როდის ხდება კიდურების დაბუჟება საშიში დაავადება – ნეიროქირურგი პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის ხდება კიდურების დაბუჟება საშიში დაავადება – ნეიროქირურგი პერიფერიული ნერვული სისტემების დაზიანებებზე

არ არის დაკავშირებული. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად გავრცელებული შემთხვევები ხდება ფეხის ფეხზე გადადების და ასევე, ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად უდევთ ხოლმე.

ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევებია და ჩხვლეტის შეგრძნება მალე სრულდება. თუმცა არის შემთხვევები, რომ კიდურების დაბუჟება ძალზე შემაწუხებელია და დიდხანს გრძელდება. შესაძლოა, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ტკივილი, გრძნობის დაკარგვა, კუნთების სისუსტე.

ამ შემთხვევებში დაბუჟება ნერვის დაზიანებით არის გამოწვეული და მას სერიოზული და დროული ჩარევა სჭირდება. უბრალო დაბუჟებისგან განსხვავებით, პერიფერიული ნერვების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და რთული ტრავმაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ნეიროქირურგის რუდიკო ჯიგანიას განმარტებით, ნერვის დაზიანება ხდება, როცა ირღვევა მისი მთლიანობა, რის შედეგადაც ვითარდება აღნიშნული ნერვის ფუნქციის მოშლა. ეს კი გამოიხატება მოძრაობის შეზღუდვით, მგრძნობელობის დარღვევით, ტკივილითა და კუნთების განლევით. პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებებსა და გვირაბის სინდრომის შესახებ თავად რუდიკო ჯიგანია გვესაუბრება.

რა იწვევს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებას?

პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება შესაძლოა დადგეს სხვადასხვა მიზეზებით, როგორიც არის ბლაგვი, მჭრელი ან მჩხვლეტავი საგნით ან და ცეცხლსასროლი ჭრილობით, ასევე ტრაქციული დაზიანების შედეგად რაც გულისხმობს ნერვის დაჭიმვით გამოწვეული დაზიანება.

გამოვლენის ფორმაც დამოკიდებულია ნერვის დაზიანების სიმძიმეზე.

რა არის სიმპტომები, რომლის აღმოჩენის დროსაც ექიმთან მიმართვა არის აუცილებელი?

ძირითადი სიმპტომები ნერვის დაზიანების დროს არის: დაბუჟება, დენის დარტყმის შეგრძნება, ტკივილი კიდურებში, მგრძნობელობის დაქვეითება ან სრულიად დაკარგვა, კუნთების განლევა, კიდურის მოძრაობის გაძნელება.

ჩამოთვლილთაგან რომელიმე მათგანი თუ ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებელია ექიმთან მიმართვა. რადგან პერიფერიული ნერვების დაზიანება არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმას, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

პერიფერიული ნერვების დაზიანების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ითვლება ელექტრონეირომიოგრაფია, ნერვის ექოსკოპია და მაგნიტურ რეზონანსული (MღI) გამოსახვა (კონტრასტული გაძლიერებით ან მის გარეშე).

მოგვიყევით მკურნალობის იმ მეთოდების შესახებ, რომლებსაც "ნიუ ჰოსპიტალსში" მიმართავთ.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ნეიროქირურგიულ განყოფილებაში პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანების დროს ყველა ტიპის ოპერაცია კეთდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ საბოლოოდ საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

მართალია, მედიცინაში 100%-იანი შედეგის გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ჩვენი გუნდის გამოცდილება საუკეთესო შედეგის მიღების საშუალებას გვაძლევს.

რაც შეეხება ოპერაციებს: ნერვის მთლიანობის დარღვევის დროს კეთდება ნერვის რეკონსტრუქცია ანუ ნერვის გაკერვა, შეხორცებებში მოყოლილი ნერვის დროს ტარდება ნევროლიზი და ენდონევროლიზი, რაც ნერვის გარსიდან შეხორცებების მოცილებას გულისხმობს. ნერვის კომპრესიის დროს ხდება დეკომპრესია, ტრანსპოზიცია.

ამ დროს კეთდება ნერვის გადაადგილება კომპრესიის მოსაცილებლად. სიმსივნეების დროს კი ვაკეთებთ სიმსივნის მოცილებას ნერვიდან მისი მთლიანობის შენარჩუნებით.

გვირაბის სინდრომი ნერვის დაზიანების რა ტიპია?

გვირაბის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლებიც გამოწვეულია ნერვის ანატომიურად ვიწრო გვირაბებში კომპერსიით ანუ მოჭყლეტვით, ზეწოლით.

ანატომიური გვირაბის კედლები წარმოდგენილია ისეთი სტრუქტურებით, როგორიცაა: ძვლები, მყესები, კუნთები. ნორმალურ მდგომარეობაში გვირაბებში გადის პერიფერიული ნერვები და სისხლძარღვები. მაგრამ გარკვეული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად არხი ვიწროვდება და ახდენს ნერვზე ზეწოლას.

გვირაბული სინდრომების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სხვდასხვა მდგომარეობა ან ტრავმა. მაგალითად, კიდურების ძვლების მოტეხილობა, იდაყვის ძვლის ტრავმა, დიდი ხნით ერთ პოზაში ჯდომა (მაგალითად, მუშაობა კომპიუტერთან), ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

გვირაბის სინდრომის დიაგნოსტიკა პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებების ანალოგიურად ხდება. მკურნალობა კი არსებობს როგორც კონსერვატიული, ისე ქირურგიული.

როდესაც კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა, ამ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას ვატარებთ. ტრავმული დაზიანების დროს, როცა ნერვის დაზიანება კვლევებით დადასტურებულია, კონსერვატული მკურნალობის გარეშე პირდაპირ ოპერაციული ჩარევა ხდება. ანალოგიური ვითარებაა სიმსივნეების დროსაც.

რამდენიმე სახის გვირაბის სინდრომი არსებობს. რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი მათგანია ყველაზე გავრცელებული? ყველაზე საშიში რომელია?

არსებობს ორ ათეულზე მეტი გვირაბის სინდრომი, მაგრამ უფრო ხშირად რამდენიმე მათგანი გვხვდება ხოლმე. ყველაზე გავრცელებულია შუათანა ნერვის ნეიროპათია (მაჯის გვირაბის სინდრომი). ასევე ხშირად გვხვდება: იდაყვის ნერვის ნეიროპათია (იდაყვის გვირაბის სინდრომი), სხივის ნერვის ნეიროპათია სპირალურ არხში, მცირე წვივის ნერვის გვირაბის სინდრომი, დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია ტარზალურ არხში, მხრის წნულის ნეიროპათია და ა.შ.

რაც შეეხება მათ სირთულეს, ყველა ნეიროპათია საშიშია, თუ დროულად არ მივხედეთ, რადგან თითოეულ მათგანს შეუძლია პაციენტს პრობლემა შეუქმნას, ცხოვრების ხარისხი გააუარესოს.

კონკრეტულად რა გართულებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტი, თუ აღნიშნულ პრობლემებს დროულად არ მიაქცევს ყურადღებას?

დაგვიანებული მომართვიანობისას დროს აღმოცენებული ძირითადი პრობლემა არის ხოლმე კიდურის ფუნქციის დარღვევა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ინვალიდიზაცია.

ვინ არიან აღნიშნული დაავადებების რისკ ჯგუფში?

კონკრეტული რისკ ჯგუფები არ არსებობს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ გვირაბული არხის სინდრომები უმეტესი წილი შედარებით გვიან ასაკში გვხვდება.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190