ზამთრის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზამთრის შემდეგ

უკვე ჩაიარა ახალი წლისა და შობის დღესასწაულებმა, აჟიოტაჟი ჩაცხრა, ადამიანები დაუბრუნდნენ სამუშაოს, სწავლას, ისინი უმეტესად უხალისოდ და მოდუნებულები არიან. ბევრ ჩვენგანზე ზამთრის დეპრესიაც მოქმედებს. ეს გუნება-განწყობილების ცვლილებით გამოიხატება.

ზამთრის დეპრესია

ზამთრის დეპრესია სეზონურ ემოციურ აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნება. კვლევით დადასტურებულია, რომ ამ ემოციურ მდგომარეობას ქალები მამაკაცებზე 2-ჯერ უფრო ხშირად განიცდიან. ვარაუდობენ, რომ ეს ზოგიერთი საკვები ნივთიერებისა და დღის სინათლის ნაკლებობის ბრალია.

ზამთრის დეპრესიისთვის დამახასიათებელია:

  • ძილიანობა ან უძილობა;
  • ენერგიის დეფიციტი, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტება, სექსუალური ენერგიის დაქვეითება;
  • სოციალური იზოლაციის მოთხოვნილება;
  • უმადობა ან მადის მომატება და წონის ცვლილება;
  • პესიმისტური განწყობილება და უიმედობა;
  • შფოთი.

მის სამკურნალოდ იყენებენ სინათლის თერაპიას, ანტიდეპრესანტებს და ფსიქოთერაპიას.

ზამთრის დეპრესია ვერ მოგერევათ, თუ ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრებთ. მას თავიდან აიცილებთ ან შეასუსტებთ, თუ შეასრულებთ შემდეგ რჩევებს:

  • ხშირად ისეირნეთ – ჯერ ერთი, გამოგიკეთდებათ განწყობა, მეორე – დღის სინათლე ხელს უწყობს დ ვიტამინის გამოყოფას, რომლის ნაკლებობაც დეპრესიას და იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს;
  • შექმენით დღის შუქის იმიტაცია. ახლა ყველგან შეიძენთ ნათურებს, რომლებიც ინტენსიურ, მზის შუქის მსგავს შუქს გამოასხივებს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რეკომენდებულია ასეთი განათების ფონზე 30-90 წუთის გატარება (კითხვა ან მუშაობა);
  • რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, მოძრაობა ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას. განსაკუთრებით სასარგებლოა სუფთა ჰაერზე ვარჯიში – ამით ზამთრის დეპრესიას ორმაგ დარტყმას მიაყენებთ;
  • ეცადეთ, გქონდეთ დაბალანსებული და ჯანსაღი რაციონი. ის შეგინარჩუნებთ ენერგიას, გამოგიკეთებთ გუნება-განწყობილებას და არ მოგცემთ ზედმეტი წონის დაგროვების საშუალებას;
  • იზრუნეთ განწყობაზე – ისეირნეთ, მოაწყვეთ პიკნიკი მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, გაიჩინეთ ახალი ნაცნობები;
  • ძილის წინ მიიღეთ აბაზანა სურნელოვანი ზეთებით და ასე მოიცილეთ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესი.

მოკლედ, ზამთრის დეპრესიისგან თავის დასაღწევად უამრავი ხერხი არსებობს. მთავარია, არ დანებდეთ და არ მისცეთ ზამთარს გუნება-განწყობილების გაფუჭების უფლება.

ზამთარში მენიუც საგანგებოდ უნდა შეარჩიოთ

ზამთარში, ცივი დღეების დროს, ყველანაირი საკვები არც გვსიამოვნებს და არც არის სასარგებლო. ცივ პერიოდში უნდა შევარჩიოთ ისეთი საკვები, რომელიც გაგვათბობს და ორგანიზმს სტრესისგან დაიცავს.

ამ დროს ჩვენი ორგანიზმი თერმორეგულაციის ექსტრემალურ რეჟიმზეა გადაწყობილი, ამიტომ აქვს ცხელი, ნოყიერი და სქელი კონსისტენციის საკვების მოთხოვნილება.

თუ ზამთარი ცივია და ტენიანობა მაღალია, თუ არის წვიმა, თოვლი, თოვლჭყაპი, სწორი კვებით შეიძლება თავიდან ავიცილოთ ასეთი ამინდებისთვის დამახასიათებელი დაავადებები.

მშრალი და ცივი ამინდების დროს ზამთარში საკვები უნდა იყოს თბილი და დამატენიანებელი. მაგალითად, რძიანი და ტკბილი ფაფები – ბრინჯის, შვრიის, მანანის, სიმინდის. ფაფა უნდა იყოს თხიერი, კარგი იქნება, თუ დავუმატებთ კარდამონს, ჯანჯაფილს, მიხაკს ან დარიჩინს. ეს დანამატები თეფშზე გადმოღებულ ფაფას უნდა მოაყაროთ, რძიან ფაფებს ძალიან უხდება ქიშმიში, ლეღვის, გარგარის ჩირი – ისინი ხარშვისას უნდა დავამატოთ. ასევე სასარგებლოა ჩირისაგან მომზადებული კომპოტი.

ცივ და ნესტიან ზამთარში საკვებმა უნდა გაგვათბოს. კარგია მძაფრი გემო, ზომიერად ცხარე, სურნელებით შეზავებული, წითელი და შავი წიწაკით, დაფნის ფოთლით, მდოგვით, აჯიკით, კარგია ლობიო და პარკოსნები.

სასიამოვნო და სასარგებლოა სალათებიც – სტაფილოთი, ბოლოკით, მწვანე ბულგარული წიწაკით, ნიახურით, ოხრახუშით, კამით, მწვანე ხახვით, ძმრით შეზავებული.

ხილიდან რეკომენდებულია ვაშლი, მსხალი, ბროწეული, კარალიოკი, კომში.

სასარგებლოა თაფლით დამტკბარი ჩაი

ზამთარში ხორციან კერძთან ერთად ძალიან სასარგებლოა მჟავეული.

კარგია ზამთრისთვის ზაფხულში მომზადებული გახეხილი და შაქარში შენახული ცოცხალი კენკრა ან სხვა ხილი, რომელსაც ც ვიტამინი შენარჩუნებული აქვს. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის გახეხილი წითელი და შავი მოცხარი, ჟოლო, შინდი, ფეიხოა, ჟოლოს მურაბა.

შემცივნებისას მიიღეთ ერთი ფინჯანი თაფლით დამტკბარი ჯანჯაფილის ჩაი.

  • ზამთარში ვიტამინების დეფიციტია, ამიტომ მათ შესავსებად უნდა მივიღოთ ვიტამინების შემცველი საკვები. ასეთია სტაფილო – დღეში 100 მლ სტაფილოს წვენი შეგივსებთ იმ ნივთიერებების მარაგს, რომელთა ნაკლებობასაც განიცდის ორგანიზმი. ვიტამინების დეფიციტის შესავსებად შეგიძლიათ მიიღოთ პროდუქტები სეზონის შესაბამისად: სიმინდი, მდოგვი, ჯანჯაფილი (კოჭა), წიწაკა, ხახვი, ნიორი, ბანანი, მსხალი, ფინიკი, კარტოფილი, ბოლოკი, თალგამი, ნიახური, პარკოსნები, წიწიბურა, ხორბალი, ბრინჯი, თაფლი, პროპოლისი, მცენარეული ზეთი, ძროხის, ცხვრის, კურდღლის, იხვის, ქათმის ხორცი, კვერცხი, ძროხის რძე, მაკარონი, ღვინო, ჩაი, შაქარი, თხილი;
  • ასევე ყურძენი, ბროწეული, ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ატამი, ქლიავი, ბადრიჯანი, ყაბაყი, მწვანე ბარდა, კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ოხრახუში, ისპანახი, მჟაუნა, გოგრა, სოკო, არაქისი; ღორის ხორცი, თევზი, მაწონი, კეფირი, მწყრის კვერცხი, ძმარი, ბურახი, წყალი, მარილი.

ზამთარში თმაც დეპრესიას განიცდის

ზამთრის ცივ პერიოდში დაბალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს კანზე, თმაზე.

თუ შეამჩნევთ, რომ თმა სუსტდება, უნდა დაიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ მას დაუბრუნდეს უწინდელი ბზინვარება.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

მიიღეთ ვიტამინები. ყოველდღე შეჭამეთ 1-2 ვაშლი, ჩაის დაუმატეთ ლიმონი და ხშირად მიირთვით ზამთრის ხილი – მანდარინი და ფორთოხალი, თუ საჭიროა, მიიღეთ ვიტამინებიც. ჩ ვიტამინი ამაგრებს თმას, ხოლო E ვიტამინი ბზინვარებას დაუბრუნებს მას.

კვება

საკვები, რომელშიც ნახშირწყლები მეტია, ვიდრე ვიტამინები, შეცვალეთ დღეში ერთხელ მაინც ხილით, ბოსტნეულით, უცხიმო იოგურტით, თაფლიანი მაწვნით, უცხიმო ხაჭოთი.

დაბანა

ზამთარში თმას ნუ დაიბანთ ცხელი წყლით – ის მტვრევადი და უსიცოცხლო გახდება. გამოიყენეთ საზამთრო შამპუნი და კონდიციონერი. შეიძინეთ პროდუქცია, რომელიც მშრალი და მტვრევადი თმისთვის არის განკუთვნილი. ცხიმიანი თმის შემთხვევაში კი – ისეთი თმისთვის განკუთვნილი პროდუქცია, რომელიც ძირებთან ცხიმიანია, ხოლო ბოლოებთან – მშრალი.

ნიღბები

კარგი იქნება, თუ კვირაში ერთხელ თმაზე წაისვამთ ზეთზე (აბუსალათინის, როზმარინის ან ლავანდის) დამზადებულ ნიღაბს. ასეთი ნიღბები მზა სახითაც იყიდება.

თმის გაშრობა

ზამთარში თმის სიჯანსაღის პირობაა ფენისა და თერმოსთაილერების იშვიათი გამოყენება. თუ წვეულებისთვის არ ემზადებით, თმას თავისით გაშრობა აცალეთ, დასახვევად კი მაშების ნაცვლად ბიგუდები გამოიყენეთ.

არასათანადო მოვლისა და კვების გარდა, თმაზე მოქმედებს სტრესი, ქრონიკული უძილობა, ზოგიერთი მიკროელემენტის (მაგალითად, თუთიის) ნაკლებობა, სისხლის ცუდი ცირკულაცია.