პროცენტთან დაავადების ასეთ მიმდინარეობას მოჰყვება სიმპტომთა პროგრესირება რემისიის პერიოდებით ან მის გარეშე, რასაც მეორეულად პროგრესირებად გაფანტულ სკლეროზს უწოდებენ. სიმპტომთა გაუარესებას, როგორც წესი, თან ახლავს მოძრაობის პრობლემები და სიარულის მანერის შეცვლა. დაავადების პროგრესირების ხარისხი დაავადების მეორეული პროგრესული ვარიანტისას სხვადასხვა პაციენტთან განსხვავებულია.

გაფანტული სკლეროზით პაციენტთა ნაწილს აქვს დაავადების თანდათანობითი დასაწყისი და მყარი პროგრესირება ყოველგვარი რეციდივის გარეშე. იგულისხმება პირველადად პროგრესული გაფანტული სკლეროზი.

წაიკითხეთ სრულად