როგორ ვლინდება დემენცია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვლინდება დემენცია?

დაბერებასთან ერთად, ტვინში მომხდარი ცვლილებები მოკლევადიანი მეხსიერების გაუარესებასა და სწავლის უნარის შენელებას იწვევს.

ეს ნორმალური ასაკობრივი ცვლილებები, დემენციისგან განსხვავებით, ხელს არ უშლის ადამიანს ჩვეული საქმიანობის შესრულებაში.

მოხუცებში ამ მდგომარეობას მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითება ეწოდება. დემენცია შემეცნებითი ფუნქციების ბევრად მძიმე დაქვეითებაა, რომელიც ნელ-ნელა უარესდება.

დემენციის მქონე პაციენტები ვერ ხვდებიან, რომ შემეცნებითი ფუნქციები დაუქვეითდათ და უარყოფენ მეხსიერების გაუარესებასაც.

ხშირად დემენცია ტვინის პირველადი დაავადებაა, ანუ მას ცალკე რაიმე მიზეზი არ აქვს. თუმცა, ზოგადად, იგი ბევრმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს.

ყველაზე ხშირად, შემთხვევათა 50-70%-ში, დემენციის მიზეზი ალცჰაიმერის დაავადებაა – ტვინის პირველადი დაზიანება.

დემენციის ზოგიერთი სახის (მაგ.: ალცჰაიმერის დაავადების) დროს, ტვინში აცეტილქოლინის შემცველობა დაბალია. ეს ნივთიერება ქიმიური გადამცემია (ე.წ. ნეირომედიატორი), რომლის მეშვეობითაც ნერვული უჯრედები კავშირს ამყარებენ ერთმანეთთან.

აცეტილქოლინი ჩართულია მეხსიერების ფორმირებაში, დასწავლასა და კონცენტრაციაში, ბევრი ორგანოს მუშაობის რეგულაციაში. ტვინში სხვა ცვლილებებიც ხდება, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, ისინი იწვევს დემენციას თუ პირიქით, მის შედეგად ვითარდება.

დაავადების დროს ვლინდება:

  • მეხსიერების დაკარგვა

 

  • მეტყველების პრობლემები

 

  • პიროვნების ცვლილებები

 

  • ორიენტაციის მოშლა

 

  • ყოველდღიური საქმიანობის გაძნელება

 

  • ქცევის მოშლა ან შეუფერებელი ქცევა

ზოგ პაციენტს დემენციის დროს, ასევე ადრეულ პერიოდში ან მოგვიანებით, გულყრებიც უვითარდება.

mkurnali.ge

ადრეული სიმპტომები: დემენცია ხშირად ნელა იწყება და უარესდება, ამიტომაც ზოგჯერ მისი დიაგნოსტიკა თავიდანვე ვერ ხდება. შემეცნებითი ფუნქციებიდან, ერთ-ერთი პირველი – შესამჩნევად უარესდება მეხსიერება, განსაკუთრებით – უახლოესი წარსულის. დემენციის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, უფრო და უფრო უჭირთ:

საჭირო სიტყვის მოძებნა და გამოყენება

სხვისი მეტყველების გაგება

აბსტრაქტული აზროვნება, მაგ.: ანგარიშისას

ბევრი ჩვეული საქმიანობა, როგორიცაა გზის გაგნება და გახსენება, სად დადეს რაიმე ნივთი

სწორად განსჯა

მკურნალობა

დემენციის შემთხვევათა უმრავლესობაში არანაირ მკურნალობას არ შეუძლია შემეცნებითი ფუნქციების აღდგენა. თუმცა, ამ დაავადების დამამძიმებელ დარღვევათა გამოსწორებით შეიძლება მისი შენელება.

განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა. ზოგი მედიკამენტის მიღება შედეგიანია რაღაც დროის განმავლობაში მაინც.

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დემენციის დროს, პაციენტებისთვის ყველაზე კარგი ოჯახურ გარემოში ყოფნაა და მათ შეუძლიათ, დარჩნენ სახლში. გარემო უნდა იყოს ნათელი, მხიარული, უსაფრთხო, სტაბილური და მოიცავდეს რაიმენაირ სტიმულაციას, მაგალითად, რადიოს ან ტელევიზორს.

სახლის მოწყობა ისეა საჭირო, რომ ადამიანს გაუადვილდეს ორიენტირება, მაგალითად, ფანჯრების მეშვეობით მიხვდეს, დღის რა დროა. მოწესრიგებული რეჟიმი ეხმარება მას, შეინარჩუნოს ორიენტაცია, ჰქონდეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა.