მეცნიერებმა პარკინსონის დაავადების მაქსიმალურად ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი წარმოადგინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა პარკინსონის დაავადების მაქსიმალურად ადრეული დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი წარმოადგინეს

ექიმებს მხოლოდ ისღა რჩებათ, რომ ებრძოლონ ამ სიმპტომებს.

ამიტომ სპეციალისტები აქტიურად ეძებენ მაქსიმალურად ნაადრევი დიაგნოსტიკის საშუალებებს.

იერუსალიმის უნივერსიტეტმა შემოგვთავაზა ამგვარი გადაწყვეტილება.

შემოთავაზებული მეთოდის თანახმად, შესაძლებელია დიაგნოზის დასმა ხილული სიმპტომების გამოვლენამდე 20 წლით ადრე.

საუბარია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევის პროცესის ანალიზზე.

მეცნიერები დაინტერესდნენ ყაბზობით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დაკავშირებულია პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსთან.

პარკინსონის დაავადების დროს დოფამინური უჯრედების მარაგი იფიტება.

სიმპტომები, კერძოდ მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები, ვლინდება უკვე მრავალი უჯრედის განადგურებისას.

ყაბზობა - პარკინსონის დაავადების ერთერთი არამოტორული სიმპტომია.

სინამდვილეში, ეს საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ამიტომ მეცნიერები მოგვიწოდებენ ყაბზობა განვიხილოთ დაავადების ძირითად ინდიკატორად.

საქმე ისაა, რომ ლევის სხეულაკები (ტვინის უჯრედებში ცილოვანი ჩანართები, რომელიც უკავშირდება დაავადებას), სხვა ადგილებთან ერთად, გროვდება იმ მიდამოშიც, რომელიც აკონტროლებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აქტივობას.

სწორედ ამით აიხსნება ყაბზობასა და დაავადებას შორის კავშირი.

ეს მოსაზრება დადასტურდა ექსპერიმენტით: თაგვებში ზრდიდნენ სპეციფიკური ცილის ალფა-სინუკლეინის ექსპრესიას.

ეს უკანასკნელი აძლიერებდა ტვინის იმ მიდამოს ლევის სხეულაკების აქტივობას, რომელიც აკონტროლებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას.

ცილის გადაჭარბებული ექსპრესიის შედეგად, ტვინის უჯრედების ელექტრული აქტივობა ქვეითდებოდა.