წელკავის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წელკავის გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

- წელკავის, წელის გაშეშების გამომწვევ მიზეზებზე რას გვეტყვით?

- იგი ვითარდება ფიზიკური გადატვირთვის, სხეულის უხერხული მოძრაობის, სიმძიმის აწევის, გადაციების, არაფიზიოლოგიურ პოზიციაში დიდხანს ყოფნის შემთხვევაში.

წელკავის შესაძლო მიზეზები ხერხემალში, კერძოდ, მალათაშუა დისკებში, სახსრებში, მყესებში, კუნთებსა თუ ნერვულ ბოჭკოებში განვითარებული პათოლოგიური ცვლილებებში უნდა ვეძებოთ.

ხერხემალს ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე უდიდესი დატვირთვის ატანა უწევს. თუ მის საკმაოდ რთულ ანატომიურ აგებულებასაც გავიხსენებთ, მასში რაღაც-რაღაცები პათოლოგიურად რომ იცვლება, ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს. ყოველივე ამის დასახასიათებლად საკმაოდ გავრცელებულ ტერმინს - ოსტეოქონდროზს მოვიშველიებთ ხოლმე.

წელკავს იწვევს:

ძლიერი ფიზიკური დატვირთვითა და წელის არის გადაცივებით გამოწვეული კუნთების სპაზმი ანუ ტონური შეკუმშვები, რომლებიც ადამიანს იძულებით პოზაში აშეშებს;

მალათაშუა სახსრის ცდომა, მყესების გაგლეჯა ხერხემლის ტრავმის გამო;

წელის მალებში მიმდინარე დეგენერაციული პროცესები, როდესაც მალათაშუა დისკსა და მის ფიბროზულ რგოლში განვითარებული ცვლილებების გამო ღიზიანდება მგრძნობიარე რეცეპტორების დაბოლოებანი და იწვევს ტკივილს (ხერხემლის მალათა ფიბროზული რგოლის ნაპრალი, წელის არეში მალათაშუა დისკის გამოვარდნა და მისი ზეწოლა ნერვულ დაბოლოებებზე);

შედარებით იშვიათად წელკავი უკავშირდება ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაავადებას, რევმატულ პათოლოგიას, ინფექციას, სიმსივნეს.

ზოგადად, ლუმბაგოსთვის ესოდენ დამახასიათებელი წელის კუნთების ტონური შეკუმშვა და ძლიერი ტკივილი საპასუხო რეაქციაა დაზიანებული ფიბროზული დისკის ან მის ახლოს მდებარე იოგებისა და მყესების რეცეპტორთა გაღიზიანებაზე, შედეგად მიღებული პოზა კი ტკივილისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად.

ათიდან თითქმის სამ შემთხვევაში წელკავის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

- როგორია წელკავის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

- თუ ტკივილი ფიზიკური გადაღლით გამოწვეული კუნთების სპაზმით არის განპირობებული, მკურნალობა გაცილებით მარტივია - საკმარისია კუნთების სპაზმის მოხსნა და ტკივილი ქრება.'

ამ შემთხვევაში პაციენტს ვასწავლით სწორ მოძრაობებს წელკავის განმეორებითი შეტევის თავიდან ასაცილებლად.

თუ ლუმბაგო ხერხემლის სვეტში განვითარებულ ავადმყოფურ ცვლილებებს უკავშირდება, მაშინ პაციენტებს უტარდებათ კომპლექსური მკურნალობა, რომელიც რამდენიმე ამოცანის გადაჭრას ისახავს მიზნად.

კერძოდ, საჭიროა:

ტკივილის კუპირება;

სწორი მოძრაობის სტერეოტიპების შესწავლა, რომლებიც ხელს შეუწყობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ოპტიმალურ დატვირთვას და ხერხემლის ჯანმრთელობის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში;

ხერხემლის სვეტზე წონისა და წნევის შემცირება, მის სეგმენტებზე დატვირთვის სწორი გადანაწილება;

ხერხემლის იმ კუნთოვანი კარკასის გამაგრება, რომელიც გარს ეკვრის მის პრობლემურ ზონებს;

ხერხემლის სახსროვანი აპარატის სიმტკიცის შემანარჩუნებლები (ქონდროპროტექტორები).

წელკავი კარგად ემორჩილება მკურნალობას და ისევე ადვილად ქრება, როგორც აღმოცენდება.