დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბაქტერია, ვირუსი ან პარაზიტი იყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ბაქტერია, ვირუსი ან პარაზიტი იყოს

რომ იმუნიტეტის აქტიურობა მომატებულია რომელიღაც გამაღიზიანებლის გამო და ეს გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს პარაზიტი, ბაქტერია ან ვირუსი.

ბუნებაში არსებობს ისეთი პარაზიტები, ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევასა და ემოციებზე. ამის მაგალითია ტოქსოპლაზმა - კატის კუჭ-ნაწლავში მცხოვრები პარაზიტი.

მისი კვერცხები განავალთან ერთად ხვდება გარემოში და კონტაქტის შემთხვევაში ვირთხის ორგანიზმში იჭრება. დასნებოვნებულ ვირთხას კატის შარდის სუნისადმი ლტოლვა უჩნდება - პარაზიტი ააქტიურებს მისი ტვინის იმ უბნებს, რომლებიც სქესობრივ აღგზნებას განაგებს.

სავარაუდოდ, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი თ. გონდიი-ს მატარებელია. ეს პარაზიტი, ისევე როგორც დეპრესია, დაკავშირებულია ანთების მარკერებთან.

ცნობილია, რომ დეპრესიითა და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია სუიციდური აზრები, მომატებული აქვთ თ. გონდიი-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე.

მრავალი ცდითაა დადასტურებული, რომ მღრღნელების ემოციური ქცევა იცვლება, როცა მათზე ბაქტერიები ზემოქმედებენ. გარდა ამისა, მეცნიერებმა გააანალიზეს 28 კვლევის შედეგები, რომლებმაც დაადასტურა დეპრესიის კავშირი ბორნის დაავადების, ჰერპესის, ჩუტყვავილასა და ეპშტეინ-ბარის ვირუსებთან. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბორნის დაავადება დეპრესიით დაავადებულებში სხვებზე 3,25-ჯერ ხშირია.

თურჰან კანლის ბოლო არგუმენტია დეპრესიასთან კავშირის მქონე გენების წარუმატებელი ძიება.

მეცნიერი ვარაუდობს, რომ გენეტიკოსები გენების შიგნით ეძებენ დეპრესიის გამომწვევ ცვლილებებს, მაშინ როდესაც გენების 8% გარეგან ზემოქმედებაზეა დამოკიდებული. ბაქტერიებს, ვირუსებსა და პარაზიტებს შეუძლიათ გენების შეცვლა და დედისგან შვილზე გავრცელება. თურჰან კანლი მასშტაბური კვლევის ჩატარებას ითხოვს. თუ მისი ჰიპოთეზა დადასტურდა, შესაძლოა დეპრესიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაც მოხერხდეს.