კუნელი უებარი საშუალებაა - როგორ ვუმკურნალოთ ნევროზს და რამდენად ეფექტურია ხალხური საშუალებები დაავადების სამართავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნელი უებარი საშუალებაა - როგორ ვუმკურნალოთ ნევროზს და რამდენად ეფექტურია ხალხური საშუალებები დაავადების სამართავად

ქალბატონო მარინე, როგორ უნდა წარიმართოს ნევროზული, სტრესული თუ დეპრესიული მდგომარეობის მკურნალობა?

- ნევროზის მკურნალობა ხორციელდება ინდივიდუალურად, დაავადების მიზეზის შესაბამისად. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს, რამ განაპირობა დაავადება, რათა ეფექტური მკურნალობა დაინიშნოს. ნევროზს მხოლოდ ექიმმა სპეციალისტმა უნდა უმკურნალოს. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს არა მარტო ფარმაკოლოგიური პრეპარატებით თერაპიას, არამედ ფსიქოთერაპიის კურსსაც, რომლის მიზანიც არის კონფლიქტის მოგვარება ან კონფლიქტური სიტუაციისადმი პაციენტის დამოკიდებულების შეცვლა.

როდესაც ნევროზის მიზეზი გადაღლაა, აუცილებელია ნერვული სისტემის ენერგეტიკული უნარის აღდგენა. ამისთვის იყენებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და ცვლითი პროცესების გამაუმჯობესებელ პრეპარატებს, ვიტამინებს. ძალიან მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება, რაც ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობის აღდგენის საშუალებას გვაძლევს. ზოგჯერ ნევროზის განვითარების საფუძველია იგივე გენები, რომლებიც ენდოგენური დეპრესიის მიზეზად მიიჩნევა.

ამ შემთხვევაში ეფექტურია ანტიდეპრესანტების მიღება. მკურნალობის პირველი შედეგი (მაგალითად, ძილის გაუმჯობესება) მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღესვე ხდება თვალსაჩინო, ხოლო ზოგადი დაძაბულობისა და შფოთვის ნიშნები შემცირებას იწყებს მკურნალობის პირველი კვირის დასასრულს. ანტიდეპრესანტების მიღების ხანგრძლივობა, როგორც წესი, ერთი თვეა. ამის შემდეგ დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში მათი დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს.

ნევროზის მკურნალობის ხალხურ საშუალებებზე რას გვეტყვით? ეს კითხვა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მკითხველი ხშირად გვთხოვს რჩევას ამ მდგომარეობის დროს კუნელის, კრაზანასა თუ კატაბალახას ნაყენების გამოყენების თაობაზე.

- კუნელი მსუბუქი, მეტად ეფექტური საშუალებაა გულის მუშაობის გასაუმჯობესებლად. იგი ხსნის არითმიას, დადებით გავლენას ახდენს მიოკარდიუმის მუშაობაზე, ხსნის სპაზმს, უხდება არტერიულ ჰიპერტენზიას, ანგიონევროზს, ტაქიკარდიას.

კუნელის ნაყენი აწესრიგებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ამსუბუქებს მდგომარეობას მენოპაუზის დროსაც. ხანდაზმულებში კუნელის ნაყენი პრაქტიკულად უებარი საშუალებაა ათეროსკლეროზით განპირობებული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

კუნელი ორგანიზმს ძალების აღდგენაშიც ეხმარება. მისი ნაყენი შესანიშნავი რელაქსანტია, ამიტომ თუ ძილი გაქვთ დარღვეული, სვით. განსაკუთრებით ეფექტურია კუნელი კატაბალახასა და კრაზანასთან ერთად. კუნელს უნდა ერიდონ ორსულები და მეძუძური დედები. სიფრთხილე მართებთ მათაც, ვისაც მცენარეებზე ალერგია აქვს.

წაიკითხეთ სრულად