ნაკლებად ცნობილი სიმპტომები, რომლებიც დემენციაზე მიგვანიშნებენ. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაკლებად ცნობილი სიმპტომები, რომლებიც დემენციაზე მიგვანიშნებენ.

დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ინტელექტის, აზროვნების, მახსოვრობის, აღქმის უნარის, მეტყველებისა და სხვა შემეცნებითი ფუნქციების დარღვევით გამოიხატება.

დაავადების დროს მეხსიერების დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმპტომია, თუმცა არსებობს სხვა გამაფრთხილებელი ნიშნებიც.

ღეჭვის პრობლემები

გიჭირთ ვაშლის ჩაკბეჩა? ეს შეიძლება დემენციის ნიშანი იყოს.

2012 წელს შვედეთში ჩატარებული კვლევისას დადგინდა, რომ მათ, ვისაც საკვების ღეჭვა უჭირთ, კოგნიტური უნარ-ჩვევების დაქვეითების მაღლი რისკი აქვთ.

მკვლევარებმა 77 წელს გადაცილებული 577 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს.

კბილების დაკარგვა, ღრძილების ანთების მიზეზი შეიძლება გახდეს.

არ არის დადასტურებული, თუმცა კავშირი პირის ღრუს პრობლემებსა და დემენციის განვითარებას შორის გარკვეული გამოკვლევებით დასტურდება.

სიარულის ცვლილება

ნელი სიარული შესაძლებელია დემენციის ადრეული ნიშანი იყოს. არამარტო სიარულის შენელება, ნაბიჯის სიგრძისა და ცვალებადობის ცვლილებაც ტვინის დეგენერაციაზე მეტყველებს.

ძილის ცვლილება..

თქვენ გძინავთ უფრო დიდხანს, ან უფრო ნაკლები დროით.

მკვლევარების თქმით, დიდხნიანი ძილი, როგორც ალცჰაიმერის, ასევე სხვა დეგენერაციული დაავადებების ნიშანია.

13 წლის განმავლობაში, მათ, ვინც 9 საათიანი ძილის რეჟიმი შეიცვალეს და უფრო მეტხანს სძინავთ, დემენციის გაორმაგებული რისკი აქვთ.

ცირკადული რიტმის ცვლილება, სხეულის შიდა საათის დარღვევა, მოახლოებული დემენციის ნიშანი შეიძლება იყოს.

ასე, რომ ჰიპერსომნია (ბევრი ძილი), უძილობა, ფრაგმენტული ძილი, ან დღის განმავლობაში ძილის დაწყება - ნამდვილად საყურადღებოა.

„სიტყვებს ვეღარ პოულობთ“

დემენცია თავის ტვინის იმ უბნებზე ზემოქმედებს, რომლებიც ენას, კომუნიკაციას აკონტროლებენ. დემენციამდე ხშირია აფასია, რომლის დროსაც სიტყვები გავიწყდებათ, ზოგიერთ სიტყვას შეუსაბამოდ იყენებთ საუბრისას და აშ.

სამართალდაღვევა და დემენცია

დემენციის ზოგიერთი ფორმა თავის ტვინის იმ ნაწილებზე ახდენს ზეგავლენას, რომლებიც განსჯას, თვითკონტროლს, ძალადობას და სექსუალურ ქცევას არეგულირებენ.

დემენციის მქონე ადამიანებმა შეიძლება იქურდონ, საზოგადოებაში მოშარდონ და აშ.

დაავადებულთა 96% აგრესიულები არიან. დემენეციის ხშირი გამოვლინება სწორედ აგრესია და ძალადობაა.

არასათანადო სექსუალური ქცევის ჩვენება

ასე იქცევა დემენციით დაავადებულთა, დაახლოებით, 3 პროცენტი.

სექსუალური ძალადობა, გაშიშვლება საჯაროდ და აშ. - ეს ყველაფერი თავის ტვინის რიგი უბნების დაზიანების შედეგია, რომლებიც თვითკონტროლზე არიან პასუხისმგებლები.

სუნის დაქვეითება

შესაძლებელია ბენზინის და ლიმონის სუნს ვეღარ არჩევდეთ ერთმანეთისგან.

დემენციის დროს ორი სრულიად განსხვავებული სუნის ერთმანეთისგან გარჩევა რთულდება.

2017 წელს ნევროლოგიური კვლევისას აღნიშნული სიმპტომი ალცჰაიმერის ადრეულ ნიშნად დასახელდა.

ასევე, სუნის დაქვეითება ასოცირდება პარკინსონის დაავადების მანიშნებლად.