ინსულტის რომელ ფორმებს განარჩევენ და როგორია მათი კლინიკური გამოვლინება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინსულტის რომელ ფორმებს განარჩევენ და როგორია მათი კლინიკური გამოვლინება

- ქალბატონო ია, რა არის და როგორი სახის შეიძლება იყოს ინსულტი?

- ინსულტი არის პათოლოგიური პროცესი, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება.

გამოყოფენ ინსულტის ორ ძირითად ტიპს: იშემიურსა და ჰემორაგიულს, ცალკე გამოიყოფა ტრანზიტული იშემიური შეტევა (თIA).

იშემიური ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლძარღვის დახშობით (ბლოკირებით). ინსულტების უმრავლესობა იშემიურია. სტატისტიკური მონაცემებით, იშემიური ინსულტების წილი 87%-ია.

ჰემორაგიული ინსულტი უკავშირდება სისხლძარღვის კედლის გახეთქვის შედეგად სისხლჩაქცევის განვითარებას.

ტრანზიტორული იშემიური შეტევა არის სისხლის მომარაგების გარდამავალი ხასიათის დარღვევა, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთიდან არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში და ინსულტის განვითარების პრედიქტორია.

- კლინიკურად როგორ გამოვლინდება?

- ინსულტის კლინიკური გამოვლინება ვარიაბელურია. დამოკიდებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასა და ზომაზე. განასხვავებენ ზოგადტვინოვან და კეროვან სიმპტომებს. ზოგადტვინოვანს მიეკუთვნება:

ცნობიერების დარღვევა;

დეზორიენტაცია;

ფსიქომოტორული აგზნება;

გაბრუება;

ძილიანობა;

გონების დაკარგვა;

ძლიერი თავის ტკივილი;

გულისრევა;

ღებინება;

მძიმე შემთხვევებში ვითარდება კომა, რაც ართულებს პაციენტის ნევროლოგიურ შეფასებას.

კეროვანი სიმპტომატიკის გამოვლენა დამოკიდებულია დაზიანების კერის ლოკალიზაციაზე და შესაძლოა გამოიხატოს:

სხეულის რომელიმე ნახევრის დაბუჟებით, სისუსტით, მოძრაობის სრული მოშლით - განვითარდეს ჰემიპლეგია.

შესაძლებელია განვითარდეს:

მხედველობის მოშლა;

სახის ასიმეტრია;

სიელმე;

გაორება;

ყლაპვისა და მეტყველების გაძნელება;

სუნთქვის მოშლა;

თავბრუსხვევა;

კოორდინაციის დარღვევა და სხვ.

ინსულტის ტიპის მიხედვით განსხვავებულია კლინიკური მიმდინარეობა.

ჰემორაგიული ინსულტები უფრო სწრაფი, უეცარი დაწყებით ხასიათდება, მიმდინარეობს ცნობიერების დათრგუნვით, იშემიურ ინსულტებს კი თანდათანობითი განვითარება ახასიათებს.

თუმცა აბსოლუტური ზღვარი კლინიკური მიმდინარეობის თვალსაზრისით ძნელი სათქმელია.

არცთუ იშვიათად ახასიათებს მსგავსი განვითარება და საბოლოო დიფერენცირება მხოლოდ ნეიროვიზუალური გამოსახვით ჩატარების შემდეგ ხდება შესაძლებელი.