/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

დისკის თიაქარი და მისი ოპერაციული მკურნალობა

დისკის თიაქარი და მისი ოპერაციული მკურნალობა
დისკის დაავადებათა მიზეზებზე, მათ თავისებურებებსა და მკურნალობის ოპერაციულ მეთოდზე გვესაუბრება

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგი, ნეირორადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნიკოლოზ საინიშვილი.

- რას წარმოადგენს დისკის თიაქარი?

- მოდი, დავიწყოთ იმით, რა არის მალათაშუა დისკო. მალათაშუა დისკო გახლავთ ხრტილოვანი წარმონაქმნი, რომელიც მალების სხეულებს შორის მდებარეობს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მალები ერთმანეთს ესახსრება ერთი მხრივ ვენტრალურ ნაწილში, დისკოთი, მეორე მხრივ კი უკანა ნაწილში, რკალებზე მდებარე წვრილი სახსრებით. ფაქტობრივად, მალათაშუა სახსარი დისკოს ფორმის ნახევრად მოძრავი სახსარია. საკუთრივ დისკო შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესებრი სტრუქტურა აქვს.

თუ დისკო რაიმე მიზეზით დაზიანდა (ახალგაზრდობისას დაზიანება უმეტესად ტრავმული გენეზისაა, მოხუცებულ ასაკში კი დეგენერაციული პროცესებით არის განპირობებული), მკვრივი ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და ჟელესმაგვარი პულპოზური ბირთვი მის შრეებს შორის აღწევს ან გარეთ გამოდის. სწორედ ეს არის დისკის თიაქარი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.თუ შეიძლება მასწავლეთ როგორ დავამზადო ნატურალური საფერავიდან გემოგლობინის ასამაღლებელი საშუალება.დუღილით რომ კეთდება.მადლობა</p>

- გამოდის, რომ არ ხდება, როგორც ბევრს ჰგონია, ხრტილოვანი ფირფიტის ცდომა და მალათაშუა ადგილებიდან გამოვარდნა - დისკოს ფორმის ხრტილოვანი ჩანართები ხომ ფაქტობრივად შეზრდილია, მტკიცედ ეკვრის მალების სხეულებს და მათი გამოვარდნა წარმოუდგენელია - და დისკის თიაქარი სულ სხვა პროცესს მოიცავს?

mkurnali.ge- ტერმინი "თიაქარი" გულისხმობს ნორმალური დისლოკაციის ადგილიდან დაძვრას, ანუ შემაკავებელი კაფსულის გარეთ გამოსვლას. კაფსულის დაზიანების მიხედვით განასხვავებენ თიაქრის სხვადასხვა სახეობას. მაგალითად, თუ კაფსულა მთლიანად დაირღვა და გამოვარდნილმა ნაწილმა ზევით ან ქვევით გადაინაცვლა, ვსაუბრობთ სეკვესტრირებულ თიაქარზე. ეს უკანასკნელი ოპერაციული ჩარევის აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს. თუ კაფსულა გაბერილია და გამოწეულია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროტრუზიასთან.

პროტრუზია უმეტესად არ არის საოპერაციო, ოპერაცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ტარდება, როდესაც მასაჟი, მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოთერაპია უშედეგოა. თუ დაზიანება დისკის დონეზეა და თიაქრის სეკვესტრი არ არის ჩამოყალიბებული, ოპერაციულ ჩარევამდე მკურნალობის ყველა სხვა სპექტრს ვიყენებთ: ვუნიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში - გაჭიმვას სპეციალურ დისრაქციულ მაგიდაზე, წყალქვეშა დაჭიმვას, რაც გულისხმობს დაჭიმვას ვერტიკალურ აბაზანაში სიმძიმის გამოყენებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

შაქრის დამწევი მცენარეული საშუალებები
შაქრის დამწევი მცენარეული საშუალებები
შაქრიანი დიაბეტის კომპლექსურ მკურნალობაში სამკურნალო მცენარეები უკვე საკმაოდ დიდი ხანია, ფართოდ გამოიყენება.
სრულად
იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებები გრიპის დროს
იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებები გრიპის დროს
სიცივეების პერიოდში თითქმის ყველა სურდოთი ავადდება. ვირუსი რომ არ შეგეყაროთ, საკმარისია იზრუნოთ თქვენს თავზე და იმუნიტეტი გაიძლიეროთ!
სრულად
როგორ დავეხმაროთ სახსრებს - დაფნა და ნიახური სახსრებისათვის
როგორ დავეხმაროთ სახსრებს - დაფნა და ნიახური სახსრებისათვის
სახსრების ტკივილი და სხვა უსიამოვნებანი ასაკთან ერთად ბევრ ადამიანს უვლინდება.
სრულად
5 რეცეპტი, რომლებიც თქვენს სისხლძარღვებს გაწმენდს, განაახლებს და ჯანსაღ ელფერს შესძენს
5 რეცეპტი, რომლებიც თქვენს სისხლძარღვებს გაწმენდს, განაახლებს და ჯანსაღ ელფერს შესძენს
ოხრახუში, რომ სისხლძარღვთა გასაწმენდად სასარგებლოა ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა მრავალ სხვა ბუნებრივ კომპონენტს შეუძლია აგარიდოთ თრომბები თავიდან. ჩაინიშნეთ რეცეპტები:
სრულად
არამედიკამენტური ანტიმიკრობული საშუალებები
არამედიკამენტური ანტიმიკრობული საშუალებები
ხალხური მედიცინა არაერთ ანტიმიკრობულ საშუალებას ფლობს. ეს ე. წ. „ბუნებრივი ანტიბიოტიკები“ (ცალკეულ მცენარეთა ნაყენები თუ ნახარშები, მცენარის ნაწილები ბუნებრივი სახით და სხვა)
სრულად
დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად
დინდგელი იმუნიტეტის ასამაღლებლად
დინდგელის (იმავე პროპოლისის) ანტიმიკრობული თვისებები ფართოდაა ცნობილი. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

დისკის თიაქარი და მისი ოპერაციული მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისკის თიაქარი და მისი ოპერაციული მკურნალობა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნეიროქირურგი, ნეირორადიოლოგი, მედიცინის დოქტორი ნიკოლოზ საინიშვილი.

- რას წარმოადგენს დისკის თიაქარი?

- მოდი, დავიწყოთ იმით, რა არის მალათაშუა დისკო. მალათაშუა დისკო გახლავთ ხრტილოვანი წარმონაქმნი, რომელიც მალების სხეულებს შორის მდებარეობს.

მალები ერთმანეთს ესახსრება ერთი მხრივ ვენტრალურ ნაწილში, დისკოთი, მეორე მხრივ კი უკანა ნაწილში, რკალებზე მდებარე წვრილი სახსრებით. ფაქტობრივად, მალათაშუა სახსარი დისკოს ფორმის ნახევრად მოძრავი სახსარია. საკუთრივ დისკო შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესებრი სტრუქტურა აქვს.

თუ დისკო რაიმე მიზეზით დაზიანდა (ახალგაზრდობისას დაზიანება უმეტესად ტრავმული გენეზისაა, მოხუცებულ ასაკში კი დეგენერაციული პროცესებით არის განპირობებული), მკვრივი ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და ჟელესმაგვარი პულპოზური ბირთვი მის შრეებს შორის აღწევს ან გარეთ გამოდის. სწორედ ეს არის დისკის თიაქარი.

- გამოდის, რომ არ ხდება, როგორც ბევრს ჰგონია, ხრტილოვანი ფირფიტის ცდომა და მალათაშუა ადგილებიდან გამოვარდნა - დისკოს ფორმის ხრტილოვანი ჩანართები ხომ ფაქტობრივად შეზრდილია, მტკიცედ ეკვრის მალების სხეულებს და მათი გამოვარდნა წარმოუდგენელია - და დისკის თიაქარი სულ სხვა პროცესს მოიცავს?

mkurnali.ge- ტერმინი "თიაქარი" გულისხმობს ნორმალური დისლოკაციის ადგილიდან დაძვრას, ანუ შემაკავებელი კაფსულის გარეთ გამოსვლას. კაფსულის დაზიანების მიხედვით განასხვავებენ თიაქრის სხვადასხვა სახეობას. მაგალითად, თუ კაფსულა მთლიანად დაირღვა და გამოვარდნილმა ნაწილმა ზევით ან ქვევით გადაინაცვლა, ვსაუბრობთ სეკვესტრირებულ თიაქარზე. ეს უკანასკნელი ოპერაციული ჩარევის აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს. თუ კაფსულა გაბერილია და გამოწეულია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროტრუზიასთან.

პროტრუზია უმეტესად არ არის საოპერაციო, ოპერაცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ტარდება, როდესაც მასაჟი, მედიკამენტური მკურნალობა, ფიზიოთერაპია უშედეგოა. თუ დაზიანება დისკის დონეზეა და თიაქრის სეკვესტრი არ არის ჩამოყალიბებული, ოპერაციულ ჩარევამდე მკურნალობის ყველა სხვა სპექტრს ვიყენებთ: ვუნიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას, საჭიროების შემთხვევაში - გაჭიმვას სპეციალურ დისრაქციულ მაგიდაზე, წყალქვეშა დაჭიმვას, რაც გულისხმობს დაჭიმვას ვერტიკალურ აბაზანაში სიმძიმის გამოყენებით.


- რას გვეტყვით დისკოზზე?

- გააჩნია, რას გულისხმობთ ამ ტერმინით. თუ დისკების ზოგად დაავადებას მოიაზრებთ, სხვა საქმეა, თორემ ნეიროქირურგიაში ასეთი ტერმინი არ არსებობს. დისკოზი, ისევე როგორც დისკის გამოვარდნა, არასამედიცინო ტერმინია. სამედიცინო პრაქტიკაში მალათაშუა დისკების დაზიანების ხარისხისა და დისკების დაავადების გრადაციის შესაბამისად ვიყენებთ შემდეგ ტერმინებს: დისკოპათიას, დისკის პროტრუზიას და დისკის პროლაფსს. დისკოპათია არის დისკის დაავადება, როდესაც დისკი გაუწყლოებულია, მაგრამ თავის საზღვრებში რჩება, ანუ ფიბროზული კაფსულა შენარჩუნებულია და პათოლოგია გამოიხატება მხოლოდ დისკის ჟელესებური ნაწილის გაუწყლოებით.

ის ყველაზე იოლი ხარისხის დაზიანებაა. შედარებით მძიმე, მეორე ხარისხის დაზიანება გახლავთ დისკის პროტრუზია. ამ დროს, როგორც უკვე აღვნიშნე, დისკის ფიბროზული კაფსულა დაზიანებული და გამობერილია. მესამე ხარისხის ანუ ყველაზე მძიმე დაზიანებას წარმოადგენს დისკის პროლაფსი. პროტრუზია და პროლაფსი, ფაქტობრივად, უკვე დისკის თიაქარია. უბრალოდ, პროლაფსი არის თიაქრის ჩამოყალიბებული სახე. ამ ტერმინს ვიყენებთ, როდესაც ფიბროზული კაფსულის ყველა შრე დაზიანებულია, მისი მთლიანობა დარღვეულია და პულპოზური ბირთვი გარეთ არის გამოსული. კლინიკური სურათი განსხვავებულია, იმისდა მიხედვით, წინ მოხდება დისკის გამოვარდნა თუ უკან.

პირველ შემთხვევაში დისკი მუცლის ღრუსკენ გადაინაცვლებს და მთლიანადაც რომ გამოვარდეს, იმდენად დიდი ადგილი დახვდება, რომ ადამიანს არავითარ დისკომფორტს არ შეუქმნის; თუ გამოვარდნა უკან, დორსალურ მხარეს, ან უკანა და შუა, დორსომედიალური მიმართულებით მოხდა, კლინიკური სურათი ნაკლებად იქნება გამოხატული, ხოლო თუ დისკმა გვერდზე ანუ ლატერალურად გადაინაცვლა, დისკი ნევრალურ ფესვს დააწვება და შესაბამის უბანში ტკივილს გამოიწვევს. რომელი ფესვის კლინიკაა ასეთ შემთხვევაში გამოხატული, ეს ნევროლოგიური გასინჯვით დგინდება.

- ტკივილის გარდა კიდევ რომელი სიმპტომები ვლინდება დისკის თიაქრის დროს?

- თიაქრის დროს პირველ რიგში გამოხატულია ტკივილი, რამეთუ ხდება ფესვის ალგიური ირიტაცია.

შემდგომ ტკივილმა შესაძლოა იკლოს კიდეც, მაგალითად, იმის გამო, რომ დისკმა ლოკალიზაცია შეიცვალა და ნაკლებად აწვება ფესვს. ამ შემთხვევაში საქმე კლინიკური განკურნებისკენ მიდის, მაგრამ შესაძლოა ტკივილმა იკლოს იმის ხარჯზე, რომ ტკივილის რეცეპტორებმა დაკარგეს აღქმის უნარი. როდესაც პაციენტი მთლიანად დაკარგავს ტკივილის აღქმას, ირიტაციის ფაზა მთავრდება და იწყება დეფიციტის ფაზა, ანუ ყალიბდება პარეზი. პარეზი წარმოადგენს ნაწილობრივ, არასრულ დამბლას.

ლუმბალური დისკების შემთხვევაში შესაძლოა დუნე, პერიფერიული დამბლა განვითარდეს. ეს უკანასკნელი კიდურში განსაზღვრული მოძრაობითი ფუნქციის მოშლით გამოიხატება. ასეთი რამ, ჩვეულებრივ, მას შემდეგ ხდება, რაც ტკივილის აღქმის უნარი იკლებს. პათოლოგიური პროცესის შორსწასულ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ასეც ხდება - ტკივილი ქრება და დამბლა ვითარდება, პაციენტებს კი ტკივილის გაქრობა ხშირად განკურნება ჰგონიათ. დამბლის ჩამოყალიბების შემდეგ ოპერაციული ჩარევა უმეტესად უეფექტოა, ამიტომ დაავადებას დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით - ახალგაზრდებმა, და მარტივი ქირურგიული პრობლემა დამბლამდე არ მივიყვანოთ.


- თქვენი აზრით, რატომ გახშირდა ასე დისკის დაავადებები?

- პათოლოგია კი არ გახშირდა, არამედ დიაგნოსტიკის ხარისხმა აიწია. დისკოპათიები, დისკის თიაქრები ყოველთვის მრავლად იყო, უბრალოდ სათანადოდ არ დიაგნოსტირდებოდა და აღნიშნული პათოლოგიების მქონე პაციენტები წლობით მკურნალობდნენ რადიკულიტის, იშიასის დიაგნოზით. დღეს ნეიროვიზუალიზაციის ხარისხი ძალიან მაღალია, რადიოლოგიური კვლევები დახვეწილია, ამიტომ პათოლოგიის დიაგნოსტიკა სირთულეს აღარ წარმოადგენს

- უმთავრესად რომელ ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს ეს პათოლოგიები? რა არის მათი ძირითადი მიზეზი?

- დისკის დაავადებები უმთავრესად 20-დან 45 წლამდე ასაკში გვხვდება. ამ ასაკში ადამიანი ფიზიკურად ყველაზე მეტად არის დატვირთული, თავს არ ზოგავს, არ უფრთხილდება. რაც შეეხება მიზეზებს, დისკის თიაქარი უმეტესად ტრავმული გენეზისაა. ტრავმაში ნუ ვიგულისხმებთ მაინცდამაინც ავტოავარიას და ამ დროს მიღებულ უხეშ დაზიანებას; ტრავმული დაზიანება ხდება სიმძიმის აწევის, უხერხული მოძრაობის დროსაც, თუმცა ეს თიაქარს მხოლოდ დაავადებულ დისკში აჩენს. თუ არსებობს დისკოპათია, უხერხულმა მოძრაობამ შესაძლოა დისკის თიაქარს მისცეს დასაბამი. ჯანმრთელ დისკში რომ თიაქარი გაჩნდეს, ამისთვის სერიოზული ტრავმაა საჭირო.

- დისკის თიაქრის ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორებს შორის რომელს გამოყოფდით?

- მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ვერტიკალურ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნაა. მოგეხსენებათ, ცხოველებს ეს დაავადება არ უვითარდებათ, რადგან დატვირთვა მათ ხერხემაზე გადანაწილებულია. ადამიანის ხერხემალზე ყველაზე მეტი დატვირთვა წელის მალებს ადგება, თუმცა დისკის თიაქარი მხოლოდ ამ მალების დონეზე არ ჩნდება - კისრისა და გულმკერდის მალებშიც ვითარდება, თუმცა ამ უკანასკნელ დონეზე - ყველაზე იშვიათად.

- როდის დგება ოპერაციული ჩარევის საკითხი?

- ოპერაციული ჩარევის ჩვენება გახლავთ რადიოლოგიურად დადასტურებული დისკის თიაქარი და ამ თიაქრის შესაბამისი ნევროლოგიური დეფიციტის არსებობა.

- რა მეთოდებს იყენებთ დისკოპათიის სამკურნალოდ?

- პაციენტებს ვურჩევთ კვების რეჟიმის მოწესრიგებას, რათა დაცულ იქნეს მინერალებისა და ვიტამინების ბალანსი, სპორტული რეჟიმის დაცვას, მოძრაობას. ოპერაციულ ჩარევამდე ნეიროქირურგები ვუნიშნავთ ხერხემლის გაჭიმვას დისტრაქციულ მაგიდებზე (ამჟამად თბილისში რამდენიმე დისტრაქციული მაგიდაა კომპიუტერული მართვით, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ), მედიკამენტურ მკურნალობას, ფიზიოთერაპიას (ელექტროფორეზი, ფონოფორეზი, ამპლიპულსი). ვიდრე სეკვესტრირებული თიაქარი არ ჩამოყალიბდება, წყალში დაჭიმვაც ეფექტურია.


- თუ შეიძლება, მარტივად აღწერეთ ოპერაციული ტექნიკის მთავარი დეტალები - მოგეხსენებათ, პაციენტებს ყოველთვის აშინებთ ხერხემალზე ოპერაციული ჩარევა...

- საშიში არაფერია. ჩვენს კლინიკაში დღეში ორი-სამი ოპერაცია ტარდება. რაც შეეხება მეთოდიკას, მიდგომა ხდება ზურგიდან, წვეტიანი მორჩების გვერდით კეთდება კანის დაახლოებით ორი სანტიმეტრის სიგრძის განაკვეთი, მალების უკანა რკალებს შორის არსებულ ანატომიურ ნაპრალში ხდება ყვითელი იოგის ამოკვეთა, თავისუფლდება დაახლოებით ნახევარი სანტიმეტრის ზომის სივრცე (ნაპრალი), საიდანაც მიკროქირურგიული ინსტრუმენტების საშუალებით ვუდგებით დისკის პულპოზურ ნაწილს და ამოვკვეთთ. კაფსულა რჩება, ამიტომ ოპერაციის შემდეგ მალები ერთმანეთს ძვლოვანი ზედაპირით არ ეხება. კაფსულასთან ერთად რჩება ბირთვის სიცოცხლისუნარიანი ნაწილიც.

- რამდენად ხშირია დისკის თიაქრის რეციდივი? ზოგადად, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ოპერაციულ ჩარევას?

- მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკის მონაცემებით, რეციდივის შემთხვევები 3-დან 7%-მდე მერყეობს. რეციდივი გულისხმობს იმას, რომ პულპოზური ბირთვის ნაწილი, რომელიც კაფსულაში დარჩა, შესაძლოა მომავალში იქიდან გამოვიდეს. 93% საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. შესაბამისად, ითვლება, რომOოპერაცია მაღალეფექტურია. ხოლო ისეთი გართულებები, როგორიც არის ჭრილობის ინფექცია, სისხლდენა და სხვა, მოგეხსენებათ, ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას შეიძლება მოჰყვეს.

- რას ურჩევთ მკითხველს დისკის თიაქრის საპროფილაქტიკოდ?

- დისკის თიაქრის და საზოგადოდ დისკის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცურვა, ცხოვრების ჯანსაღი (აქტიური, სპორტული) წესის დაცვა, ძალისმიერი ვარჯიშების სწორად შესრულება, თუ ამის აუცილებლობა არსებობს.