ზედმეტი ძილი - სასარგებლოა თუ საზიანო? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზედმეტი ძილი - სასარგებლოა თუ საზიანო?

ადამიანების უმეტესობა ინსომნიის (ძილის სხვადასხვაგვარი დარღვევა) დიაგნოზით იტანჯება, რაც იწვევს მათი სასიცოცხლო ძალების დასუსტებასა და  შფოთვას. უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს რიგი დაავადებები.

თუმცა თუ გიფიქრიათ, რამდენად სასარგებლოა ზედმეტი ძილი?!

ექიმების რჩევით, მოზრდილ ადამიანს 7-8 საათი უნდა ეძინოს, ვინაიდან ის ისეთივე მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესია, როგორც ჭამა, სმა და სხვ. არასაკმარისი ძილი განწყობასა და შრომისუნარიანობაზე მოქმედებს.

ამის მიუხედავად, მიდგომა, რომ იძინეთ, იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ, ნამდვილად არ არის სწორი. ადამიანები, ვისაც დიდხანს სძინავთ, საფრთხეს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას. კვლევებით დასტურდება, რომ ხშირია ასეთ ადამიანებში გულის პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი. ამასთანავე, იზრდება ნაადრევი სიკვდილის რისკი.

ძილის მექანიზმი მუშაობს ჭამის მსგავსად. როდესაც, თქვენ მიირთმევთ საკვებს, ტვინში აღიძვრება შესაბამისი სასიგნალო ჰორმონი, რომელიც დანაყრების შესახებ გატყობინებთ. ამ დროს, თქვენ აღარ გშიათ, მაგრამ შეგიძლიათ გემრიელი ნუგბარი მაინც დააყოლოთ მიღებულ საკვებს.

ასეა ძილის დროსაც, თქვენ შეიძლება გეძინოთ, იმდენი, რამდენიც საკმარისია, თუმცა დააიგნოროთ სიგნალი და კვლავ ლოგინში დარჩეთ. რაც უფრო მეტხანს იძინებთ, უფრო მეტის სურვილი გაგიჩნდებათ, ეს კი ნეგატიურად აისახება თქვენზე. ზედმეტმა ძილმა შესაძლოა დეპრესია, ფოკუსირების პრობლემები, მოთენთვა და  დაღლილობა გამოიწვიოს.

ზედმეტი ძილი ჭარბწონიანობას იწვევს, როცა დიდხანს გძინავთ კუნთები მოდუნებულია, არ მოძრაობთ, ეს კი აისახება წონის კლებაზე.

თუ იმაზე ღელავთ, რომ 8 საათი არ გძინავთ, ამ ფაქტმა არ შეგაშფოთოთ. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური დრო სჭირდება გამოძინებისთვის. თუ, დილით გრძნობთ თავს დასვენებულად და არ გიძინიათ 7-8 საათი, ეს ნიშნავს, რომ ის დრო, რაც გეძინათ სრულებით საკმარისია თქვენი ორგანიზმისთვის. ამას გარდა, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სპეციალური გენი HDEC2 და მათთვის 4 საათით ძილი სრულებით საკმარისია.

ასევე, ძალიან საინტერესოა პოლიფაზური ძილის ფენომენი. ექიმები სასტიკად ეწინააღმდეგებიან მას, თუმცა ბევრი ცნობილი ადამიანი მიმართავდა ძილის ასეთ რეჟიმს: უისტონ ჩერჩილი, ლეონარდო დავიჩი, ჩარლზ დიკენსი, ნიკოლა ტესლა და სხვა.

პოლიფაზური ძილის არაერთი სახეობა არსებობს, შინაარსი კი ერთია: გძინავთ ღამით მხოლოდ 4 საათი, დღისით კი 20-30 წუთით შეგიძლიათ წაუძინოთ.

ამ რეჟიმის მიმდევრები თვლიან, რომ ძილი დროის კარგვაა, ის მხოლოდ მოსვენების პროცესია, ამიტომაც შეგიძლიათ დივანზე მოკალათებულმა, თვალები დახუჭოთ რამდენიმე წუთით და ესეც საკმარისი იყოს ორგანიზმისთვის.

ისინი თავს იმართლებენ REM -ის ( თვალის სწრაფი მოძრაობა) არსებობით, რაც ძილის ერთ-ერთი ფაზაა - ის 20-30 წუთი გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ტვინი თავისუფლდება სტრესისგან, ივსება სასიცოცხლო ენერგიებით. თუ თქვენ ამ ფაზაზე ყოფნის დროს გამოგეღვიძათ, მაშინ თავს ენერგიულად იგრძნობთ და არც კი გაგიჩნდებათ საწოლში დაბრუნების სურვილი, ღრმა ფაზის დროს გაღვიძება კი ცუდ განწყობას და კვლავ ძილის სურვილს აძლიერებს.