4 საკვები, რომელიც ტვინს ყველაზე მეტად უყვარს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

4 საკვები, რომელიც ტვინს ყველაზე მეტად უყვარს

4 საკვები, რომელიც ტვინს ყველაზე მეტად უყვარს
რომელ პროდუქტებს შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის დაბერების პროცესის შეჩერება?

მოცვი


mkurnali.ge


ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, მოცვი თავის ტვინის ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებისგან გვიცავს.

ასევე, ალცაიმერით დაავადების რისკს ამცირებს. ის ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი, თავის ტვინს კვებავს და შემეცნების უნარს აუმჯობესებს.

ნევროლოგების განმარტებით, მოცვი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის. შესაბამისად, დაბერების პროცესს აფერხებს.


თხილეული



mkurnali.ge


ისინი ვიტამინებს, ცილებსა და მინერალებს შეიცავს. ზოგიერთი სახეობა სასარგებლოა გულისთვის, ასევე თავის ტვინისთვის.

თხილეულში ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავა, ომეგა-3-ია. რაც, მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

ომეგა-3 ნეირონების მემბრანის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია, ის მონაწილეობს სიგნალების გადაცემაში.

ასევე, ნეირონებს
ზრდასა და მოქნილობაში ეხმარება. ომეგა-3 ებრძვის ასაკთან დაკავშირებულ თავის ტვინის ცვლილებებს.

კაკალი მდიდარია ომეგა-3-ით. თუმცა, კარგი იქნება ერთ ხრიკს თუ გაითვალისწინებთ, თხილეული საყინულეში შეინახეთ, ასე მის შემცველობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავა უკეთ შეინახება და არ გაფუჭდება.


მწვანე ჩაი


mkurnali.ge

ის ფლავანოიდებითა და ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი.

მრავალ სასარგებლო
თვისებასთან ერთად, ის ტვინის ფუნქციონირებისთვის შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა.

2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის ექსტრაქტი თავის ტვინის მუშაობას, კოგნიტურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებას აუმჯობესებს.


შავი შოკოლადი


mkurnali.ge

შავ შოკოლადში შემავალი ფლავანოლები აზროვნების უნარს აუმჯობესებენ.

მაღალ არტერიულ წნევას, ასევე თრომბების წარმოქმნის რისკს ამცირებს.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა ექსპერტებმა შეადგინეს სიმპტომების სია, რომელიც ორგანიზმის გამოფიტვაზე მეტყველებს.
ტერმინი “ქალაშიდა წნევა” ალბათ ყველას გაუგონია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს თუ ეცოდინებათ, რას ნიშნავს ის.
თავის ტკივილი მოსახლეობაში ერთ-ერთი გავრცელებული სიმპტომია.
ერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზე
სახის თითოეულ მხარეს გვაქვს თითო სამწვერა ნერვი, რომლის დაზიანებისას ტკივილი სახის მიდამოებს მოიცავს.
როგორც წესი, პარკინსონის დაავადება დიაგნოსტირდება მაშინ, როდესაც ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება ვითარდება.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად