რა არის ლიქვორი, რა ფუნქცია აკისრია, როდის ირღვევა მისი მიმოქცევა და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ლიქვორი, რა ფუნქცია აკისრია, როდის ირღვევა მისი მიმოქცევა და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება

- როგორ წარმოიქმნება თავ-ზურგტვინის სითხე?

- თავ-ზურგტვინის ანუ ცერებროსპინალური სითხე, ლიქვორი, ტვინის პარკუჭების სისხლძარღვოვანი წნულებიდან პროდუცირდება, მისი შეწოვა კი ტვინის რბილი გარსის ვენებით ხდება. შეწოვისა და წარმოქმნის პროცესები ინტენსიურად და განუწყვეტლივ

მიმდინარეობს.

დღე-ღამის განმავლობაში ლიქვორი შეიძლება 4-5-ჯერ შეიცვალოს.

თავისა და ზურგის ტვინს შორის ლიქვორის მიმოქცევის დარღვევისას სითხე თავის ქალაში გროვდება, ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში ძლიერდება მისი შეწოვა და იმატებს კონცენტრაცია.

ამ პროცესებით აიხსნება თავ-ზურგტვინის დაავადებათა კლინიკური გამოვლინებები.

- რა ფუნქცია აკისრია ლიქვორს?

- ცერებროსპინალურ სითხეს მრავალმხრივი ფუნქცია აქვს:

  • იცავს ტვინს მექანიკური ზემოქმედებისგან;

  • ასრულებს ამორტიზატორის როლს გარეგანი ზემოქმედებისას, შერყევისას, ოსმოსური წნევის ცვლილებისას;

  • შუამავალი რგოლია სისხლსა და ტვინის ქსოვილს შორის, კვებავს ტვინს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

ტვინი იღებს ინფორმაციას და შემდეგ მთელ ორგანიზმს თავისებური იმუნოლოგიური ბარიერის საშუალებით მართავს.

ლიქვორის ცირკულაციისა და საერთო ოდენობის ცვლილება გარკვეულწილად ჰემატოენცეფალური ბარიერის ცვლილებას იწვევს, ამ ბარიერის დარღვევას კი ინფექციური და სხვა დაავადებების დროს ტვინის დაზიანებამდე მივყავართ.

- რამდენია ლიქვორი ადამიანის ორგანიზმში?

- ამ სითხის ოდენობა ასაკის მიხედვით იცვლება. მაგალითად, ახალშობილობის პერიოდში მისი ოდენობა 15-20 მლ-ს არ აღემატება, 1 წლის ასაკში - 35 მლ-ს, მოწიფულ ასაკში - 120-150 მლ-ს, თუმცა ზოგიერთი დაავადების დროს შესაძლოა 800-1000 მლ-მდე მოიმატოს.

- როდის ირღვევა ლიქვორის მიმოქცევა?

- ლიქვოროდინამიკის დარღვევას იწვევს თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება, ნეიროინფექცია, მათ შორის - მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, ასევე - თანდაყოლილი პათოლოგიები და სხვა.

- როდის მიმართავენ ლუმბალურ პუნქციას და რას გვაძლევს ეს გამოკვლევა?

- თავ-ზურგტვინის სითხის აღებას ორი - დიაგნოსტიკური და სამკურნალო - დანიშნულება აქვს, თუმცა მისი ჩატარების მიზანშეწონილობა ინდივიდუალურად, ვითარების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, განსაკუთრებით - ენცეფალიტის დროს. კრუნჩხვისას სიფრთხილეა საჭირო, რათა წნევის სწრაფი დაქვეითების გამო ტვინის ჩაჭედვა არ მოხდეს.

მენინგიტის დროს პუნქცია ორგანიზმს ჭარბი სითხისგან განტვირთავს. პუნქციის მეშვეობით ვადგენთ მენინგიტის გამომწვევს: ვირუსული მენინგიტის დროს სითხე გამჭვირვალეა, გადმოდის წნევით, ნაკადურად; ბაქტერიული ანთებისას სითხე შემღვრეულია, გადმოდის სქელ წვეთებად.

ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში გამომწვევის დასადგენად სითხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაა საჭირო. თუ ვირუსულ მენინგიტს ვეჭვობთ, სითხეს ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში ვიკვლევთ, სადაც ვახდენთ გამომწვევის იდენტიფიკაციას.

დღეს ყველაზე პრობლემურია ჰერპესვირუსული წარმოშობის მენინგიტი. ის მეტად მძიმედ მიმდინარეობს და ინტენსიურ მკურნალობას მოითხოვს - ინიშნება ანტიჰერპესვირუსული პრეპარატი ზოვირაქსი ვენაში 2-3 კვირის განმავლობაში.

სხვა ვირუსების შემთხვევაში ტარდება ინტენსიური ინფუზიური თერაპია - ვენაში წვეთოვანი გადასხმები ვირუსის უვნებელსაყოფად.

ბაქტერიული მენინგიტის დროს ინიშნება უშუალოდ გამომწვევის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი: მენინგოკოკის დროს - პენიცილინი, როცეფინი, პნევმოკოკის დროს - ფართო სპექტრის ცეფალოსპორინები. ამასთანავე, 3-5 დღის განმავლობაში ტარდება ინტენსიური გადასხმა ვენაში.

ვირუსული პათოლოგიის შემთხვევაში გამოჯანმრთელებას 12-14 დღე სჭირდება, ბაქტერიულის დროს - 16-20, თუმცა ეს მეტად პირობითი მაჩვენებელია. ყველაფერი დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, სიმძიმეზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებსა და სხვა ფაქტორებზე. მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ საჭიროა განმეორებითი კონსულტაცია, რათა ექიმმა ნება დართოს პაციენტს, ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდეს.

მენინგიტს - პრაქტიკულად არა, ენცეფალიტს კი ახასიათებს ნარჩენი მოვლენები, რომლებიც უფრო ხანგრძლივ მკურნალობასა და რეაბილიტაციას მოითხოვს, ამიტომ პაციენტმა ენცეფალიტის გადატანის შემდეგ მჭიდრო კავშირი უნდა იქონიოს ნევროლოგსა და ინფექციონისტთან.