დემენციის მკურნალობის ეფექტური გზის ძიებაში - ახალი კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დემენციის მკურნალობის ეფექტური გზის ძიებაში - ახალი კვლევის შედეგები

დემენცია გულისხმობს მეხსიერების, კოგნიტური უნარებისა და ყოველდღიური საქმიანობის შესრულების უნარის პროგრესულ დაკარგვას.

ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში 50 მილიონ ადამიანს აქვს აღნიშნული დაავადება და ყოველწლიურად, თითქმის, 10 მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ამ ეტაპზე არ არსებობს დემენციის მკურნალობის ეფექტური გზა.

მისი განვითარების განსაკუთრებულ რისკ-ფაქტორს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები წარმოადგენს.

ახალი კვლევის თანახმად, რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

• თამბაქოს მოხმარება

• შაქრიანი დიაბეტი

• ქოლესტერინის მაღალი დონე

• ინსულტი

• დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა

აღნიშნული ფაქტორები, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში დაავადების პროვოცირების შანსს ზრდის.

ზოგადად, დემენციის საერთო სიხშირე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში.

აღნიშნული კვლევისას აღმოჩნდა, რომ მაღალი არტერიული წნევა განსაკუთრებით საშიშია ქალბატონებისთვის, ვინაიდან დემენციის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

რაც, მამაკაცებთან ნაკლებად შეინიშნება. მკლევარებისთვის უცნობია რა იწვევს გენდერულ სხვაობას.

ანატომია, მამაკაცებისა და ქალბატონების განსხვავებული დამოკიდებულება წნევის მართვის პროცესის მიმართ თუ მკურნალობის მეთოდები.

იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება საკმაოდ გახშირებულია და არ არსებობს სამკურნალო საშუალებები, მკლევარები აქტიურად ცდილობენ დაავადების მართვის მექანიზმის აღმოჩენას.

კიდევ ერთი კვლევის შედეგები არის ცნობილი რომლის თანახმადაც, დემენციით დაავადებული ადამიანების მეხსიერებასა და კოგნიტურ უნარ-ჩვევებს მუსიკა აუმჯობესებს.

კვლევაში 1472 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც აღმოჩნდა, მსუბუქი დემენციის მქონე პაციენტებისთვის მუსიკის მოსმენა და შექმნა ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს.

ასევე, დადებითად მოქმედებს დაავადებულთა განწყობაზეც. გუნდში სიმღერა, დრამის წრეში მონაწილეობა და მსგავსი აქტიობებით დაკავება იმედისმომცემ შედეგებს იძლევა.