/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : ბავშვის აღზრდა

-მოგესალმებიᲗ. მყავს 18 Თვის ბიᲭუნა.. არის Ძალიან ნერვიული და Ჭირვეული.უფრო ნერვიული.ვᲗქვაᲗ რაᲦაცა დავუᲨალე, ᲗავᲨი ირტყავს ხელებს ხან სახეᲨი, ხან Თავის ხელს კბენს.ჯერ ასეᲗი პატარაა და გაოცებული ვარ საიდან ამხელა სტრესი.ოჯახᲨი არ ვᲩხუბობᲗ რომ რამე დაენახა , რა მოვიმოქმედო? მეᲨინია ეს აუტიზმის რაᲦაცა მაᲩვენებელი ხომ არ არის? სახელზე იყურება, აუტიზმის ᲫირიᲗადი ნიᲨნები არ აქვს მაგრამ არის Ძალიან ბრაზიანი .გᲗხოვᲗ მირᲩიოᲗ რა მოვიმოქმედო.იქნებ არის რაიმე ბავᲨვის დამაწყნარებელი სიროფი? ვცხოვრობᲗ საზᲦვარგარეᲗ.გვყვავს პედიატრი მაგრამ მასᲗან Ჩაწერაზე რიგია ამიტომ გწერᲗ ჯერ Თქვენ იქნებ მირᲩიოᲗ რამე

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

როგორ ავიცილოთ თავიდან ინსულტი

როგორ ავიცილოთ თავიდან ინსულტი
ინსულტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მძიმე შედეგებს იწვევს. მის შესახებ სასაუბროდ მედიცინის დოქტორს, ექიმ ნევროლოგს ვახტანგ ნანავას ვეწვიეთ.

- ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ ავუხსნათ მკითხველს, რა არის ინსულტი.

- ინსულტი ანუ ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თავის ტვინის სისხლძარღვების ყველაზე მრისხანე დაავადებაა. ის იწვევს მოძრაობით, ქცევით, გონებრივ, ემოციურ და სხვა სახის დარღვევებს, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ცხოველმყოფელობას. ზოგადად, ტერმინი ინსულტი გულისხმობს თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებას, რომელიც განპირობებულია ტვინის ამა თუ იმ ნაწილის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით (იშემია) ან გასკდომით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია), ან კიდევ ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით. ინსულტი ვითარდება თავის ტვინის მკვებავ ერთ ან მეტ სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, რის გამოც ტვინის განსაზღვრული უბანი სათანადოდ ვეღარ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ამ დროს ტვინის ქსოვილი ზიანდება. რაც უფრო სწრაფად აღდგება სისხლის მიმოქცევა, მით მეტია სრული გამოჯანმრთელების შანსი, თუმცა ინსულტგადატანილი პაციენტების დაახლოებით ნახევარი შრომის უნარს დიდი ხნით - რამდენიმე კვირით, თვით და წლითაც კი კარგავს.

- ინსულტი ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ინსულტის კლასიფიკაცია შესაძლებელია მისი მიმდინარეობის ხასიათის გათვალისწინებით.

ნაკლებად საშიშია გარდამავალი იშემიური ინსულტი და მცირე ინსულტი, რომლებიც ვითარდება ტვინის სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევის შედეგად, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მდგომარეობა განსაზღვრულ საფრთხესაც შეიცავს. პროგრესირებადი ინსულტი თავდაპირველად ნერვულ სისტემაში მცირედ ცვლილებებს იწვევს, გაუარესება მხოლოდ 1-2 დღის შემდეგ იწყება, გავრცობილი ინსულტის დროს კი ნერვული სისტემა თავიდანვე განიცდის ძლიერ დარტყმას. განასხვავებენ ორი ტიპის ინსულტს: ჰემორაგიულს (სისხლძარღვის გასკდომა და სისხლჩაქცევა) და იშემიურს (სისხლძარღვის დახშობა). როგორც ჰემორაგიული, ისე იშემიური ინსულტი ყველაზე ხშირად ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების, გულის დაავადების (მოციმციმე არითმია, მანკი, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობის, ცერებრული ათეროსკლეროზის ფონზე.

- რა იწვევს ინსულტს?

- ინსულტის ძირითადი მიზეზებია თრომბოზი, ემბოლია და სისხლჩაქცევა. თრომბოზი (ბერძ. შედედება) სისხლძარღვის სანათურში ან გულის ღრუებში სისხლის კოლტის წარმოქმნას ნიშნავს. ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი ინსულტის განვითარებას იწვევს - თრომბი აბრკოლებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინის განსაზღვრული უბნის მკვებავ სისხლძარღვში, რაც ტვინის ქსოვილში შეგუბებითი მოვლენებისა და შეშუპების განვითარებას იწვევს. თრომბოზი შუახნისა და უფროსი ასაკის პაციენტებში ინსულტის განვითარების უმთავრესი მიზეზია (ხშირია დიაბეტით დაავადებულ, მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში). მისი განვითარების ალბათობა უფრო დიდი აქვთ მსუქნებს და მწეველებს. ემბოლია სისხლძარღვის სანათურის უეცარი დახშობაა. ემბოლი წარმოადგენს სისხლის კოლტს ან ცხიმოვანი ნივთიერების, ბაქტერიების, ჰაეროვანი ბუშტუკების მასას. ემბოლიის შედეგად ინსულტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით - ღია გულზე ოპერაციის, არითმიის განსაზღვრული ნაირსახეობისა და გულის სარქვლების დაავადების შემდეგ, ლულოვანი ძვლების მოტეხილობის დროს, ინფექციის ფონზე. ემბოლიით გამოწვეული ინსულტის დროს სიმპტომატიკა ერთბაშად ვითარდება და, ჩვეულებრივ, მაქსიმალურად არის გამოხატული. სისხლჩაქცევაც ხშირი მიზეზია ინსულტისა. ის შესაძლოა უეცრად წარმოიშვას ნებისმიერ ასაკში, ჩვეულებრივ, მაღალი არტერიული წნევის ან ანევრიზმის ფონზე, თავის ტვინის არტერიის უეცარი გასკდომისას. ამ დროს სისხლი ჩაიქცევა ტვინის ქსოვილში, აწვება მას და აზიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ
როგორია ჩუმი ინსულტის პირველი ნიშნები

- რა ითვლება ინსულტის განვითარების რისკფაქტორად?

- რისკის ფაქტორებია:

  • ადრე გადატანილი ინსულტი;
  • არტერიის კედლის ათეროსკლეროზული დაზიანება;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მოციმციმე არითმია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერქოლესტერინემია;
  • ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • სიმსუქნე;
  • სიგარეტის წევა;
  • ოჯახურ ანამნეზში ინსულტების არსებობა.

- რა სიმპტომებით ვლინდება ინსულტი?

- ინსულტის სიმპტომები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დამოკიდებულია როგორც დაზიანების სიმძიმეზე, ასევე იმაზე, რომელი არტერია დაზიანდა. კვების შემცირების პასუხად განვითარებული მეორეული სისხლმომარაგება რამდენადმე აკომპენსირებს დანაკარგს. ინსულტის დროს ყველაზე ხშირად ვითარდება:

  • სხეულის ერთ ნახევარში (ხშირად - კიდურებში) დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან დამბლა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • ცნობიერების უეცარი დაბინდვა;
  • წონასწორობისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • მხედველობის მკვეთრი გაუარესება;
  • მეტყველების დარღვევა;
  • სირთულეები წერა-კითხვისა და სხვისი საუბრის აღქმისას;
  • დროსა და გარემოში დეზორიენტაცია.

იშვიათად ინსულტის წინ ავადმყოფი უჩივის ძილიანობას, თავბრუხვევას, თავის ტკივილს და ყურადღების გაფანტვას. მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარებული ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვის გასკდომის შედეგად სისხლი მაღალი წნევით აღწევს ტვინის ქსოვილში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტვინშიგა ჰემატომა. ანევრიზმის გასკდომის შედეგად სისხლჩაქცევა უმეტესად ტვინის გარსებში წარმოიქმნება. მას სუბარაქნოიდულს უწოდებენ. ასეთი სისხლჩაქცევა უმეტესად 40 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის გვხვდება. ამ დროს ვითარდება თავის უეცარი ძლიერი ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ ხანჯლის ჩაცემას ადარებენ. მოსალოდნელია კრუნჩხვაც, მაგრამ ცნობიერება, წესისამებრ, აღდგება. ავადმყოფი ძილად არის მივარდნილი, ტკივილისაგან კვნესის და ხელები თავზე აქვს შემოწყობილი. ხშირია ღებინება და გულისრევა. ჰემორაგიული ინსულტისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ვითარდება ტვინშიგა ჰემატომა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს თავდაპირველად სხეული პარალიზებული არ არის.

კომენტარები (1)
manana
საშინლად მცვივა თმები,რა ვქნა?წინასწარ დიდი მადლობა.
თარიღი : 18-07-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ავიცილოთ თავიდან ინსულტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან ინსულტი

- ბატონო ვახტანგ, თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ ავუხსნათ მკითხველს, რა არის ინსულტი.

- ინსულტი ანუ ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა თავის ტვინის სისხლძარღვების ყველაზე მრისხანე დაავადებაა. ის იწვევს მოძრაობით, ქცევით, გონებრივ, ემოციურ და სხვა სახის დარღვევებს, რომლებიც ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ცხოველმყოფელობას. ზოგადად, ტერმინი ინსულტი გულისხმობს თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებას, რომელიც განპირობებულია ტვინის ამა თუ იმ ნაწილის მკვებავი სისხლძარღვის დახშობით (იშემია) ან გასკდომით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია), ან კიდევ ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით. ინსულტი ვითარდება თავის ტვინის მკვებავ ერთ ან მეტ სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას, რის გამოც ტვინის განსაზღვრული უბანი სათანადოდ ვეღარ მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ამ დროს ტვინის ქსოვილი ზიანდება. რაც უფრო სწრაფად აღდგება სისხლის მიმოქცევა, მით მეტია სრული გამოჯანმრთელების შანსი, თუმცა ინსულტგადატანილი პაციენტების დაახლოებით ნახევარი შრომის უნარს დიდი ხნით - რამდენიმე კვირით, თვით და წლითაც კი კარგავს.

- ინსულტი ყოველთვის ერთნაირად მიმდინარეობს?

- ინსულტის კლასიფიკაცია შესაძლებელია მისი მიმდინარეობის ხასიათის გათვალისწინებით.

ნაკლებად საშიშია გარდამავალი იშემიური ინსულტი და მცირე ინსულტი, რომლებიც ვითარდება ტვინის სისხლის მიმოქცევის ხანმოკლე დარღვევის შედეგად, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს მდგომარეობა განსაზღვრულ საფრთხესაც შეიცავს. პროგრესირებადი ინსულტი თავდაპირველად ნერვულ სისტემაში მცირედ ცვლილებებს იწვევს, გაუარესება მხოლოდ 1-2 დღის შემდეგ იწყება, გავრცობილი ინსულტის დროს კი ნერვული სისტემა თავიდანვე განიცდის ძლიერ დარტყმას. განასხვავებენ ორი ტიპის ინსულტს: ჰემორაგიულს (სისხლძარღვის გასკდომა და სისხლჩაქცევა) და იშემიურს (სისხლძარღვის დახშობა). როგორც ჰემორაგიული, ისე იშემიური ინსულტი ყველაზე ხშირად ვითარდება ჰიპერტონიული დაავადების, გულის დაავადების (მოციმციმე არითმია, მანკი, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობის, ცერებრული ათეროსკლეროზის ფონზე.

- რა იწვევს ინსულტს?

- ინსულტის ძირითადი მიზეზებია თრომბოზი, ემბოლია და სისხლჩაქცევა. თრომბოზი (ბერძ. შედედება) სისხლძარღვის სანათურში ან გულის ღრუებში სისხლის კოლტის წარმოქმნას ნიშნავს. ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზი ინსულტის განვითარებას იწვევს - თრომბი აბრკოლებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინის განსაზღვრული უბნის მკვებავ სისხლძარღვში, რაც ტვინის ქსოვილში შეგუბებითი მოვლენებისა და შეშუპების განვითარებას იწვევს. თრომბოზი შუახნისა და უფროსი ასაკის პაციენტებში ინსულტის განვითარების უმთავრესი მიზეზია (ხშირია დიაბეტით დაავადებულ, მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებში). მისი განვითარების ალბათობა უფრო დიდი აქვთ მსუქნებს და მწეველებს. ემბოლია სისხლძარღვის სანათურის უეცარი დახშობაა. ემბოლი წარმოადგენს სისხლის კოლტს ან ცხიმოვანი ნივთიერების, ბაქტერიების, ჰაეროვანი ბუშტუკების მასას. ემბოლიის შედეგად ინსულტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, განსაკუთრებით - ღია გულზე ოპერაციის, არითმიის განსაზღვრული ნაირსახეობისა და გულის სარქვლების დაავადების შემდეგ, ლულოვანი ძვლების მოტეხილობის დროს, ინფექციის ფონზე. ემბოლიით გამოწვეული ინსულტის დროს სიმპტომატიკა ერთბაშად ვითარდება და, ჩვეულებრივ, მაქსიმალურად არის გამოხატული. სისხლჩაქცევაც ხშირი მიზეზია ინსულტისა. ის შესაძლოა უეცრად წარმოიშვას ნებისმიერ ასაკში, ჩვეულებრივ, მაღალი არტერიული წნევის ან ანევრიზმის ფონზე, თავის ტვინის არტერიის უეცარი გასკდომისას. ამ დროს სისხლი ჩაიქცევა ტვინის ქსოვილში, აწვება მას და აზიანებს.

- რა ითვლება ინსულტის განვითარების რისკფაქტორად?

- რისკის ფაქტორებია:

  • ადრე გადატანილი ინსულტი;
  • არტერიის კედლის ათეროსკლეროზული დაზიანება;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მოციმციმე არითმია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპერქოლესტერინემია;
  • ცხოვრების უმოძრაო წესი;
  • სიმსუქნე;
  • სიგარეტის წევა;
  • ოჯახურ ანამნეზში ინსულტების არსებობა.

- რა სიმპტომებით ვლინდება ინსულტი?

- ინსულტის სიმპტომები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და დამოკიდებულია როგორც დაზიანების სიმძიმეზე, ასევე იმაზე, რომელი არტერია დაზიანდა. კვების შემცირების პასუხად განვითარებული მეორეული სისხლმომარაგება რამდენადმე აკომპენსირებს დანაკარგს. ინსულტის დროს ყველაზე ხშირად ვითარდება:

  • სხეულის ერთ ნახევარში (ხშირად - კიდურებში) დაბუჟების, სისუსტის შეგრძნება ან დამბლა;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • ცნობიერების უეცარი დაბინდვა;
  • წონასწორობისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
  • მხედველობის მკვეთრი გაუარესება;
  • მეტყველების დარღვევა;
  • სირთულეები წერა-კითხვისა და სხვისი საუბრის აღქმისას;
  • დროსა და გარემოში დეზორიენტაცია.

იშვიათად ინსულტის წინ ავადმყოფი უჩივის ძილიანობას, თავბრუხვევას, თავის ტკივილს და ყურადღების გაფანტვას. მაღალი არტერიული წნევის ფონზე განვითარებული ჰემორაგიული ინსულტის დროს სისხლძარღვის გასკდომის შედეგად სისხლი მაღალი წნევით აღწევს ტვინის ქსოვილში, რის შედეგადაც წარმოიქმნება ტვინშიგა ჰემატომა. ანევრიზმის გასკდომის შედეგად სისხლჩაქცევა უმეტესად ტვინის გარსებში წარმოიქმნება. მას სუბარაქნოიდულს უწოდებენ. ასეთი სისხლჩაქცევა უმეტესად 40 წლამდე ასაკის პაციენტებს შორის გვხვდება. ამ დროს ვითარდება თავის უეცარი ძლიერი ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ ხანჯლის ჩაცემას ადარებენ. მოსალოდნელია კრუნჩხვაც, მაგრამ ცნობიერება, წესისამებრ, აღდგება. ავადმყოფი ძილად არის მივარდნილი, ტკივილისაგან კვნესის და ხელები თავზე აქვს შემოწყობილი. ხშირია ღებინება და გულისრევა. ჰემორაგიული ინსულტისგან განსხვავებით, რომლის დროსაც ვითარდება ტვინშიგა ჰემატომა, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს თავდაპირველად სხეული პარალიზებული არ არის.


იშემიური ინსულტი ზოგჯერ ჰემორაგიულზე ვერაგია - ამ დროს დაავადების ნიშნები თავდაპირველად შესაძლოა მკვეთრად არ იყოს გამოხატული და თანდათანობით გაძლიერდეს, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის დროს, ტვინშიგა ჰემატომის ჩამოყალიბების შემთხვევაში, სურათი მკვეთრია: ჰიპერტონიული კრიზის ფონზე აღმოცენდება ან მკვეთრად ძლიერდება თავის ტკივილი, უმეტესად - თავის ერთ ნახევარში, ავადმყოფს სახე წამოწითლებული აქვს, ხშირად ზედიზედ აღებინებს. რამდენიმე ხნის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევა, უპირატესად - სხეულის ცალ მხარეს. თუ ავადმყოფი გონზე მოდის, აღენიშნება მეტყველების მოშლაც. ტვინის ღეროში განვითარებული ჰემორაგიული ინსულტი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს და მაღალი ლეტალობა ახასიათებს. ანევრიზმის გასკდომის შედეგად ინსულტის განვითარებას ხშირად წინ უძღვის სტრესი: ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, მძიმე ტვირთის აწევა, ნერვული გადაძაბვა, რასაც თან სდევს არტერიული წნევის ხანმოკლე მატება. ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა დიდ ყურადღებას მოითხოვს. ტვინის დაზიანების ადგილისა და მხარის მიხედვით ხელში ან ხელ-ფეხში, ცალ მხარეს, აღინიშნება სისუსტე, რომელსაც ხშირად თან სდევს მეტყველების მოშლა - აფაზიაც. ზოგჯერ ვითარდება მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავე. ეს მოვლენები რამდენიმე წუთში ან საათში გაივლის, მაგრამ დღის განმავლობაში შესაძლოა რამდენიმეჯერ განმეორდეს. ასეთ დროს აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია, რადგან ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება, არსებითად, ჩამოუყალიბებელი ინსულტია, რომელიც ადრე თუ გვიან ჩამოყალიბდება. აუცილებელია, ეს სიგნალი ინსულტის გამომწვევი მიზეზის აღმოსაფხვრელად გამოვიყენოთ.

- როგორ სვამენ ინსულტის დიაგნოზს?

- ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის ამოცნობა ძნელი არ არის, როდესაც ვითარდება დამბლა, ცნობიერებისა და მეტყველების მოშლა. გაცილებით რთულია გარდამავალი დარღვევის შემთხვევები, მაგრამ ტაქტიკა საერთო უნდა იყოს - ჰოსპიტალიზაცია. კვლევის ინსტრუმენტული მეთოდებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ტვინის რენტგენულ-კომპიუტერული და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ეს მეთოდები საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ტვინის სტრუქტურის დაზიანების ტიპი, ლოკალიზაცია და მოცულობა. დაავადების ხანდაზმულობისა და დაზიანების სავარაუდო ლოკალიზაციის მიხედვით ექიმი უპირატესობას ანიჭებს ერთ-ერთ მათგანს, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს კვლევის ორივე მეთოდის გამოყენება. ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების რენტგენოკონტრასტული კვლევის საჭიროებას ნევროლოგი ან ნეიროქირურგი ადგენენ. ეს მეთოდი ტვინის არტერიის თრომბოზისა და თრომბოემბოლიის დიაგნოზირების, ასევე ანევრიზმის ზომის, ფორმისა და ლოკალიზაციის დადგენის საშუალებას იძლევა. ინსულტის დროს ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს თავზურგტვინის სითხის შესწავლა ან კვლევის სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენება.

- როგორ მკურნალობენ ინსულტს?

- ინსულტის განვითარებისას ყველაზე ძვირფასია დაავადების პირველი წუთები და საათები, ვინაიდან სწორედ ამ დროს არის სამედიცინო დახმარება ყველაზე ეფექტური. პირველი დახმარება ინსულტის დროს ასეთია: ავადმყოფი უნდა მოვათავსოთ საწოლზე და მაქსიმალურად გავათავისუფლოთ მოჭერილი ტანსაცმლისაგან. თავი და მხრები სასურველია ბალიშზე ედოს. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ პირღებინების შემთხვევაში, რათა პირნაღებმა მასამ ავადმყოფს სასუნთქი გზები არ დაუხშოს. ინსულტის დროს ავადმყოფის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში. ხშირად ინსულტს თან სდევს პნევმონიისა და ნაწოლების განვითარება. მათი პროფილაქტიკა მოითხოვს მუდმივ ყურადღებასა და ავადმყოფის მოვლას: საწოლში გადაბრუნებას, გვერდის ცვლას, თეთრეულის ცვლას, კვებას, ნაწლავების გაწმენდას, გულმკერდის ვიბრომასაჟს. როდესაც ინსულტი გამოწვეულია თრომბოზითა და ემბოლიით, ტვინის სისხლის მიმოქცევის აღსადგენად შესაძლოა ჩატარდეს ქირურგიული მკურნალობა. ქირურგიული ჩარევა შესაძლოა საჭირო გახდეს ასევე ანევრიზმის გასკდომისა და დიდი სისხლჩაქცევის (ტვინშიგა ჰემატომის) დროსაც. ინსულტის მკურნალობა იწყება არტერიული წნევისა და სისხლის შემდედებელი სისტემის ნორმალიზაციითა და სტაბილიზაციით. სისხლძარღვოვანი თერაპია იმ პრეპარატების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც აუმჯობესებენ ტვინში ნივთიერებათა ცვლას. ასევე აუცილებელია აღდგენითი მკურნალობა და რეაბილიტაცია (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი). აუცილებელია ანთების საწინააღმდეგო (ასპირინის ჯგუფის) პრეპარატების დანიშვნაც, რათა შემცირდეს ინსულტის განმეორების რისკი.

- რას გულისხმობს ინსულტის პროფილაქტიკა?

- ინსულტის (ან მისი განმეორების) პროფილაქტიკა გულისხმობს შრომისა და დასვენების სწორ რეჟიმს, რაციონალურ კვებას და ძილის მოწესრიგებას, ოჯახსა და სამსახურში ნორმალური ფსიქოლოგიური კლიმატის უზრუნველყოფას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების - გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიული დაავადების, არითმიის - დროულ მკურნალობას. აუცილებელია იმ სამკურნალო საშუალებების მიღება, რომლებიც აუმჯობესებენ თავის ტვინის სისხლძარღვების მიკროცირკულაციას და თავიდან გვაცილებენ თავის ტვინის ჰიპოქსიას. ინსულტი მიჩნეულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად, ვინაიდან რიგით მესამეა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს შორის. ამის კვალობაზე, ინსულტის პროფილაქტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.