რომელი ქირურგიული ჩარევაა ყველაზე ეფექტური სამწვერა ნერვის დაავადებისას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ქირურგიული ჩარევაა ყველაზე ეფექტური სამწვერა ნერვის დაავადებისას?

სამწვერა ნერვის ტკივილი თავდაპირველად ხანმოკლე და მსუბუქია, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო მტკივნეული და ხანგრძლივი გახდეს.

მის ტკივილს ელექტროშოკის, ან დაჭრის შეგრძნებას ადარებენ.

ადამიანთა უმეტესობა, ვისაც დაავადება აწუხებს, აღნიშნავს რომ, ტკივილი რამდენიმე დღე ან კვირა გრძელდება, შემდგომ სუსტდება. ახასიათებს შეტევითი და პერიოდული ხასიათი.

ტკივილი გვხვდება სახის მხოლოდ ერთ მხარეს. მას შეხება იწვევს.

თვალის, ყბის, შუბლის, კბილის შემაწუხებელი ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ქმედებებმა:

• კბილების გახეხვა

• პირის გაპარსვა

• მაკიაჟის გაკეთება

• ჭამა/სმა

• საუბარი

• სახეზე ნიავის დაბერვამაც

უამრავი რამ, რაც სახის მოძრაობას უკავშირდება, ტკივილის მაპროვოცირებელია.

ეს საშინლად თრგუნავს პაციენტს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილი მუდმივ, ქრონიკულ ხასიათს ღებულობს.

შეტევის დროს, თბილი ან ცივი კომპრესები დაგეხმარებათ, ან ხელის დაჭერა მტკივნეულ ადგილას, თუმცა დაავადების მართვა დამოუკიდებლად შეუძლებელია.

მისი მართვა და კვლევა ექიმის დახმარებით უნდა მოხდეს.

მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ასევე ქირურგიული.

ძირითადად, დაავადება ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას.

თუმცა, გამეორების შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევა ინიშნება, რომელიც პირველ რიგში, გლიცეროლის ინექციების გამოყენებას გულისხმობს.

mkurnali.ge

პროცედურის დროს, ლოკალური ანესთეზია კეთდება, ნემსი ექიმს ლოყაში შეჰყავს, რომლის დახმარებითაც სამწვერა ნერვთან სტერილური გლიცერინი გამოიყოფა, ის ბლოკავს ნერვის ტკივილს.

პროცედურა რამდენიმეწუთიანია და იმ დღესვე შეგიძლიათ სახლში წასვლა.

ასევე, არსებობს გამა-დანით რადიოქირურგია და სხვ.

mkurnali.ge

შედეგიანია და ხშირად გამოიყენება მიკროვასკულარული დეკომპრესია, ოპერაციის დროს სამწვერა ნერვზე დამწოლი სისხლძარღვის განცალკევება ხდება და შემთხვევათა უმეტესობა კარგი შედეგით სრულდება.

მკურნალობის როგორი მეთოდი უნდა გამოიყენოთ, ამას თავად ექიმი გადაწყვეტს. შემაწუხებელ ტკივილს თავს დააღწევთ დროული მიმართვიანობის შემთხვევაში.