კუნთების უნებლიე მოძრაობა - ქორეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთების უნებლიე მოძრაობა - ქორეა

- ქორეული მოძრაობები მთელ სხეულში გავრცელებული ურიტმო, უწესრიგო, უკოორდინაციო და სწრაფი კუნთოვანი შეკუმშვებია. იცვლება მიმიკაც, ჩნდება გრიმასები, გაძნელებულია ყლაპვა და ლაპარაკი. ქორეა ხშირად რევმატიზმის გართულებაა. იგი რევმატული ანამნეზის მქონე 5-12 წლამდე ბავშვებში გვხვდება. დაავადების სიმპტომები ვითარდება თანდათანობით, ჩვეულებრივ გადატანილი ანგინის, ტონზილიტის ან მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ.

ავადმყოფობის დასაწყისში ჰიპერკინეზს მიიჩნევენ ცელქობად, თითქოს ასეთ მოძრაობებს ბავშვი განზრახ აკეთებდეს. 1-3 კვირის განმავლობაში ჰიპერკინეზი იმატებს და მოიცავს ყველა კიდურს, ირღვევა დგომა, სიარული, ყლაპვა, მეტყველება. ავადმყოფთა ნაწილს აღენიშნება რევმატიზმის სხვა გამოვლინებებიც: ცხელება, კარდიტი, პოლიართრალგია (წვრილი და მსხვილი სახსრების ტკივილი).

ქორეის დროს კუნთების ტონუსი დაქვეითებულია, რასაც თან ერთვის მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მყეს-ძვალთა რეფლექსები გაცხოველებულია. უნებლიე მოძრაობები იმატებს ფსიქიკური და ფიზიკური დატვირთვისას, ძილში წყდება, გადაღლისას მცირდება. ძალა, როგორც წესი, შენარჩუნებულია, მაგრამ პაციენტს არ შეუძლია შეასრულოს მუდმივი ძლიერი შეკუმშვა, ხელები ასრულებს უნებლიე მოხრა-გაშლას, ენა გამოიყოფა და შეიყოფა პირში. გენერალიზებული ქორეის მიზეზი რევმატულ ქორეასთან ერთად არის ჰანტინგტონის დაავადებაც. ქორეა ხშირად აღმოცენდება ზოგიერთი პრეპარატის მიღების ფონზე როგორც გვერდითი ეფექტი.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- დაავადების დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა, კერძოდ, ანტისტრეპტოლიზინისა და ანტისტრეპტოჰიალურონიდაზის ტიტრის განსაზღვრა.

- არსებობს თუ არა დღეს ამ მდგომარეობის სამკურნალო საშუალება?

- ქორეული ჰიპერკინეზების კუპირების მიზნით გამოიყენება ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, ვალპროატები. ამ პრეპარატების მიღებას შედეგი აქვს მხოლოდ ძირითადი დაავადების მკურნალობის პარალელურად.