რას გეუბნებათ თავის ტკივილი?
ბევრ ადამიანს ის ქრონიკულად აწუხებს და მათი ცხოვრების ხარისხს აქვეითებს.
თავის ტკივილის მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, როგორ გავარჩიოთ და მივხვდეთ, რა მიზეზით არის თავის ტკივილი გამოწვეული?
-
შაკიკი
მწვავე თავის ტკივილია, რომელიც ქალებში სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.
ის შეიძლება სტრესმა, შფოთვამ და დეპრესიამ გამოიწვიოს, ასევე ალერგიულმა საკვებმაც.
შოკოლადმა და სხვადასხვა არომატმა.
შაკიკისთვის დამახასიათებელია თავის ერთ მხარეს ტკივილები.
გარდა ამისა, მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
- გულისრევის შეგრძნება
- ღებინება
- სინათლისა და ბგერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
-
მენსტრუალური თავის ტკივილი
ციკლის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე თავის ტკივილები ბევრ ქალბატონს აწუხებს. ეს ჰორმონების, კერძოდ, ესტროგენების ცვალებადობით არის გამოწვეული.
მარტივი ჩვევების გამომუშავება თავის ტკივილის სიმპტომის დამარცხებაში დაგეხმარებათ.
- იძინეთ 7-8 საათი
- აუცილებლად ისაუზმეთ და წაიხემსეთ ცილებით მდიდარი საკვებით, რათა სისხლში შაქრის დონე დასტაბილურდეს
- მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რომ დეჰიდრატაცია არ განიცადოს ორგანიზმმა
-
თავის ტკივილი სინუსის მიდამოში
შუბლისა და ცხვირის მიდამოში ტკივილი სინუსური ხასიათის შეიძლება იყოს.
ზოგჯერ ალერგია და სინუსური ინფექცია, ერთდროულად, გამაბრუებელ თავის ტკივილს იწვევს. ამ სახის თავის ტკივილის დროს აუციელებლია, ექიმს მიმართოთ და შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროთ.
დახარეთ თავი წინ, იგრძენით ზეწოლა და ტკივილი შუბლის არეში? ეს, შესაძლოა, სინუსური ინფექციის მაუწყებელი იყოს.
-
დაძაბული თავის ტკივილი
ყოველდღიურად, სამსახურიდან დაბრუნებულს თავი გტკივათ? განგაშის ზარს ნუ შემოკრავთ, სტრესულ გარემოში მუშაობა, მუდმივად კომპიუტერის ეკრანის წინ ყოფნა - თავის ტკივილის მიზეზია.
მაქსიმალურად ეცადეთ სამსახურში თავად შეუმქნათ თავს კომფორტი.
ხშირად დაისვენეთ, სვით საკმარისი რაოდენობის წყალი, ჯანასაღად წაიხემსეთ, პატარა „ოფისისი ვარჯიშები“ გააკეთეთ, მოერიდეთ დიდი რაოდენობით კოფეინს.
-
კლასტერული თავის ტკივილი
იშვიათია - ყოველი 1000 ადამიანიდან 1-ს უფიქსირდება.
ეს თავის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. მისი სიმპტომია თვალის ერთ მხარეს ძლიერი ტკივილი, თვალის შეწითლება, წვის შეგრძნება და ცრემლდენა.
მას ციკლურობა და სეზონურობა ახასიათებს, გამომწევი მიზეზი უცნობია.
ხშირად საკვებთან, ჰორმონალურ ცვლილებებთან და სტრესთან ასოცირდება.
ასევე, ჰიპოთალამუსში ცვლილებებსაც უკავშირებენ.
-
თავის ტკივილი წითელი ღვინის მიღების შემდეგ ( RWH)
მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში სწავლობდნენ აღნიშნულ სიმპტომს.
თუმცა უცნობია, რა კავშირია წითელ ღვინოსა და თავის ტკივილს შორის.
ფიქრობენ, რომ ღვინოში შემავალი ბუნებრივი ნაერთები, როგორებიცაა სულფიტები, ჰისტამინები და ტანინები, გავლენას ახდენენ ორგანიზმზე.
-
თავის ტკივილი სექსუალური კავშირის დროს
როგორც აღმოჩნდა, არაერთი ადამიანი უჩივის თავის არაპროგნოზირებად და ინტენსიურ ტკივილებს ორგაზმის დროს.
ზუსტი მიზეზი უცნობია, რა განაპირობებს ამ ტიპის თავის ტკივილებს, თუმცა ექსპერტები მას სტრესს უკავშირებენ.
ასევე ის არტერიული წნევისა და გულისცემის მატების შედეგი შეიძლება იყოს.